ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
კონსოლიდირებული რედაქციები (3)
ცვლილებები (2)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (04.10.2010 → 21.08.2014)
🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №15
2010 წლის 6 სექტემბერი
დ აბა ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ჩხოროწყუსმუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის კომისი ი ს დებულებ ა წარმოდგენილი რედაქციით დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
დანართი №1
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს ჩხოროწყუსმუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის კომისი ის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 1. კომისიის სტატუსი
1. აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის კომისია (შემდგომ _ კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).
მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
1. აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს
ა) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს თვითმმართველი ერთეულის აგრარული სექტორის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) შეიმუშავებს თვითმმართველი ერთეულის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს;
გ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით;
დ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;
ე) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დასახლებებში ქუჩების, მოედნების სახელდებ ისა და ნუმერაცი ს შესახებ;
ვ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის, გაუქმებ ის, მათი საზღვრების დ ადგენ ისა და შეცვლ ის შესახებ;
ზ) განიხილავს ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამების და გეგმების პროექტებს, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;
თ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრ ის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენ ის შესახებ;
ი) განიხილავს სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივ ი პროგრამების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ამ პროგრამების დამტკიცებასთან დაკავშირებით;
კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარებ ის შესახებ;
ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების, ბაზრებისა და ბაზრობებისათვის ადგილების გამოყოფის და ორგანიზების წესების შესახებ;
მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა სთან დაკავშირებით;
ნ) ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებთან დაკავშირებით;
ო) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარ უ დგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებ ს და წარ მოა დგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.
3. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;
თ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ი) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.
მუხლი 4. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები
1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;
დ) განახორციელოს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.
3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;
ბ) კომისიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შემთხვევაში;
გ) კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
4. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 5 წევრით.
5. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.
მუხლი 5. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
მუხლი 6. კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. კომისიის დებულებას ამტკიცებს საკრებულო.
2. კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს მიერ.