საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11/2010
სარეგისტრაციო კოდი
010340000.15.008.014349
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 17/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.014.349

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №11/2010

2010 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ რაოდენობას, გარდა შემდეგი კატეგორიის ამომრჩევლებისა:

ა) სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე არ დგანან;

ბ) სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან;

გ) სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები;

დ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;

ე) სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლები.

    მუხლი 2

ცესკოს აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩეველთა შესახებ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის.

    მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე   ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი       გ. მჭედლიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“?
დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.03.2010.
როდის იქნა მიღებული „საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“?
„საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 16.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №11/2010. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.15.008.014349.
სად არის „საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“, №11/2010, 16.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.014349 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1009097/