„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.117.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 22/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №21

2010 წლის 15 სექტემბერი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიღებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი 4 221 111 (ო თხი მილიონ ორას ოცდაერთი ათას ას თერთმეტი) ლარის ოდენობით, მათ შორის: შემოსავლები გადასახ ა დებიდან 127 550 (ას ოცდაშვიდი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარი, სხვა შემოსავლები 315 900 (სამას ხუთმეტი ათას ცხრაასი) ლარი, შემოსავლები გათანაბრებითი ტრანსფერებიდან 2 030 600 (ორი მილიონ ოცდაათი ათას ექვსასი) ლარი, შემოსავალი მიზნობრივი დანიშნულების ტრანსფერიდან 95 000 (ოთხმოცდა თ ხუთმეტი ათასი) ლარი, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულებით გამოყოფილი 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი; „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ საქარ თ ველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №41 განკარეგულებით გამოყოფილი 387 721 (სამას ოთხმოცდაშვიდი ათას შვიდას ოცდაერთი) ლარი; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №418 განკარგულებით გამოყოფილი 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის №989 განკარგულებით გამოყოფილი 52 100 (ორმოცდათორმეტი ათას ასი) ლარი, წლის დასაწყისისათვის არსებული სახსრების ნაშთი 169 836 (ას სამოცდაცხრა ა თ ას რვაას ოცდათექვსმეტი) ლარ ი, თანახმად №1; №3/1; №3/2 დანართებისა. არაფინანსური აქტივების კლებიდან62 240 (სამოცდაორი ათას ორას ორმოცი) ლარი, თანახმად №1-დანართისა.

2. მიღებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტით გადასახდელები (ხარჯები) დარგობრივი პროგრამებისა და ფუნქციონალური კლასიფიკაციის ჭრილში 4 390 947 (ოთხი მილიონ სამას ოთხმოცდაათი ათას ცხრაას ორმოცდაშვიდი) ლარის ოდენობით, თანახმად №2 დანართისა.

3. მიღებულ იქნეს გადასახდელების მოცულობა ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაციის ჭრილში 4 328 947 (ოთხი მილიონ სამას ოცდარვა ათას ცხრაას ორმოცდაშვიდი) ლარის ოდენობით, თანახმად №3 დანართისა.

4. მიღებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მოცულობა 2 336 211 (ორი მილიონ სამას ოცდათექვსმეტი ათას ორას თერთმეტი) ლარი, თანახმად №4 დანართისა.

5. მიზნობრივი ფინანსური დახმარება 2010 წლის მოცულობით 95 000 (ოთხმოცდა თ ხუთმეტი ათასი) ლარი და 1 იანვრისათვის 2009 წელს აუთვისებელი 7900 (შვიდი ათას ცხრაასი) ლარი, სულ 102 900 (ას ორი ათას ცხრაასი) ლარი მიმართულ იქნეს შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:

ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისათვის 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისათვის 43500 (ორმოცდასამი ათას ხუთასი) ლარი;

გ) ომის ვეტერანთა სოციალური დახმარების დასაფინანსებლად 14 400 (თოთხმეტი ათას ოთხასი) ლარი.

6. დამტკიცდეს ახალი კლასიფიკაციის შესაბამისად შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილებების ერთობლიობის ბალანსი თანახმად №3/1 და №3/2 დანართებისა.

7. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრების დაცვა და საბიუჯეტო დაწესებულებების პროგრამებისა და ღონისძიებების მიხედვით გამოყოფილი სახსრების ეფექტურად და მიზნობრივად გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მოსაკრებლებისა და არასაგადასახადო შემოსავლების სრულყოფილად და დროულად ამოღებას.

8. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააწესოს კონტროლი ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების მიზნობრივ ხარჯვაზე.

9. აღმასრულებელ ორგანოს (მუნიციპალიტეტის გამგეობას) მიეცეს დამოუკიდებელი უფლებამოსილება გადაუდებელი ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზევრო ფონდი.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე