ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.04.2010 ბოლო ცვლილება 01.05.2010
ნომერი
№30/2010
სარეგისტრაციო კოდი
010210000.15.008.014544
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 46, 23/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.15.008.014.544

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია                                                საქართველოს ცენტრალური   საარჩევნო კომისიის

დადგენილება №30/2010

2010 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

ზოგიერთი  საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარჩევნო უბნები იქმნება არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 22 აპრილის №03/320 მოხსენებითი ბარათის მიხედვით №1 მთაწმინდის, №5 ისანის, №6 სამგორის, №7 ჩუღურეთის, №8 დიდუბის, №9 ნაძალადევის, №10 გლდანის, №21 გარდაბანის, №32 გორის, №58 წყალტუბოს, №67 ზუგდიდის და №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქებში, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესული შესწორებების გამო ზოგიერთ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ რაოდენობას.

აღნიშნული გამოიწვევს ამ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღის პროცედურების ჩატა­რე­ბას მინიშვნელოვანი შეფერხებებით, რის გამოც შესაძლოა შეუძლებელი გახდეს ამ უბ­ნებ­ზე, ამომრჩეველთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო, საქართველოს ორგანული კა­ნო­ნით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი მოთხოვნების შესრულება, შესაბამისად:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

№1 მთაწმინდის, №5 ისანის, №7 ჩუღურეთის, №8 დიდუბის, №9 ნა­ძა­ლადევის, №21 გარდაბანის, №32 გორის, №58 წყალტუბოს, №67 ზუგდიდის და №81 ქო­­ბუ­ლეთის საოლქო საარჩევნო კომისიებმა არა უგვიანეს 2010 წლის 1 მაისისა შექმნან და­მა­ტე­ბით 1 (ერთი) ახალი საარჩევნო უბნები, ხოლო №6 სამგორისა და №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებმა, თითოეულმა, ამავე ვადაში დამატებით შექმნას 2 (ორი) ახალი საარჩევნო უბანი.

    მუხლი 2.

დამატებითი საარჩევნო უბნის შექმნის თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების გათვალიწინებით, საოლქო საარჩევნო კომისია აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსის გამოცხადებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მთავრდება კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება საოლქო საარჩევნო კომისიაში. 3 დღის ვადაში საარჩევნო კანონმდებლობით დაგენილი წესების გათვალისწინებით, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.

    მუხლი 3.

საკონკურსო განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს.

    მუხლი 4.

 ამ დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილი პროცედურების დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით მოიწვევა დამატებით შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა და ამავე ვადაში კენჭისყრის შენობაში გამოიკვრება ამ უბნის ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსია.

    მუხლი 5.

 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასა­მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენ­დარული დღის ვადაში.

    მუხლი 6.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                          ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                                      გ. მჭედლიძე