საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.04.2010 ძალადაკარგული 27.01.2011
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.038.014512
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 43, 19/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.038.014.512

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება№59

2010 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები თანდართული სახით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის №1 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 19 აპრილიდან.

ხ. კალმახელიძე

დანართი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის თანამდებობრივი სარგოები

საშტატო ერთეული

თანამდებობრივი სარგო

დეპარტამენტის უფროსი

2130

გენერალური ინსპექციის უფროსი

2130

გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე

2070

სამმართველოს უფროსი

1660

პრესცენტრის უფროსი

1660

მინისტრის მრჩეველი

950

 

მინისტრის თანაშემწე

950

მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე

950

მინისტრის მოადგილის თანაშემწე

950

მრჩეველი

950

მრჩეველი (თარჯიმანი)

950

მთავარი სპეციალისტი

800

გამომძიებელი

770

სპეციალისტი

710