საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.03.2010 ძალადაკარგული 31.12.2013
ნომერი
№337
სარეგისტრაციო კოდი
120260020.22.034.014387
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 29/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.22.034.014.387
საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №337

2010 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

დანართი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ყოველდღიური  ზაფხულის  ფორმა

პლანშეტი  1

1. ყოველდღიური ზაფხულის ფორმა – შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი უსაყელო მაისური; ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი; ქუდის წინა მხარეს და მაისურის უკანა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე:
„სოდ
“; სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში _ წოდება) შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური ზაფხულის ფორმა
_ შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური საყელოთი; ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი; ქუდის წინა მხარეს და მაისურის უკანა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე:
„სოდ
“; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის
მოსამსახურეთა (პოლიციელთა)
ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა

პლანშეტი  2

1. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა
– შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის მოკლე ქურთუკი;  ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი; ქუდის წინა მხარეს, ქურთუკის უკანა მხარეს და მკლავებზე ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე:
„სოდ
“; ქურთუკის წინა, მარცხენა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე:
„შ.ს.ს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი
“; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური საგაზაფხული-საშემოდგომო ფორმა _ შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი წინა, მარცხენა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) ქართული წარწერით
„შ.ს.ს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი
“; ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი წინა მხარეს ქართული წარწერით:
„სოდ
“;  წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

3. ლურჯი ფერის ჟილეტი; ჟილეტის უკანა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „სოდ“; ჟილეტის წინა, მარცხენა მხარეს _ ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „შ.ს.ს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი“; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა)
ზამთრის ყოველდღიური ფორმა

პლანშეტი  3
ყოველდღიური ზამთრის ფორმა – შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის დათბუნებული ქურთუკი; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ქუდის წინა მხარეს, ქურთუკის უკანა მხარეს და მკლავებზე ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „სოდ“; ქურთუკის წინა, მარცხენა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „შ.ს.ს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი“; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა)
სამკლაური ემბლემა

პლანშეტი 4
სამკლაური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარის შავი ფერის ველზე გამოსახულია             სპეციალური  ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა, რომლის ზედა ნაწილში ორივე მხარეს             ამოტვიფრულია ოქროსფერი (ყვითელი) „ბოლნურ-კაცხური“ ჯვარი, ხოლო ქვედა ნაწილში,  ცენტრში  _  „შ.ს.ს.“; ფარს გარშემო შემოვლებული აქვს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა)
სახელმწიფო სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშნები

პლანშეტი 5

წოდების განმასხვავებელი ნიშნები სამხრეებისა და მკერდზე დანაკერების სახით.