„ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.08.2007 ძალადაკარგული 20.09.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№489
სარეგისტრაციო კოდი
130.050.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 123, 31/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №489

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ

1. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 29-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზა­ციისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის თანდართული წესი.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესი

1. ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციას და კოორდინაციას ახორციელებს საქარ­თვე­ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი (შემდეგში – კონტრდაზვერვის დეპარტა­მენტი).

2. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელე­ბელი სპეციალური სამსახურების (შემდეგში – სპეცია­ლური სამსახურები) მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარ­გლებში წარმოებული კონტრდაზვერვითი საქმიანო­ბის ორგანიზაციას უზრუნველყოფს კონტრდაზვერვის დე­პარ­ტამენტი.

3. კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებიდან გამომ­დი­ნარე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მითითებები და მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად სპე­ცია­ლური სამსახურებისათვის.

4. სპეციალური სამსახურები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები ვალდებული არიან კონ­­ტრ­დაზვერვის დეპარტამენტს წარუდგინონ ნების­მიერი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანე­ბულებით დამტკიცებული „ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნო­ბათა ნუსხის“ შესაბამისად.

5. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონის­ძიებების განხორციელებისას კონტრდაზვერვის დე­პარტამენტს და სპეციალურ სამსახურებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიყენონ სხვა სახელმწიფო ორგანოების შესაძლებ­ლობები, მათი ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

6. ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინ­ფორ­მაციის წარდგენის შემდეგ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი განსაზღვრავს იმ უფლებამოსილ კომპე­ტენ­ტურ სამსახურს (სამსახურებს), რომელიც განახორ­ციელებს მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ კონტრდაზვერვით საქმიანობას.

7. კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწი­ნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული სრულყოფილი მასალები სპეციალური სამსახურებიდან და სხვა სახელ­მწიფო ორგანოებიდან.

8. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დამატე­ბითი ინფორმაციის მიღებისას კონტრდაზვერვის დეპარ­ტამენტი განსაზღვრავს სპეციალური ღონისძიებების გაგრძელების მიზანშეწონილობას.

9. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი ქვეყანაში განხორციელებული კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მეშვეობით, წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.