სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.227
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №107
2010 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
სასაზღვრო საბაჟო ორგანოების – საბაჟო გამშვები პუნქტებისა (წითელი ხიდი, სადახლო, გარდაბანი, ახკერპი, გუგუთი, მტკვარი, ლაგოდეხი, სამთაწყარო, ყაზბეგი, ვალე, ნინოწმინდა, სარფი, ბათუმის აეროპორტი, ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები) და საბაჟო საგუშაგოების (თბილისის აეროპორტი, ბათუმის პორტი, ფოთისა და ყულევის პორტები) სამუშაო დრო განისაზღვროს 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით.
მუხლი 2
სასაზღვრო საბაჟო ორგანოების გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
მუხლი 3
ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის, ნავთობის დისტილატებისა და ალკოჰოლიანი სასმელების გადაადგილება საბაჟო საზღვარზე განხორციელდეს მხოლოდ შემდეგი სასაზღვრო საბაჟო ორგანოების გავლით – თბილისის აეროპორტი, ბათუმის პორტი, ფოთისა და ყულევის პორტები, წითელი ხიდი, სადახლო, გარდაბანი, ყაზბეგი, ვალე, სარფი.
მუხლი 4
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჯართის შემოტანა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა განხორციელდეს მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი სასაზღვრო საბაჟო ორგანოების გავლით.
მუხლი 5
აუცილებლობის შემთხვევაში ახალი სასაზღვრო საბაჟო ორგანოები გაიხსნას საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა დაცვით და სასაზღვრო (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) და საბაჟო (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) ორგანოების ურთიერთშეთანხმებით.
მუხლი 6
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“?
- „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 18.02.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №107. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.014227.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.12.2010-დან.
- სად არის „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“, №107, 18.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.014227 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1005852/