ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.09.2010 ძალადაკარგული 05.11.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.112.016002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 30/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №32

2010 წლის 16 სექტემბერი

ქ. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ს დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 581 მუხლისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების(რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და 108-ე მუხლის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ს დებულება დანართის შესაბამისად.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                         რ. ჩიტიძე

 

დანართი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი ს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება ადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:

ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;

ბ)უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს თვითმმართველ ერთეულში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.

3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია: WWW lanchkhuti.org.ge.

    მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება

1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახური.

2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:

ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;

ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;

გ) ინფორმაციის განთავსებას;

დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოს აპარატის უფროსისათვის;

ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.

3. სამსახურის მიმართვა ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.

    მუხლი 3. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი

1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.

2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.

3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.

4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;

გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;

დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;

ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.

5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) მუდმივი (ყოველდღიური);

ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);

გ) ერთჯერადი.

    მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები აწვდიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.

2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახური.

3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:

ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 13.00 სთ;

ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 13.00 სთ;

გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ;

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად.

    მუხლი 5. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა

ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:

ა) თვითმმართველობის ორგანოები;

ბ) სამართლებრივი აქტები;

გ) მუნიციპალიტეტი;

დ) ახალი ამბები;

ე) მუნიციპალური მეურნეობა;

ვ) სოციალური სფერო;

ზ) პროგრამები და პროექტები;

თ) ცნობარი.

    მუხლი 6. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა

1. თვითმმართველობის ორგანოების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) საკრებულო:

ა.ა) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);

ა.ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);

ა.გ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისიის (კომისიების) და ფრაქციის წევრობა);

ა.დ) საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის სხდომის ოქმები);

ა.ე) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები);

ა.ვ) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება; ფრაქციის შემადგენლობა; ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები);

ა.ზ) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმები, ბიუროს სხდომის ოქმები);

ა.თ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის სტრუქტურა, თითოეული სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით).

ბ) გამგეობა:

ბ.ა) გამგეობის დებულება;

ბ.ბ) გამგეობის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);

ბ.გ) გამგეობის სტრუქტურა;

ბ.დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, სამუშაო გეგმა, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);

ბ.ე) გამგეობის ტერიტორიული ორგანოები (ტერიტორიული ორგანოს დებულება, სამუშაო გეგმა, ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლები, გამგეობის რწმუნებული, მისი მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი).

2. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი ბაზა (კანონები, პრეზიდენტის ბრძანებულებები, მთავრობის დადგენილებები და სხვა ნორმატიული აქტები);

ბ) საკრებულოს სამართლებრივი აქტები:

ბ.ა) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა;

ბ.ბ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;

ბ.გ) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები;

გ) გამგებლის ბრძანებები;

დ) პროექტები:

დ.ა) კანონპროექტები;

დ.ბ) საკრებულოს დადგენილებათა პროექტები.

3. მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) მუნიციპალიტეტის ძირითადი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები;

ბ) ისტორია;

გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები;

დ) მუნიციპალიტეტის რუკა.

4. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.

5. მუნიციპალური მეურნეობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) ეკონომიკა;

ბ) მრეწველობა;

გ) მიწათმოწყობა;

დ) ეკოლოგია;

ე) საბინაო-კომუნალური მეურნეობა;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონება;

ზ) ტრანსპორტი;

თ) ვაჭრობა და მომსახურება;

ი) სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და მშენებლობა;

კ) დასაქმება (ვაკანსიები, კონკურსები).

6. სოციალური სფეროს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) განათლება;

ბ) კულტურა;

გ) ჯანმრთელობის დაცვა;

დ) სპორტი;

ე) სოციალური დაცვა;

ვ) ახალგაზრდობა;

ზ) მასმედია;

თ) პოლიტიკური ორგანიზაციები;

ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციები.

7. პროგრამების და პროექტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) მუნიციპალური პროგრამები;

ბ) საინვესტიციო პროექტები;

გ) კონკურსები, აუქციონები.

8. ცნობარის განყოფილებაში თავსდება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების საცნობარო ინფორმაცია (მოქმედების სფერო, მისამართი, ტელეფონი).