,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 08.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №462
სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 113, 13/08/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.08.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 25.08.2005
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;}
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 63.0pt .75in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №462
2007 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 აგვისტოს №719 ბრძანებულება.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (შემდეგში – გაერთიანებული შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას.
2. გაერთიანებული შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით.
3. გაერთიანებულ შტაბს აქვს დროშა, შტანდარტი, ემბლემა, გერბიანი ბეჭედი, დადგენილი ნიმუშის ბლანკი და შტამპი.
თავი II
გაერთიანებული შტაბის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 2🔗
გაერთიანებული შტაბის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში, სამხედრო საფრთხის შეფასებაში მონაწილეობა, შეიარაღებული ძალებისათვის სტრატეგიულ-ოპერატიული გეგმების მომზადება და სტრატეგიულ-ოპერატიული მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში არსებული ჯარის სახეობების ბაზაზე გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯგუფებების ჩამოყალიბება და მათი მოქმედების კონტროლი;
გ) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო მომზადების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ზედამხედველობა;
დ) სამხედრო განათლების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, სამხედრო კადრების მომზადებისა და გადამზადების საკითხების გადაწყვეტა;
ე) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გეგმების შემუშავება;
ვ) შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობათა მართვა;
ზ) სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების, გამოყენების დაგეგმვა და კოორდინაცია;
თ) საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების მართვა და კონტროლი;
ი) შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;
კ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წარდგენა;
ლ) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
მ) სამხედრო-ეკოლოგიური პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ო) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
პ) თავდაცვის სამინისტროს საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფა;
ჟ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
თავი III
გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა
მუხლი 3🔗
1. გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი.
2. გაერთიანებული შტაბის უფროსს საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. გაერთიანებული შტაბის უფროსი თანამდებობაზე, როგორც წესი, ინიშნება სამი წლით. აღნიშნული ვადა თავდაცვის მინისტრის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ერთი წლით.
4. გაერთიანებული შტაბის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
5. გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციას უწევს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ხოლო მეორე მოადგილე კოორდინაციას უწევს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარის სახეობებისა და დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.
6. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეების უფლებამოსილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს გაერთიანებული შტაბის უფროსი.
7. გაერთიანებული შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას გაერთიანებული შტაბის უფროსის დავალებით ასრულებს გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 4🔗
გაერთიანებული შტაბის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების გამოყენების სამხედრო-სტრატეგიულ და ოპერატიულ-ტაქტიკური გეგმების მომზადების კონტროლს;
ბ) საქართველოს პრეზიდენტს – სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის, შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მართვის, სამომავლო განვითარების, სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების შეძენისა და პერსპექტიული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების შესახებ;
გ) მართავს და აკონტროლებს მის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებს და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;
დ) ამტკიცებს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხებს;
ე) წყვეტს საკადრო საკითხებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამხედრო პროგრამებისა და სამხედრო ბიუჯეტის საკითხების შესახებ;
ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში;
თ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივ და მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობას;
ი) ხელმძღვანელობს სამხედრო წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ;
კ) საომარი მდგომარეობის დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმძღვანელობს სამხედრო ძალებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს დასანიშნად გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯუფებების მეთაურების კანდიდატურებს და ახორციელებს მათ მართვასა და კონტროლს;
ლ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. გაერთიანებული შტაბის უფროსი მართავს მის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებს:
ა) სახმელეთო ჯარებს;
ბ) სამხედრო-საზღვაო ძალებს;
გ) სამხედრო-საჰაერო ძალებს.
3. გაერთიანებული შტაბის უფროსი უშუალო კოორდინაციას უწევს დებულების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას.
თავი IV
გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ძირითადი ამოცანები
მუხლი 5🔗
გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) გაერთიანებული შტაბის მმართველობა;
ბ) J-1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი;
გ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი;
დ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი;
ე) J-4 – ლოგისტიკის დეპარტამენტი;
ვ) J-5 – სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი;
ზ) J-6 – კავშირგაბმულობის დეპარტამენტი;
თ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი;
ი) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
კ) ტოპოგრაფიული სამმართველო;
ლ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო;
მ) თავდაცვის ატაშეების და ნატოსთან სამხედრო წარმომადგენლობის ოფისი;
ნ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი;
ო) განათლების დეპარტამენტი;
პ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ჟ) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი;
რ) სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება;
ს) სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობა ცხინვალში;
ტ) სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობა აფხაზეთში.
2. გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
ა) გაერთიანებული შტაბის მმართველობა უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოველდღიურ საქმიანობას, ამზადებს რჩევებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) J-1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკას და ხელმძღვანელობს მობილიზაციის პროცესს;
გ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი ადგენს დაზვერვის გეგმებს, უზრუნველყოფს მოპოვებული ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდებას;
დ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, გეგმავს მიმდინარე ოპერაციებს, უზრუნველყოფს სწავლების დაგეგმარებასა და ჩატარებას;
ე) J-4 – ლოგისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის და გარემოს დაცვის ღონისძიებების დაგეგმვას;
ვ) J-5 – სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი გეგმავს სამხედრო პოლიტიკას. კოორდინაციას უწევს თანამშრომლობას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის და საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობების ფარგლებში, შეიმუშავებს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურებსა და მათი განვითარების კონცეფციებს;
ზ) J-6 – კავშირგაბმულობის დეპარტამენტი გეგმავს და აკონტროლებს თავდაცვის სამინისტროს მართვის უზრუნველყოფას კავშირგაბმულობით;
თ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს სამხედრო განათლებას შეიარაღებულ ძალებში, ნერგავს სიახლეებს საბრძოლო მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წესდებებსა და დებულებებს;
ი) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციას, ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას, საკომენდანტო საქმიანობას გაერთიანებული შტაბის ტერიტორიაზე და ადმინისტრაციულ შენობაში, გაერთიანებული შტაბის საფინანსო და სანივთე უზრუნველყოფას, გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთა პირველად სამედიცინო დახმარებას, ადმინისტრაციული შენობის მომსახურებას, კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას შეიარაღებულ ძალებში;
კ) ტოპოგრაფიული სამმართველო ახორციელებს სამხედრო ძალების ტოპოგეოდეზიური და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი პოლიგრაფიული მასალებით უზრუნველყოფას;
ლ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, მათ შორის „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ“ შეთანხმების, შესაბამისად უზრუნველყოფს შეიარაღებისა და ტექნიკის ისნპექტირებას, სადამკვირვებლო მისიების მიღებასა და ჩატარებას, ნდობისა და უსაფრთხოების ფორუმზე მომუშავე საკონსულტაციო კომიტეტებსა და კომისიებთან თანამშრომლობას;
მ) თავდაცვის ატაშეებისა და ნატოსთან სამხედრო წარმომადგენლობის ოფისი ახორციელებს საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობებს;
ნ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას განკუთვნილ დანაშაულთა გამოძიებას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
ო) განათლების დეპარტამენტი შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების სასწავლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ადმინისტრაციული სფეროს განვითარებას, მათი ფუნქციონირების მართვასა და კონტროლს;
პ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;
ჟ) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი გაერთიანებული შტაბის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახორციელებს სამხედრო ძალების რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას;
რ) სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება საქართველოს გაერთიანებული შტაბის სხვა ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობას იღებს ოპერატიული დაგეგმარების პროცესში და აწარმოებს სპეციალურ ოპერაციებს;
ს) სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობა ცხინვალში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;
ტ) სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობა აფხაზეთში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.