1. არავის არ აქვს უფლება, მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გარეშე.
2. მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს უფლება არა აქვს, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება.
3.
(ამოღებულია - 21.07.2018, №3320).
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება:
ა) ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე;
ბ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორისთვის ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებაზე;
გ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობაზე;
დ) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო სქემაზე;
ე) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე;
ვ) ფიზიკური პირის მიერ სესხის სხვა არამეწარმე ფიზიკურ პირზე გაცემაზე;
ზ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ სესხის ამ საწარმოზე გაცემაზე;
თ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ ამ საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე;
ი) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ელექტრონულ ფულთან დაკავშირებულ მომსახურებაზე;
ი1) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე;
ი2) „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე;
კ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებზე.
5. მიკრობანკს უფლება აქვს, ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
ორგანული
კანონი №1894
–
ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3320
–
ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის ორგანული კანონი №6816 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №3354 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №3944 – ვებგვერდი, 27.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.12.2023 ორგანული კანონი №3944
- 28.06.2023 ორგანული კანონი №3354
- 22.02.2023 ორგანული კანონი №2627
- 14.07.2020 ორგანული კანონი №6816
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 483. საკრედიტო საქმიანობა და საბანკო საქმიანობა 1. არავის არ აქვს უფლება, მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გარეშე. 2. მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს უფლება არა აქვს, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება. 3. (ამოღებულია - 21.07.2018, №3320). 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე; ბ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორისთვის ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებაზე; გ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობაზე; დ) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო სქემაზე; ე) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე; ვ) ფიზიკური პირის მიერ სესხის სხვა არამეწარმე ფიზიკურ პირზე გაცემაზე; ზ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ სესხის ამ საწარმოზე გაცემაზე; თ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ ამ საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე; ი) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ელექტრონულ ფულთან დაკავშირებულ მომსახურებაზე; ი1) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე; ი2) „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე; კ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებზე. 5. მიკრობანკს უფლება აქვს, ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3320 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება