„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.02.2010 ძალადაკარგული 26.02.2010
ნომერი
№74
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.014188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 15, 10/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.014.188

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №74

2010 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებით (სსმ III, 11.05.09,  №57, მუხლი 646) დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“ დანართი №1-ის მე-11 პუნქტის 11.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოები:

დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––

 მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო

 გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო/იძულებითი ღონისძიებების სამმართველო

 იურიდიული სამმართველო/იურიდიულ საკითხთა სამმართველო

 საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო/საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველო

 ადმინისტრაცია

 საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/კონტროლის სამმართველო (მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია/თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) გორის საგადასახადო ინსპექცია)

 საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო (თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია))

 საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება

 საბაჟო გამშვები პუნქტი

 საბაჟო საგუშაგო.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.

კ. ბაინდურაშვილი