საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №490
2007 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვარძიის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (შემდეგში – მუზეუმ-ნაკრძალი).
2. მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავს ვარძიის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს: თმოგვის ციხეს, ნაქალაქარს (სოფ. თმოგვი), ციხეს (დაბა ასპინძა), თოკის კოშკს (სოფ. თოკი), საროს ციხეს (სოფ. სარო) და ხერთვისის ციხეს (სოფ. ხერთვისი).
3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის დებულების დამტკიცება და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) 2008 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალის განსაზღვრასთან დაკავშირებით დამატებითი წინადადებების წარმოდგენა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ.არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ მიღებულია 29.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №490. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.004.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 11.07.2016-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“, №490, 29.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101176/