ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს დამატებითი ზედამხედველობა „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) ამ მუხლით განსაზღვრული დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისას შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან ერთად მიიღოს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები/ზომები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, აგრეთვე გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმავე კანონის შესაბამისად;
გ) განახორციელოს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის ორგანული კანონი №3773 – ვებგვერდი, 19.12.2023