ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 22/09/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.09.2010 მიღება
21.11.2014 ბოლო ცვლილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)

კონსოლიდირებული რედაქციები (4)

📅 მოქმედების პერიოდი: 02.08.201321.11.2014
ცვლილებები (3)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (21.12.2011 → 02.08.2013)

🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.

ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2010 წლის 3 სექტემბერი

დაბა ქედა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.   

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის  №20 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                 ბ. დიასამიძე

 

 

 

დანართი

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაცული სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური

1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აგრეთვე გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში  –  საკრებულოს საქმიანობის უზრუნველყოფას.

2. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციაა უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება გამგეობას უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა გამგეობასთან.

3. ადმინისტრაციული სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად;

4. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა, კოსტავას №1.

5. სამსახურს აქვს ბეჭედი, შემოსული წერილებისა დადოკუმენტაციის სარეგისტრაციო შტამპი.

    მუხლი 2. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებლივი საფუძვლები

1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებლივი საფუძვლებია „საქართველოს კონსტიტუცია“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება;

2. ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები  განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით,  სხვა  ნორმატიული და ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 3. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული მართვის ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიების ჩატარება, უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;

ბ) გამგებლის დავალების შესაბამისად მოამზადოს გამგეობის სამუშაო გეგმების პროექტები;

გ) ორგანიზება გაუწიოს გამგეობის ურთიერთობას საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

დ) მოამზადოს გამგებლის ადმინისტრაციული აქტების, გამგებლის მიერ საკრებულოში წარსადგენი საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები;

ე) უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოება;

ვ) წარმოადგინოს და დაიცვას გამგეობის ინტერესები სასამართლოში;

ზ) უზრუნველყოს ერთიანი საქმისწარმოება, სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის; განახორციელოს კონტროლი დასმულ საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე. უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავებას;

თ) მოახდინოს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა, გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო-ტელეკომუნიკაციური სისტემების ორგანიზება და განვითარება; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება;

ი) უზრუნველყოს გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;

კ) მოახდინოს გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ლ) გამგებლის დავალებით აწარმოოს სამსახურებრივი მოკვლევა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და შეიმუშაოს შესაბამისი დასკვნები;

მ) შეასრულოს გამგებლის სხვა დავალებები;

ნ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი II

ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა და  მისი მუშაობის ორგანიზება

    მუხლი 4. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფის –განყოფილებისაგან, სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან და დამხმარე მოსამსახურეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებია:

ა) გამგებლის თანაშემწე;

ბ) გამგებლის თანაშემწე –  სოფლის  მეურნეობის საკითხებში;

გ) მთავარი სპეციალისტი – საქმისწარმოების საკითხებში;

დ) მთავარი სპეციალისტი –მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;

ე) წამყვანი  სპეციალისტი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;

ვ) წამყვანი სპეციალისტი – საქმისწარმოების საკითხებში.

4. დამხმარე მოსამსახურეებია:

ა) მძღოლი;

ბ) დამლაგებელი.

5. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს   მუნიციპალიტეტის გამგებელი.

6. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან.

7. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, ხოლო განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი  მოხელე გამგებლის დავალებით.

8. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს   მუნიციპალიტეტის გამგებელი.

    მუხლი 5. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

1. ადმინისტრაციული სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

2. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:

ა) უძღვება ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

გ) გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებად წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;

დ) გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ვ) ახორციელებს გამგეობის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ანხორციელებს გამგებელი.

5. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობებს გამგებლის დავალებით ასრულებს  განყოფილების უფროსი;

    მუხლი 6. იურიდიული და საკადრო  საკითხთა განყოფილების ფუნქციები

1. იურიდიული და საკადრო  საკითხთა განყოფილება:

ა) ახორციელებს გამგებლის ადმინისტრაციული აქტების, გამგებლის მიერ საკრებულოში წარსადგენი საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

ბ) წარმოადგენს და იცავს გამგეობის ინტერესებს სასამართლოში;

გ) აკონტროლებს გამგეობის ადმინისტრაციული აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;

დ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შდგენას, აღრიცხვასა და წარმოებას;

ე) აფორმებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შევებულებაში გასვლის, სამივლინებო და სხვა დოკუმენტებს;

ვ) ორგანიზაციას უწევს უმღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას მუნიციპალურ სამსახურებში;

ზ)   ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები

1. გამგებლის თანაშემწე:

ა) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;

ბ) ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს გამგებლის საქმიანობის უზრუნველსაყოფად;

გ) უზრუნველყოფს გამგებლის კომპეტენციაში შემავლი საკითხების ორგანიზაციულ გადაწყვეტას;

დ) ორგანიზაციას  უკეთებს სხვადასხვა დარგებში განსახორციელებელი ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებას.

2. გამგებლის თანაშემწე –  სოფლის  მეურნეობის საკითხებში:

ა) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;

ბ) ახორციელებს აგრარულ სექტორში ინფორმაციის მოპოვებასა და გამგებლისათვის წარდგენას;

გ) შეიმუშავებს  წინადადებებს აგრარულ სექტორში ტრადიციული დარგების შენარჩუნებისა და განვითარების   შესახებ;

დ)  შეიმუშავებს  წინადადებებს სოფლის მეურნეობის  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ;

ე) შეიმუშავებს  წინადადებებს  ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასოფლო –სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ხელშეწყობის მიზნით;

ვ) ახორციელებს ფერმერთა კონსულტირებას; 

3. მთავარი სპეციალისტი – საქმის წარმოების საკითხებში:

ა) ახორციელებს გამგეობის სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ბ) უზრუნველყოფს გამგეობის თათბირების ოქმების შედგენას;

გ) ორგანიზაციას უწევს სამუშაო თათბირებზე პირთა მოწვევას;

დ) ორგანიზებას უწევს სამუშაო თათბირებზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

ე) უზრუნველყოფს გამგებლის დავალებათა პროექტების მომზადებასა და აკონტროლებს მათ შესრულებას;

ვ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;

4.  მთავარი სპეციალისტი – მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში:

ა) ახორციელებს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკურ, სატრანსპორტო, სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას;

გ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას;

დ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული შენობების დაცვას და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას; უზრუნველყოფს საინჟინრო კომუნიკაციების, მოწყობილობების, ენერგომომარაგების, გათბობა-კონდიცირების, წყალმომარაგების და სატელეფონო ქსელების გამართულ მუშაობას;

თ) უზრუნველყოფს თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკის განთავსებასა და გამართულ ფუნქციონირებას;

ი) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს.

5. წამყვანი  სპეციალისტი –  საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

ა) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების საკითხებზე საინფორმაციო-საცნობარო, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ და პროგრამულ მომსახურებას;

ბ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

გ) უზრუნველყოფს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულ გავრცელებას;

ე) კანონმდებლობით არსებული წესით  უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, ასევე მათ სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისადმი;

ვ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს.

6. წამყვანი სპეციალისტი – საქმისწარმოების საკითხებში:

ა) აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს გამგებლის,   გამგეობის შესაბამისი სამსახურების სახელზე შემოსული იურიდიული და ფიზიკური პირების, ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან შემოსულ კორესპონდენციებს;

ბ) ახორციელებს  გამგეობის დებულებით და ამ  დებულებით განსაზღვრულ მოვალეობებს;

გ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს.

    მუხლი 8. დამხმარე მოსამსახურეების ფუნქციები

1. მძღოლი:

უზრუნველყოფს გამგებლის უსაფრთხო გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე.

2. დამლაგებელი:

ა) უზრუნველყოფს გამგეობის შენობის და ტერიტორიის დაგვა - დასუფთავებას;

ბ) ასრულებს გამგებლის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

თავი III

ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 9. ადმინისტრაციული სამსახურის მოსამსახურეთა  თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების წესი

ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელი.

    მუხლი 10. ადმინისტრაციული სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები

1. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:

ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ  მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

ბ) ისარგებლონ  მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით, რომლებიც მიღებულია გამგეობაში;

გ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო  ტექნიკითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ე) ისარგებლონ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის უფლებებითა და გარანტიებით;

    მუხლი 11. ადმინისტრაციული სამსახურის მოსამსახურეთა მოვალეობები

1. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

თავი IV

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 12. სამსახურის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი

სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

    მუხლი 13. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.