ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23/2010
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.014456
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 06/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.456

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №23/2010

2010 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

ცესკო კენჭისყრის გარეშე განკარგულებით, ცნობად იღებს არჩევნებში პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრთა გადადგომის, გარდაცვალების ან სხვა მიზეზის შემთხვევაში მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რის შემდგომაც პარტიას ეძლევა ახალი წევრის დანიშვნის უფლება.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. № 6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე