სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.03.2010 ძალადაკარგული 12.06.2012
ნომერი
№60/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470060000.22.035.014282
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 05/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.22.035.014.282

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

  მინისტრის ბრძანება №60/ნ

2010 წლის 2 მარტი

 ქ. თბილისი

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა;

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. კვიტაშვილი

დანართი

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ფარმაცევტული ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტისაგან.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რისკების შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლის განხორციელება.

    მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები და განხორციელების მეთოდოლოგია

1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) სადისტრიბუციო ჯაჭვის ადმინისტრაციული კონტროლის განხორციელება და რეალიზატორებისგან ფარმაცევტული პროდუქტის ნიმუშის შესყიდვა;

ბ) შესყიდული ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა.

2. პროგრამას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო).

3. ფარმაცევტული პროდუქტის შერჩევითი კონტროლის განხორციელებისას სააგენტო, ფალსიფიკაციისა და გაუვარგისების მაღალი რისკის კრიტერიუმების გათვალისწინებით, რეალიზატორებისაგან შეისყიდის ფარმაცევტულ პროდუქტის ნიმუშს და აწარმოებს მის ვიზუალურ დათვალიერებას, რა დროსაც ადგენს შეფუთვა-მარკირების, ვარგისიანობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების, დისტრიბუციის უფლების და სხვა კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას.

4. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს შესყიდული ნიმუშის ლაბორატორიულ კვლევას.

5. სამკურნალო საშუალებების ხარისხის ლაბორატორიული კვლევისათვის მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 4. დაფინანსების წესი და პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (ორგანიზაციული კოდი 35 03 03), პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 100 000 ლარით (ასი ათასი ლარი).

 

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამა

თანხა ლარებში

 

სამკურნალო საშუალებების შესყიდვა

7 000

სამკურნალო საშუალებების ხარისხის ლაბორატორიული კვლევა

80 000

მივლინების ხარჯები    

13 000

სულ:

100 000

 მუხლი 5. პროგრამის შედეგი

პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ქმედითი პრევენციული ღონისძიებების გატარებას მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პარამეტრების დასაცავად.

    მუხლი 6. განხორციელების ვადები

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.06.2012.
როდის იქნა მიღებული „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
„სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 02.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №60/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470060000.22.035.014282.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.06.2012-დან.
სად არის „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №60/ნ, 02.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 470060000.22.035.014282 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1007731/