„კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესის შესახებ“

მიღების თარიღი 29.08.2007
ძალის დაკარგვა 21.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №487
სარეგისტრაციო კოდი 130.050.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 123, 31/08/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 974 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2007 მიღება
21.12.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესის შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:5.0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №487 2007 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესის შესახებ 1. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 29-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს: ა) კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციე­ლებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელ­მწი­ფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელ­მწი­ფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესე­ბიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინ­ფორმაციო ბანკის წარმოების წესი (დანართი №1); ბ) ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ინფორ­მაციუ­ლი უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხა (დანარ­თი №2). 2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი დანართი №1 კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესი თავი I ზოგადი ნაწილი 1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელე­ბელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმა­ციო ბანკის წარმოების წესი (შემდეგში – წესი) განსაზ­ღვრავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორ­ციელებელ სპეციალურ სამსახურებს (შემდეგში – სამ­სა­ხურები), აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს (შემდეგში – ორგანოები) შორის ინ­­ფორ­მაციის გაცვლის, საინფორმაციო ბანკის ფორმი­რების, ფუნქციონირებისა და წარმოების წესსა და პირობებს. 2. წესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუ­ციის, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. თავი II ინფორმაციის გაცვლა 3. ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგა­ნიზა­ციისა და კოორდინაციის განხორციელების მიზნით, სამსახურები და ორგანოები, რომლებისთვისაც თავიან­თი უფლებამოსილების განხორციელებისას ცნობილი გახდება კონტრსადაზვერვო ხასიათის მონაცემები, ვალ­დე­ბუ­ლი არიან ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი კონტრდაზ­ვერვითი საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხით“ (შემდეგში – ნუსხა) გათვალისწი­ნებული ნებისმიერი ინფორმაცია მიღებისთანავე მიაწოდონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს (შემდეგში – კონტრდა­ზვერვის დეპარტამენტი). 4. კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ინფორმაცია შეიძ­ლება წარდგენილ იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ მისი მფლობელი სახელმწიფო ორგანო (სამსახური) მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ იგი მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვითი საქმიანობისათვის. 5. სამსახურები და ორგანოები ნუსხით გათვალის­წინებულ ინფორმაციას კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადასცემენ წერილობით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში – ზეპირად. ინიციატორმა ორგანომ ზეპირი ფორმით მიწოდებული ინფორმაცია წერილობით უნდა დაადასტუროს არა უგვიანეს 24 საათის განმავლობაში. 6. მიწოდებული ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს ოპერატიული ინფორმაციისათვის წაყენებულ მოთხოვ­ნებს (დროულობა, უტყუარობა, სისრულე). 7. კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის შეფასებას, დამუშავებას, ანა­ლიზს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენ­ტი­სათვის გადაცემას (შემდეგში – საინფორმაციო-ანალი­ტიკური დეპარტამენტი). თავი III საინფორმაციო ბანკში ინფორმაციის განთავსება 8. საინფორმაციო ბანკის ორგანიზაციულ და სააღ­რიც­ხვო-ანალიტიკურ საქმიანობას უზრუნველ­ყოფს საინ­ფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი. 9. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ეფექტიანად წარ­მარ­თვის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო ბანკის მეშვეობით ხორციელდება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის აღრიცხვა, სტატისტიკური და ანალიზური საქმიანო­ბისათვის გამოყენება. 10. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ბანკიდან ინფორმაციის მიღების უფ­ლე­ბა აქვთ სამსახურებს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.  დანართი №2 ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხა 1. ინფორმაცია სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარე­ბული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების, სხვა სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეთა სიცოცხლის შესაძლო ხელ­ყოფის მცდელობის ნიშნების შესახებ; 2. ინფორმაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლო­მატიური წარმომადგენლობებისა და/ან საკონსუ­ლო დაწესებულებების, აგრეთვე საზღვარგარეთ (დროე­ბით) მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათი საცხოვ­რებელი ადგილის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ტერორისტული ქმედებების მომზადების ან ჩატარების ნიშნების შესახებ; 3. ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს დელეგაციების და/ან იმ მოქალაქეთა (რომლებიც დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საქმიანობასთან) მიმართ ორგანიზებული და მიზანმიმართული ხასიათის პროვოკაციების, ძალადობ­რივი ქმედებების ან მათი წინაპირობების შესახებ; 4. ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების, გაუჩინარების ან დაღუპვის შესახებ, თუ აღნიშნული ქმედება კავშირშია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან; 5. მონაცემები საქართველოს საგარეო უშიშროების და/ან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფის მცდელობის შესახებ; 6. ინფორმაცია ჯაშუშობის ნიშნების გამოვლენის შესახებ; 7. ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლის შესახებ; 8. ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის ან უცხოეთის ორგანიზაციის სამხედრო სამსახურში შესვლის შესახებ; 9. ინფორმაცია უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ურთიერთობის დამყარების შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს წინააღმდეგ საო­მა­რი მოქმედებების ან აგრესიის სხვა აქტის მომზადება ან პროვოცირება; 10. ინფორმაცია სამხედრო ხელმძღვანელობის უკა­ნო­ნოდ ხელში ჩაგდების ან კანონიერი ხელისუფლე­ბისადმი დაუმორჩილებლობის მცდელობის შესახებ; 11. ინფორმაცია უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანი­ზა­ციი­სათვის საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში დახმარების აღმოჩენის მცდელობის შესახებ; 12. ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების გაცე­მის მცდელობის შესახებ; 13. ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების დაც­ვის წესის დარღვევის ან სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების წინაპირობების შესახებ; 14. ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების შემ­ცვე­ლი ინფორმაციის ტექნიკური და სხვა საშუალებებით მოხსნის ფაქტების ან ნიშნების შესახებ; 15. ინფორმაცია სახელმწიფო საზღვარზე კონფლიქ­ტებისა და ინციდენტების შესახებ; 16. ინფორმაცია სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობის შესახებ; 17. მონაცემები სეპარატისტებთან თანამშრომლობის შესახებ.