თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 27/09/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.09.2010 მიღება
29.08.2014 ბოლო ცვლილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)

კონსოლიდირებული რედაქციები (5)

📅 მოქმედების პერიოდი: 28.02.201329.08.2014
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (19.12.2012 → 28.02.2013)

🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.

ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო

დადგენილება №21

2010 წლის 8 სექტემბერი

ქ. ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38- ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო  :

1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის  საკრებულოს 2008 წლის 26 თებერვლის №2-8  დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                                                     გ.  კირთაძე

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი:

1. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეული.

2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილების შესაბამისად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური, შემოკლებული დასახელებაა – ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და სამსახურში შემავალი განყოფილებებისაგან.

5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს, „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“  თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებას, საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს და წინამდებარე დებულებას.

6. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.

7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.

8. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.

თავი II

სამსახურის საქმიანობის პრინციპები

    მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;

ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით;

ვ) მიუკერძოებლობა;

ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.

თავი III

სამსახურის ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები:

1. სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში უძრავი ქონების აღსაღრიცხავად მასალების საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ  წარდგენა;

ბ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ქ. ბათუმისათვის გადაცემის შესახებ;

გ) წინადადებების შემუშავება თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული მიწის მართვისა და განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით;

დ) დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, წინადადებების მომზადება თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული კონკრეტული ქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემის შესახებ;

ე) წინადადებების შემუშავება ქონების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ;

ვ) თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, მასალების მომზადება შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

ზ) თვითმმართველი ქ. ბათუმის მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიულ პირებთან დაკავშირებით პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება;

თ) თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემისას ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ი) ეკონომიკის განვითარების არსებული ტენდენციების გაანალიზება;

კ) ქალაქის ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური რეფორმების შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი მოსაკრებლების დროულად და სრული ოდენობით ამოღების უზრუნველყოფა;

მ) ქალაქის ტერიტორიაზე ავტომანქანების საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე საჯარო რეესტრში თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ან/და მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, პარკირების ორგანიზება;

ნ) ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვების გაცემა;

ო) სემინარებში, კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩატარების ორგანიზება;

პ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ჟ) ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;

რ) კვარტალში ერთხელ მხარეების მიერ ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, ხელშეკრულების შეუსრულებლობის მიზეზების მითითებით და ანალიზით, თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობის რომელი მიზეზი უნდა იქნეს მიჩნეული საპატიოდ;

ს) მონიტორინგის შედეგების გაანალიზება, არსებული ხარვეზების გამოვლენა, რომელიც წარმოადგენს საფუძველს მონიტორინგის ჯეროვნად განუხორციელებლობისა; წინადადებების წარმოდგენა ხელშეკრულებაში აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობების შესახებ, რომლებიც გააუმჯობესებს ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს;

ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის კუთხით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

უ) ქ. ბათუმის მოსახლეობის ინფორმირება სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;

ფ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი, სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმების შესახებ წინადადებების შემუშავება მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის;

ქ) თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

ღ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით დადგენილ ვადებში განხილვა;

ყ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება;

შ) ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის სტრუქტურებთან;

ჩ) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა გადაწყვეტილებების და მერის სხვა დავალებების აღსრულება;

ც) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორციელება მერისა და კურატორი მერის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

2. სამსახური მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ კურატორ ქ. ბათუმის მერის მოადგილესთან შეთანხმებით.

თავი IV

სამსახურის ხელმძღვანელობა

    მუხლი 4. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი).

2. სამსახურის უფროსს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

3. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;

დ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებსა და წარდგინებებს, რომელზედაც წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას;

ზ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება მერიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად;

თ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში;

ი) ითანხმებს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე ხელშეკრულების პროექტებს;

კ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს თვითმმართველი ქ. ბათუმის სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ლ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და, მერიის საქმიანობიდან გამომდინარე, მერიისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;

მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ბათუმის მერს, მერის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულების, ასევე მერიის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს;

ნ) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;

ო) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

პ) ესწრება მერის თათბირებს;

ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

რ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის და კურატორი მერის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;

ტ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.

5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის  საქმიანობისათვის მერის წინაშე.

6. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერისა და კურატორი მოადგილის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 5. სამსახურის უფროსის მოადგილე და მისი უფლებამოსილებები

1. სამსახურის უფროსს ჰყავს სამსახურის უფროსის მოადგილე (შემდგომში – უფროსის მოადგილე).

2. უფროსის მოადგილეს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

3. უფროსის მოადგილე:

ა) სრულ კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევს ეკონომიკური განვითარების განყოფილების საქმიანობას;

ბ) სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას;

გ) ხელმძღვანელობს სამსახურში მიმდინარე საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობას; 

დ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულებს მერის, სამსახურის კურატორი მერის მოადგილის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ე) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

4. უფროსის მოადგილის მიერ წინამდებარე დებულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმიანობის სრული კოორდინაციისა და ხელმძღვანელობის განხორციელება გულისხმობს:

ა) პასუხისმგებელობას საკურატორო ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) სამსახურის უფროსისადმი წინადადებების წარდგენას საკურატორო ქვედანაყოფის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით საკურატორო ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესის, ფორმებისა და მეთოდების, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრას;

დ) საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტროლს;

ე) სამსახურის უფროსისათვის საკურატორო ქვედანაყოფის მიერ მომზადებული საკითხების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენას;

ვ) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენას საკურატორო ქვედანაყოფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ქალაქ ბათუმის მერის, მერის მოადგილის, სტრუქტურული ერთეულების, ასევე მერიის ტერიტორიული ორგანოებისათვის კონსულტაციების გაწევას.

5. უფროსის მოადგილე მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

6. უფროსის მოადგილე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

7. უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი V

სამსახურის სტრუქტურა

    მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები:

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილება;

ბ) ეკონომიკური განვითარების განყოფილება;

გ) საქალაქო ტრანსპორტის განყოფილება.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 7. ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების უფლებამოსილებები

1. ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში უძრავი ქონების აღსაღრიცხად მასალების საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენას;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ქ. ბათუმისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის შესახებ;

გ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების თაობაზე საკუთრების დამდგენი დოკუმენტების შენახვას;

დ) ორგანიზებას უწევს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ქ. ბათუმის უძრავი ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარებას;

ე) ამზადებს წინადადებებს თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული მიწის მართვისა და განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით;

ვ) სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, წარმოადგენს თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული კონკრეტული ქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემის შესახებ წინადადებებს, ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს;

ზ) ამზადებს წინადადებებს ქონების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ;

თ) თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, ამზადებს მასალებს შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

ი) თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში უზრუნველყოფს ამ ქონებაზე უფლებრივი საკითხების მოწესრიგებას;

კ) ახორციელებს თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემისას ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს;

ლ) მოთხოვნისას ხელშეკრულების მხარეებს უწევს კონსულტაციას ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით;

მ) ხელშეკრულების მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისას ან არაჯეროვნად შესრულებისას, გაფრთხილების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ან უამისოდ წარმოადგენს წინადადებებს ხელშეკრულების ძალაში დატოვების ან/და შეწყვეტის შესახებ, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად ამზადებს მასალებს საკითხის ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის გადასაცემად;

ნ) იხილავს და წარმოადგენს წინადადებებს ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ;

ო) კვარტალში ერთხელ წარმოადგენს ინფორმაციას მხარეების მიერ ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობის შესახებ, ხელშეკრულების შეუსრულებლობის მიზეზების მითითებით და ანალიზით, თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობის რომელი მიზეზი უნდა იქნეს მიჩნეული საპატიოდ;

პ) თუ ხელშეკრულების მხარე ვერ ახორციელებს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას იმის გამო, რომ მოხდა ქ. ბათუმის მერიის მიერ უფლებრივად და ნივთობრივად ნაკლოვანი ნივთის მიწოდება, დაუყოვნებლივ იხილავს საკითხს და წარმოადგენს წინადადებებს ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად, ხოლო თუ ვერ ხდება ხელშეკრულების მხარისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის მიწოდება ან არსებული ნაკლოვანების აღმოფხვრა, გამოიწვევს შეუსაბამო ხარჯებს, წარმოადგენს წინადადებებს ხელშეკრულების ძალაში დატოვების მიზანშეწონილობის შესახებ; 

ჟ) თუ ხელშეკრულების მხარე საპატიო მიზეზით ვერ ახდენს ხელშეკრულების მთლიანი ან რომელიმე პირობების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შესრულებას, საპატიო მიზეზების სავარაუდოდ გაგრძელების გათვალისწინებით წარმოადგენს წინადადებებს ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ;

რ) აანალიზებს მონიტორინგის შედეგებს, ავლენს არსებულ ხარვეზებს, რომელიც წარმოადგენს საფუძველს მონიტორინგის ჯეროვნად განუხორციელებლობისა, წარმოადგენს წინადადებებს ხელშეკრულებაში აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობების შესახებ, რომლებიც გააუმჯობესებს ხელშეკრულების მხარეების მიერ შესრულების მონიტორინგს;

ს) თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს ქ. ბათუმის მერიის მიერ შესრულების მიღებას, იხილავს წარმოდგენილი შესრულების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას;

ტ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის კუთხით სხვა უფლებამოსილებებს;

უ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 8. ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფლებამოსილებები:

1. ეკონომიკური განვითარების განყოფილება:

ა) შეიმუშავებს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს;

ბ) აანალიზებს ეკონომიკის განვითარების არსებულ ტენდენციებს;

გ) ახორციელებს ეკონომიკური განვითარებისა და საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზირებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ქალაქის ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური რეფორმების შემუშავებაში;

ე) მონაწილეობს საბიუჯეტო მიზნობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში;

ვ) მონაწილეობს და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებას უკეთებს ეკონომიკური განვითარების საკითხებზე გამართულ სემინარებს, კონფერენციებს, ტრენინგებსა თუ სხვა ღონისძიებებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსაკრებლების დროულად და სრული ოდენობით ამოღებას;

თ) ამზადებს თვითმმართველი ქ. ბათუმის პრიორიტეტის დოკუმენტს; 

ი) ამზადებს წინადადებებს თვითმმართველი ქ. ბათუმის მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიულ პირებთან დაკავშირებით პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ლ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან და უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და უფროსის მოადგილის წინაშე.

7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 9. საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფლებამოსილებები

1. საქალაქო ტრასპორტის განყოფილება:

ა) ტრანსპორტის სფეროს განკუთვნილი საწარმოების საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზება, მართვა, რეგულირება და კონტროლი განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე საქალაქო სამარშრუტო ქსელის ფორმირების, ქ. ბათუმში საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადება და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება;

გ) ქ. ბათუმის ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში ჭარბი მგზავრთნაკადების განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება, სამარშრუტო ქსელის დახვეწასა და განვითარებაზე წინადადებების მომზადება;

დ) ახორციელებს ქალაქის ტერიტორიაზე ავტომანქანების საზოგადოებრივ ადგილებში პარკირების ორგანიზებას;

ე) ადგილობრივ საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მომზადება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ვ) ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების სანებართვო მოსაკრებლის გადახდევინების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ზ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში ქუჩებზე, მოედნებზე, მაგისტრალებზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავება და დანერგვა საპატრულო პოლიციასთან ერთად;

თ) ქ. ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი;

ი) საქალაქო ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში მარშრუტზე მოძრავი შემადგენლობის მონიტორინგი; რეგულირებად ავტოსატრანსპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული ერთიანი მექანიზმის განხორციელება (სახაზო-სატრასპორტო დისციპლინის განმტკიცება და დამტკიცებული სამარშრუტო სქემიდან გადახვევის აღკვეთა), ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მონიტორინგი და სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, სათანადო ოქმების შედგენა – ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურთან და საპატრულო პოლიციასთან ერთად;

კ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ლ) დარგის განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;

მ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 10. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები

 ამ დებულების შესაბამისად, სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) უფროსის მოადგილე;

გ) განყოფილების უფროსი;

დ) მთავარი სპეციალისტი;

ე) წამყვანი სპეციალისტი;

ვ) უფროსი სპეციალისტი;

ზ) სპეციალისტი.

თავი VI

სხვა დებულებები

    მუხლი 11. სხვა დებულებები

1. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც წინამდებარე დებულებით მიეკუთვნა ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს, მაგრამ წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურს, წინამდებარე დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.

2. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც წინამდებარე დებულებით მიეკუთვნა ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს, მაგრამ წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულს, წინამდებარე დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.

3. ის გადაწყვეტილებები, რომელიც „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 26 თებერვლის №2-8 დადგენილებით მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურს, წინამდებარე დებულების დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.

4. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.