ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.128.016414
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2020 წლის 2 ნოემბერი

დაბა ხარაგაული 

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 აპრილის N16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 14/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.128.016217).

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:

ა) დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი;

ბ) მოსაკრებლის ოდენობა ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის  განისაზღვროს 1 ლარით;

 გ) სხვა ნაგებობების მშენებლობაზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის) 1 კვ. მეტრზე 2  ლარი.

 დ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის  5 ლარით

ე) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის  1 ლარი.

ვ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა:

ვ.ა)  II კლასის ობიექტებისთვის – 50 ლარი,

ვ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარი,

ვ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარი.

2. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს მე-2 და მე-3 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა) მოსაკრებლის   გადამხდელები   არიან   ფიზიკური   ან/და  იურიდიული   პირები, ორგანიზაცია დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს;

ბ) მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 0.5 ლარს და ოჯახის წევრთა  რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;

გ) სოაციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებულ პირს, რომელიც  იღებს საარსებო შემწეობას (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით ) განესაზღვროს ერთ  სულ მოსახლეზე  0,2  ლარი  თვეში   და  ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. 

იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 25 ლარი ერთ კუბურ მეტრ  ნარჩენებზე. 

) ინდმეწარმეებისათვის 20 ლარი  ერთ კუბურ მეტრ  ნარჩენებზე.  

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

ა)  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას  ლატარიების, აზარტული  და  მომგებიანი თამაშობებით და ასეთი  საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებართვით რეგულირებას;

ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს:

გ) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;

დ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;

ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;

ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კვარტალში – 250 000 ლარი;

ზ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%.

თ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 ლარი.“.

მუხლი 2
 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე  და მისი მოქმედება გავრცელდეს  2020 წლის 08 ოქტომბრიდან წარმოქმნილ  სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან);

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე