„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №30/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35/2010
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.014553
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 27/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.553

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო  

კომისიის დადგენილება №35/2010

2010 წლის 26 აპრილი

 ქ. თბილისი

„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №30/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარ­ჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1.

„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №30/2010 დადგენილების (სსმ III, 23.04.2010, №46) მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.

 დამატებითი საარჩევნო უბნის შექმნის თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების გათვალიწინებით, საოლქო საარჩევნო კომისია აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსის გამოცხადებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მთავრდება კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება საოლქო საარჩევნო კომისიაში. კონკურსის გამოცხადებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.“

მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3.

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე                                                             ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                                                                                 გ. მჭედლიძე