1. ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის წარმომადგენელსა და სესხის გამცემ სუბიექტს შეიძლება დაუდგინოს:
ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით (გარდა საპროცენტო სარგებლისა), მე-7 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (წინსწრებით დაფარვის საკომისიოსთვის) და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები;
ბ) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემისას ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლის უფლებების დაცვის (მათ შორის, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების) წესი;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-300 მუხლის 21 ნაწილითა და 301-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები ან/და დამატებითი წესები.
11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს დაუდგინოს მომხმარებლის უფლებების დაცვის (მათ შორის, მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების) წესი.
2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას (შესრულებას) უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. ამ მიზნით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები, გამოიყენოს საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.
საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი
№
238 -
ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3320
–
ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის ორგანული კანონი №1477 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №1141 - ვებგვერდი, 12.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.12.2025 ორგანული კანონი №1141
- 12.04.2022 ორგანული კანონი №1477
- 29.12.2016 ორგანული კანონი №238
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 641. მომხმარებლის უფლებების დაცვა 1. ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის წარმომადგენელსა და სესხის გამცემ სუბიექტს შეიძლება დაუდგინოს: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით (გარდა საპროცენტო სარგებლისა), მე-7 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (წინსწრებით დაფარვის საკომისიოსთვის) და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები; ბ) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემისას ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლის უფლებების დაცვის (მათ შორის, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების) წესი; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-300 მუხლის 21 ნაწილითა და 301-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები ან/და დამატებითი წესები. 11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს დაუდგინოს მომხმარებლის უფლებების დაცვის (მათ შორის, მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების) წესი. 2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას (შესრულებას) უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. ამ მიზნით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები, გამოიყენოს საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3320 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება