ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსპრეზიდენტის
ბრძანებულება№736
2010 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ
1. ,,მეცნიერების,ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 105 მუხლის შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინსტიტუტ,,ოპტიკის”სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2 თვეში უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წესდებების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცება.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი