ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46/2010
სარეგისტრაციო კოდი
010190020.15.008.014716
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 64, 07/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.014.716

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №46/2010

2010 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ტარდება განმეორებითი კენჭისყრა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული დროებითი და პარტიების მიერ დანიშნული წევრების უფლებამოსილების ვადა, განისაზღვროს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

    მუხლი 2

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების ვადა (გარდა გაბათილებული საარჩევნო უბნებისა) გაგრძელდეს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.

    მუხლი 3

ახლად შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, მოიწვევა და იმართება არა უგვიანეს 2010 წლის 10 ივნისისა.

    მუხლი 4

განმეორებით კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა (10 ივნისი) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

    მუხლი 5

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 6

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.06.2010.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 04.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №46/2010. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.15.008.014716.
სად არის „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“, №46/2010, 04.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.014716 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1021408/