„ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის 295/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.016.001
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №296/ნ
2010 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №295/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №295/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №151, მუხ. 2104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 და 32 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:“.
2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ 1-ში (ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგამოცდო და სააპელაციო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ. გამოცდის ჩატარების ვადები, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საბჭო.“;
გ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის მოქმედების ვადაა 3 წელი.“;
დ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სააპელაციო კომისია უფლებამოსილია, არ განიხილოს განმეორებითი აპელაცია.“.
3. ბრძანების მეორე პუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ის (რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეზიდენტურაში ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე, რომელსაც აცხადებს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო).“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის 295/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის 295/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.09.2010.
- როდის იქნა მიღებული „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის 295/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის 295/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 17.09.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №296/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016001.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის 295/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის 295/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.09.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის 295/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №296/ნ, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1007685/