საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.09.2012 ბოლო ცვლილება 16.01.2026
ნომერი
№41/2012
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №41/2012

2012 წ ლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს თუ:

საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ პირად ნომერთან ერთად, სრულად ემთხვევა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემდეგ მონაცემთაგან 3 მაინც:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

დ) მისამართი.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                 ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                გ. მჭედლიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
როდის იქნა მიღებული „საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე“?
„საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 21.09.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №41/2012. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016059.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.01.2026-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე“, №41/2012, 21.09.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1747589/