საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისი ის
დადგენილება №4/2012
201 2 წ ლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77ე ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის ჩამონათვალი, მათი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მითითებით, ფორმდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.
მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით შედგენილი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.
მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 13 დეკემბრის №34/2007 დადგენილება.
მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე