,,სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №411
2007 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების ხელშეწყობის, აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების კოორდინაციის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობასთან იქმნება სამუშაო ჯგუფი.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.
3. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
4. სამუშაო ჯგუფის დაფინანსება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის მიზნობრივად გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
5. წლიურ საბიუჯეტო კანონში ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ასიგნებების ასახვამდე სამუშაო ჯგუფის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაო ჯგუფის უფროსის მიერ წარდგენილი ხარჯთა ნუსხის შესაბამისად.
6. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი