მუხლი 46. ეროვნული ბანკის ფინანსური დახმარების უფლება
თავი VII — ეროვნული ბანკის ურთიერთობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან
1. ეროვნული ბანკი ფინანსურად არ ეხმარება საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებს, გარდა ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დივიდენდის გაცემის შემთხვევისა. ეროვნული ბანკი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენას მხოლოდ მეორეულ ბაზარზე.
2. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, პირველად ბაზარზე შეისყიდოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მხოლოდ მის პორტფელში უკვე არსებული ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ, თუ მათი დაფარვის დღე ემთხვევა ახალი ფასიანი ქაღალდების ემისიის დღეს. შეძენა უნდა განხორციელდეს აუქციონზე დაფიქსირებულ საშუალოშეწონილ ფასად. თითოეული აუქციონის შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდების მოცულობა წარმოადგენს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების დამატებით ემისიას და არ უნდა აღემატებოდეს ამ აუქციონზე გაყიდული ფასიანი ქაღალდების საერთო მოცულობის 20%-ს.
თავი VIII. ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018
მთავარი მონაცემები
განაკვეთი20%
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.12.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. ეროვნული ბანკის ფინანსური დახმარების უფლება 1. ეროვნული ბანკი ფინანსურად არ ეხმარება საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებს, გარდა ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დივიდენდის გაცემის შემთხვევისა. ეროვნული ბანკი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენას მხოლოდ მეორეულ ბაზარზე. 2. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, პირველად ბაზარზე შეისყიდოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მხოლოდ მის პორტფელში უკვე არსებული ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ, თუ მათი დაფარვის დღე ემთხვევა ახალი ფასიანი ქაღალდების ემისიის დღეს. შეძენა უნდა განხორციელდეს აუქციონზე დაფიქსირებულ საშუალოშეწონილ ფასად. თითოეული აუქციონის შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდების მოცულობა წარმოადგენს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების დამატებით ემისიას და არ უნდა აღემატებოდეს ამ აუქციონზე გაყიდული ფასიანი ქაღალდების საერთო მოცულობის 20%-ს. თავი VIII. საფიეროვნული ბანსო სექტორკის საზედამხედველო უფლებამოსილება
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, მუხლი 46, №1676, 24.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.003.616 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101044/muxli-46/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია