„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.02.2010 ძალადაკარგული 09.03.2010
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.014183
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 15, 10/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.014.183

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №29

2010 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008წ., №143, მუხ. 1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;

ი) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაცია (სამსახური) უზრუნველყოფს:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემისა და მისი თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;

ბ) საზოგადოების ინფორმირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;

გ) მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების აღსრულების სისტემებთან აქტიურ ურთიერთობას;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებით სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზებას;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი მასალების მომზადებას, უცხოეთიდან მიღებული კორესპონდენციის შესაბამის დამუშავებას, გავრცელებასა და სათანადო ფორმით ხელმძღვანელობისათვის მიწოდებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.

10. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში კადრების აღრიცხვას;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებისა და სხვა საკადრო ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადებას, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და სხვა, უფლებამოსილ პირთა მიერ გამოცემული ბრძანებების რეგისტრაციას;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლას და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;

დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთათვის ჩასატარებელი ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობას, მათი პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების და კონკურსების ორგანიზებას, საკადრო რეზერვის შექმნას;

ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზებას დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;

ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;

თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

ი) დოკუმენტაციის მომზადებას აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

კ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელებას;

ლ) შრომის შინაგანაწესის შემუშავებას, მის შესრულებას და შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტების გამოვლენას;

მ) მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემას და აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნისას მისთვის მისანიჭებელი საიდენტიფიკაციო ნომრის განსაზღვრას;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 10 მარტიდან.

ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.03.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.02.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.014183.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.03.2010-დან.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №29, 09.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.014183 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1003479/