საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 100%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №43/2021 |
|
2021 წლის 29 ივლისი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „შ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 DOC ⬇
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა
სახელმძღვანელო ინსტრუქცია
დამტკიცებულია ცესკოს 2021 წლის 29 ივლისის №43/2021 დადგენილებით
წარმოდგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია განკუთვნილია მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სასწავლო მიზნებისთვის. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრული სახით გაცნობის მიზნით, იხილეთ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და ცესკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
სარჩევი
ნაწილი I. საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი 4
თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი 4
საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი 4
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი 4
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევის წესი 45
თავი II. საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი 5
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებები 5
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი 7
საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები 8
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი 8
ნაწილი II . საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში 8
თავი I. ამომრჩეველთა სიები 8
ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი გამოქვეყნების წესი 8
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება 9
ამომრჩეველთა სპეციალური სია 9
2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი 10
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი 11
ამომრჩევლის ბარათი 13
თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შენობის მოწყობა 13
საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება 13
საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი 14
კენჭისყრის შენობის მოწყობა 14
ნაწილი III. საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს 15
თავი I. საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 15
საარჩევნო უბნის გახსნა 15
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები 15
დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლის უფლებრივი მდგომარეობა 16
საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 17
თავი II. კენჭისყრის პროცესი 21
კენჭისყრის ჩატარება 21
„ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურა 24
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა 24
კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერება 25
კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა აღრიცხვა 25
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა 25
თავი III. საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება 27
საარჩევნო უბნის დახურვა 27
საარჩევნო უბნის მოწყობა ხმების დათვლის პროცედურისთვის 28
საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები 29
ამომრჩეველთა სიების, გაფუჭებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა 29
გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნა 30
ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა 30
საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება 31
საარჩევნო ბიულეტენების დათვლა 32
საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა 32
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა 33
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საჯაროობა 35
სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვა, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქვა, საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიისთვის 35
ნაწილი IV. კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები 36
თავი I. კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია 36
კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე ხარვეზის დადგენის წესი 36
თავი II. კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება 37
დანართი №1 - საუბნო საარჩევნო კომისიაში წარსადგენი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები 38
დანართი №2 - ცნობა განცხადების/საჩივრის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარების შესახებ 39
დანართი N3 - საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი 40
დანართი N4 - საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს 52
დანართი N5 - ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები 56
დანართი N6 - ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები 57
დანართი N7 - გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები 59
დანართი N8 - საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები 61
დანართი N9 - ფოტოვიდეოგადაღება საარჩევნო უბანზე 62
ნაწილი I. საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი
საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.21; მუხლი 24.1,2,4; მუხლი 25.14; მუხლი 29.9; მუხლი 45.4.ა; მუხლი 1961.14)
საუბნო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს არაუმეტეს 17 წევრისგან:
← 8 წევრს კონკურსის საფუძველზე ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია;
← 9 წევრს ნიშნავენ პარტიები.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.
აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში (12 სექტემბერი), კენჭისყრის დღეს (2 ოქტომბერი) და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს (3 ოქტომბერი).
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი
(საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 5)
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის/არჩევის მომენტიდან:
← კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში
← მონაწილეობა მიიღოს კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კურსებსა და ტრენინგ/სემინარებში;
← ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში;
← საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის შემთხვევაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ან კომისიის მდივანს;
← დროულად ასრულებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.
← იმყოფებოდეს საუბნო საარჩევნო კომისიაში, კენჭისყრის წინა დღეს, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა /არაჯეროვანი შესრულება ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება განხილული იქნას, როგორც დისციპლინური გადაცდომა და გახდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევის წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 25)
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველივე სხდომაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადით, სახელობითი კენჭისყრით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ/კომისიის მდივნად ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ/ კომისიის მდივნად დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და ხმა მისცეს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ.
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში, ხოლო ოქმზე მიეთითება სხდომის გამართვის თარიღი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.
თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც კენჭისყრისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.
თავი II. საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.15; მუხლი 27.1,2,3; საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 4.1; მუხლი 9.4)
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:
← კომისიის თავმჯდომარე;
← კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
← კომისიის მდივანი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
← ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;
← იწვევს და უძღვება კომისიის სხდომას;
← განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე;
← იღებს და ანაწილებს კომისიაში შემოსულ საარჩევნო საბუთებს და კორესპონდენციას;
← პირადად აგებს პასუხს საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის შენახვისთვის/გაცემისთვის;
← საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს და კომისიის სხვა წევრებს;
← კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციების წილისყრით განაწილებას;
← პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის;
← ვალდებულია კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;
← კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა სახის საარჩევნო დოკუმენტაციას;
← ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
← ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:
← ამზადებს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და განკარგულებათა პროექტებს;
← პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;
← ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
← ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა, მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ:
← ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს;
← ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს;
← ცესკოს აპარატისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს;
← ცესკოში ან/და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;
← საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში;
← ცესკოში ან/და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს;
← ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს ორ დამკვირვებელს (თარჯიმანთან ერთად).
ყურადღება!
საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. თუ დამრღვევი პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას, კომისიის თავმჯდომარე მიმართავს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი
(საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 11)
კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი, ხოლო კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი (კომისიის უფლებამოსილი პირი).
კომისიის უფლებამოსილი პირი, კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 10-დან 18 საათამდე, გარდა კენჭისყრის დღისა. სარეგისტრაციო ჟურნალი იყოფა ორ ნაწილად: კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული დოკუმენტაცია.
I. შემოსული დოკუმენტაცია
კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია კომისიაში შემოსული დოკუმენტაცია (განცხადება, საჩივარი, ცნობა) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანამიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი. ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის უფლებამოსილი პირი, ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია. სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებულ ყველა დოკუმენტაციას კომისიის უფლებამოსილი პირი წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს.
ყურადღება!
დოკუმენტის/განცხადების მიღების და სარეგისტრაციო ჟურნალში სათანადო რეგისტრაციის შემდეგ კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმცხადებელს/მომჩივანს გადასცეს წერილობითი ცნობა (იხ. დანართი №2), რომელშიც მიეთითება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი და ზუსტი დრო, აგრეთვე ჟურნალში მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი. აღნიშნული ცნობა კომისიის უფლებამოსილმა პირმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
II. გასული დოკუმენტაცია
კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია დოკუმენტის გაცემა რეგისტრაციაში გაატაროს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში.
კომისიისაგან რაიმე დოკუმენტის მიღებას განმცხადებელი/მომჩივანი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს, სადაც კომისიის უფლებამოსილი პირი აკეთებს წარწერას: „დოკუმენტი გაცემულია” და მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს.
საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიცემა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით).
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის თავმჯდომარის განკარგულება და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლები მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა დაუყოვნებლივ.
სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება ყოველი დღის 18 საათზე, გარდა კენჭისყრის დღისა. სარეგისტრაციო ჟურნალის ორივე ნაწილში ბოლო ჩანაწერის შემდეგ აღინიშნება „ჟურნალი დახურულია“ და მიეთითება თარიღი და ზუსტი დრო. ამ აღნიშვნას კომისიის უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს. სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში იმავე თარიღით დამატებით რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.
ყურადღება!
კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში.
კენჭისყრის დღეს სარეგისტრაციო ჟურნალი იწარმოება მთელი საარჩევნო პროცესის პარალელურად. კენჭისყრის დღის ყველა პროცედურის დასრულებისა და შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის რეგისტრაციაში გატარების შემდეგ სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის ხელმოწერებით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 30.1.გ)
საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:
← კომისიის განკარგულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.4,5; მუხლი 25.1; მუხლი 26.3; მუხლი 30.4)
საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულების პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 6 წევრი). ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა, გარდა საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას (არანაკლებ 9 ხმა).
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადით, სახელობითი კენჭისყრით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.
საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მეორე დღესვე გამოიკვრება საარჩევნო უბანში.
ნაწილი II . საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
თავი I. ამომრჩეველთა სიები
ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი გამოქვეყნების წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.25; მუხლი 31.11; მუხლი 34.1)
საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია, ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.
საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (30 სექტემბერი) გადაეცემა საბოლოო, დაზუსტებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები (კედლის სია ფოტოსურათების გარეშე), ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები (სამაგიდო სია ფოტოსურათებით).
ყურადღება!
კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას განთავსდეს დაზუსტებული ვერსია.
დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ სამაგიდო სიის და მისი ასლის გატანა, მისი ფოტოვიდეოგადაღება, ასევე დაუშვებელია ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემების დამუშავება (მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, შენახვა), გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა ან/და გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ქმედებების განხორციელება აუცილებელია საარჩევნო კოდექსითა და ცესკოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 26.2.ბ; მუხლი 31.7)
საუბნო საარჩევნო კომისია:
← ამოწმებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სისწორეს და შეცდომების ან უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (14 სექტემბერი), სიაში ცვლილების შეტანის წინადადებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიას;
← ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს (თანდართული დოკუმენტებით - ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.
ამომრჩეველთა სპეციალური სია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.12; მუხლი 32)
საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (29 სექტემბერი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას ასევე გადასცემს საარჩევნო ადმინისტრაციის იმ მოხელეების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „კომისიის წევრია“.
თუ საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (14 სექტემბერი) ვერ მოასწრო მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან), შესაბამისი დოკუმენტების (საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში მას სპეციალურ სიაში რეგისტრაციაში გაატარებს საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს წარდგენილი დოკუმენტების ფოტოასლებს.
იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის მიერ წარდგენილ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში/პასპორტში არ არის მითითებული რეგისტრაციის მისამართი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უკავშირდება ცესკოს ცხელ ხაზს.
2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 2001)
ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (26 სექტემბერი) წერილობითი ან სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას.
შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირი ამომრჩევლის განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და განცხადების მიღებას ადასტურებს ხელმოწერით. წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის პირადი ნომერი. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილმა პირმა სარეგისტრაციო ჟურნალში უნდა მიუთითოს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დრო, ტელეფონის ნომერი, ამომრჩევლის სახელი, გვარი, მისი პირადი ნომერი და იმ ადაპტირებული საარჩევნო უბნის ნომერი, სადაც იგი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღებას კომისიის უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.
ყურადღება!
ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში, ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (26 სექტემბერი) საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მიაწოდოს საოლქო საარჩევნო კომისიას.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.
საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული, მათ შორის, ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციისა და, აგრეთვე, მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (29 სექტემბერი), ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას (საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია)).
ყურადღება!
ადაპტირებულ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობებში.
კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა, საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიას (სამაგიდო სია).
ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმაციას აწვდის იმ საუბნო საარჩევნო კომისიას რომლის უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლიც იქნა შეყვანილი სპეციალურ სიაში. ასეთ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობის“ აკეთებს ჩანაწერს „ეტლით მოსარგებლეა“. ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 33; მუხლი 34; მუხლი 66.6)
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.
ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ, თუ:
← ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა (ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საოლქო საარჩევნო კომისიას და დაელოდოს შესაბამის მითითებებს);
← იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან);
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით ამომრჩეველი საუბნო საარჩევნო კომისიას წერილობით ან სატელეფონო ზეპირი განცხადებით მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც (29 სექტემბერი).
ამომრჩევლის წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის პირადი ნომერი. ამ განცხადების მიღებას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.
სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღების შემთხვევაში კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში უთითებს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დროს, ტელეფონის ნომერს, ამომრჩევლის სახელს, გვარს, მის პირად ნომერს და იმ მისამართს, სადაც ამომრჩეველი ითხოვს გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღებას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.
თუ მისამართი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას, არ შედის იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიის საზღვრებში, სადაც ამომრჩეველი რეგისტრირებულია, მას განემარტება, რომ ის არ შეიყვანება აღნიშნული უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში.
← სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი (კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 დღისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიას);
← იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში;
← იმყოფება პატიმრობაში;
← სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;
← საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურე და სპეციალური წოდების მქონე პირია, რომლის სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მის ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;
← მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია.
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (სამაგიდო სიაში) შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა, და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია, რომელშიც შეიტანება იგივე მონაცემები, რომლებიც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის სამაგიდო ვერსიაში, გარდა ამომრჩევლის პირადი ნომრისა) მისი შედგენისთანავე გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სია (კედლის და სამაგიდო) მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „გადასატანი ყუთი“, ხოლო ერთიანი სიის კედლის და სამაგიდო ვერსიებში, შესაბამის გვერდზე ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე შესაბამისი პირების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.
ამომრჩევლის ბარათი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 35)
საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 დღისა (30 სექტემბერი) საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიღებული ამომრჩეველთა ბარათები.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უნდა დაუბრუნონ კომისიის მდივანს ის ამომრჩეველთა ბარათები, რომლებიც ვერ დაურიგეს ამომრჩევლებს.
ყურადღება!
ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შენობის მოწყობა
საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება
საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიისგან იღებს:
საარჩევნო დოკუმენტაციას:
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის და სამაგიდო);
← ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (კედლის და სამაგიდო);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის და სამაგიდო) ბლანკებს;
← ამომრჩეველთა ბარათებს;
← საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს;
← სპეციალურ კონვერტებს;
← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);
← საკონტროლო ფურცლებს;
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და შესწორების ოქმების ფორმებს;
← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებს.
საარჩევნო ინვენტარს:
← ძირითად და გადასატან გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებს;
← საარჩევნო ყუთების ლუქებს;
← საარჩევნო ყუთების ჭრილის ლუქებს;
← კენჭისყრის კაბინებს (საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას შშმ პირებისთვის ადაპტირებული კენჭისყრის კაბინა);
← მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);
← საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს;
← რეგისტრატორების სპეციალურ ბეჭდებს (რეგისტრატორების რაოდენობის შესაბამისად);
← ასლგადამღებ მანქანას;
← პორტატულ კომპიუტერებს (შესაძლებლობის ფარგლებში);
← სამელნე ბალიშებს;
← გამადიდებელ ლინზას მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის და სპეციალური ჩარჩო/ფორმას უსინათლო ამომრჩევლებისთვის.
სხვა საარჩევნო მასალას:
← პარტიული სიები;
← კანდიდატთა სიები;
← საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას;
← ამონარიდს კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;
← საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს და სხვა.
საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 27.1.დ; მუხლი 63.9,10)
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არის საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის მიღებისთვის პასუხისმგებელი პირი. კომისიის თავმჯდომარე პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიებს, საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს.
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება:
← მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები;
← სპეციალური კონვერტების რაოდენობა;
← ბიულეტენის სახეობა;
← ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით);
← მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა.
ყურადღება!
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების სისწორეს და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობის შესაბამისობას მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებთან. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.
მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები. აქტის ერთი ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მეორე გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. მიღება-ჩაბარების აქტს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული დოკუმენტაციის ნაწილში. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.
კენჭისყრის შენობის მოწყობა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 58.4,5)
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა (1 ოქტომბერი) მოაწყონ კენჭისყრის შენობა. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მოაწყოს:
← ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდები;
← მაგიდა სპეციალური კონვერტებისთვის (უნდა იდგეს საარჩევნო ყუთთან ახლოს);
← აწყობილი, დაულუქავი საარჩევნო ყუთები;
← ყოველი 500 ამომრჩევლისთვის არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა.
კენჭისყრის შენობაში გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილას ისე უნდა იყოს მოთავსებული, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს მასთან და სპეციალური კონვერტის ჩაგდების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვოს საარჩევნო უბანი.
კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
← ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
← პარტიული სიები;
← კანდიდატთა სიები;
← ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;
← ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;
← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმები.
ყურადღება!
თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.
ნაწილი III. საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს
თავი I. საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები
საარჩევნო უბნის გახსნა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 61.1)
საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე.
ყურადღება!
თუ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდა, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის დღის განმავლობაში ატარონ მათთვის განკუთვნილი სპეციალური ფორმები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ განხილული იქნება, როგორც დისციპლინური გადაცდომა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.16,17; მუხლი 39.3,6; მუხლი 42.1; მუხლი 44.5)
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:
← საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს;
← ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებს;
← შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს;
← რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებს (ერთი და იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს);
← რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს (ერთი და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს (მათ შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი);
← მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს (ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების არაუმეტეს 2 წარმომადგენელს).
ყურადღება!
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელი სამკერდე ნიშანი (მოწმობა).
საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში მონაწილე პარტია/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია.
დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლის უფლებრივი მდგომარეობა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.25; მუხლი 41; მუხლი 42.5)
დამკვირვებელი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს სარგებლობს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი უფლებამოსილებებით, მათ შორის, მას უფლება აქვს:
← კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
← დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს;
← კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს.
დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელს უფლება არ აქვს:
← ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
← გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
← აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
← ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;
← კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
← დაარღვიოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ სხვა მოთხოვნები.
ყურადღება!
დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელს საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლია კენჭისყრის შენობაში აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ ხდება კენჭისყრის კაბინის ან ამომრჩეველთა სამაგიდო სიის გადაღება.
დაუშვებელია დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლის მიერ ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემების დამუშავება (მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, შენახვა), გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა ან/და გავრცელება; მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ ამომრჩეველთა სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის, საარჩევნო ბიულეტენების გაცემისა და მათი დამოწმების პროცესს.
საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 61; მუხლი 62;)
საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით:
საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბნის გახსნისთანავე კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს გადასცემს კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო.
კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის პირველ გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს საარჩევნო უბნის გახსნისას კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი (მათი ამრჩევი/დამნიშნავი სუბიექტების მითითებით), ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა სხვა პირის სახელი და გვარი (მათი წარმდგენი ორგანიზაციის ან საარჩევნო სუბიექტის მითითებით) და ხელმოწერით ამოწმებინებს მათ.
კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-2, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მე-10 და მომდევნო გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს საარჩევნო უბნის გახსნის შემდგომ კენჭისყრის შენობაში გამოცხადებული კომისიის წევრის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირების მონაცემები, მათი საარჩევნო უბანში შემოსვლის დროის მითითებით და ხელმოწერით ამოწმებინებს მათ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს დალუქული პაკეტების მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია კომისიის სპეციალური ბეჭედი და რეგისტრატორის ბეჭდები და ხსნის მათ (ბეჭდების ნომრებს კომისიის მდივანი უთითებს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გასანაწილებლად.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის გასანაწილებელი ფუნქციებია:
← ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი (არანაკლებ ერთი რეგისტრატორი ყოველ 300 ამომრჩეველზე);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრი (აუცილებლობის შემთხვევაში).
← ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი;
← საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი.
ყურადღება!
წილისყრაში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის ჩატარებამდე უნდა შეადაროს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა გასანაწილებელი ფუნქციების რაოდენობას.
თუ წილისყრის ჩატარების დროს დამსწრე კომისიის წევრთა რაოდენობა აღმოჩნდება გასანაწილებელ ფუნქციებზე:
← 1-ით ნაკლები, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა;
← 2-ით ნაკლები, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობის შემცირებასთან ერთად კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას;
← 3-ით ნაკლები, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობის შემცირებასთან ერთად კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას, ხოლო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.
პირველ რიგში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის ატარებს წილისყრას რეგისტრატორი კომისიის წევრების გამოსავლენად (არანაკლებ ერთი რეგისტრატორი ყოველ 300 ამომრჩეველზე)
ყურადღება!
რეგისტრატორი კომისიის წევრის გამოსავლენად გათვალისწინებულ წილისყრაში არ მონაწილეობენ პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
← წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;
← გამოსავლენი რაოდენობის შესაბამისად ფურცელზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „რეგისტრატორი“;
← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;
← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა, და ათავსებს მაგიდაზე.
წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს. შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას).
ყურადღება!
თუ წილისყრაში მონაწილე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობა შეესაბამება წილისყრით გამოსავლენი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობას, წილისყრა არ ტარდება და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრებს ავტომატურად მიენიჭებათ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქცია.
თუ წილისყრაში მონაწილე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობა აღემატება წილისყრით გამოსავლენი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობას, მაშინ ამომრჩეველთა რეგისტრატორები გამოვლინდებიან წილისყრით.
თუ წილისყრაში მონაწილე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობა აღმოჩნდება წილისყრით გამოსავლენი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობაზე ნაკლები, წილისყრა არ ტარდება, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრებს ავტომატურად მიენიჭებათ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქცია და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციის შესრულებას ავალებს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრს/წევრებს.
ამის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის ატარებს წილისყრას გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად (აუცილებლობის შემთხვევაში).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
← წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;
← 2 ფურცელზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები“;
← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;
← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა, და ათავსებს მაგიდაზე.
წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს.
ყურადღება!
თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების (ნაკადის მომწესრიგებელი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი) გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას).
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრთა გამოვლენის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს მორიგ წილისყრას დარჩენილი ფუნქციების გასანაწილებლად.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
← კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;
← ფურცელზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „ნაკადის მომწესრიგებელი“, „საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი“;
← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;
← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა და ათავსებს მაგიდაზე.
წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს. წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას).
კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემა შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით. კომისიის წევრი ხელმოწერით ადასტურებს ფუნქციის გადაცემას.
თუ კომისიის რომელიმე წევრი კომისიაში წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ გამოცხადდა, მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი შრომის ანაზღაურების საკითხს − საოლქო საარჩევნო კომისია.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ამომრჩეველთა სიების მიხედვით, აგრეთვე მიღებული საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების რაოდენობებს. კომისიის მდივანს აღნიშნული მონაცემები, გარდა სპეციალური კონვერტების რაოდენობისა, შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში. სადემონსტრაციო ოქმებში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდგომ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს და ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქებით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს. კომისიის მდივანს ლუქების ნომრები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს გადასცემს მასალებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს გადასცემს:
← ანბანის მიხედვით დანაწილებულ ამომრჩეველთა ერთიან სიას. ის ერთ-ერთ რეგისტრატორს აგრეთვე გადასცემს ამომრჩეველთა სპეციალურ სიასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← საარჩევნო ბიულეტენების თითო ბლოკნოტს (ბლოკნოტის თავფურცელზე ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და რეგისტრატორი კომისიის წევრი. რეგისტრატორმა უნდა გადაამოწმოს თითოეულ ბლოკნოტში ბიულეტენების რაოდენობის სიზუსტე);
← მარკირების სითხეს;
← რეგისტრატორების ბეჭდებს (ბეჭდების ნომრები მიეთითება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე).
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თითოეულ სარეგისტრაციო მაგიდასთან უნდა გამოაკრას ამომრჩეველთა გვარების ანბანური თანამიმდევრობა მაგიდაზე განლაგებული სიების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორის ბეჭდები საჭირო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ან ბეჭედი დაზიანდა, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მცირდება რეგისტრატორების რაოდენობა.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს გადასცემს მარკირების შესამოწმებელ ულტრაიისფერ ფარანს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველ კომისიის წევრს გადასცემს ძირითად საარჩევნო ყუთს და სპეციალურ კონვერტებს.
კომისიის წევრებისათვის მასალების გადაცემის შემდეგ, რეკომენდებულია კენჭისყრის დაწყებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა შეავსონ საკონტროლო ფურცლები, გარდა პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემებისა. საკონტროლო ფურცელს ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი.
პირველი ამომრჩეველი მოსვლისას გადის რეგისტრაციას და იღებს საარჩევნო ბიულეტენს. კომისიის მდივანს მის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) შეაქვს საკონტროლო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერს პირველი ამომრჩეველი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.
საკონტროლო ფურცლის მონაცემები შეიტანება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.
ყურადღება!
პირველი ამომრჩევლის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიას აცნობებს საარჩევნო ყუთის/ყუთების დალუქვის და საკონტროლო ფურცლის ყუთში/ყუთებში მოთავსების შესახებ.
თავი II. კენჭისყრის პროცესი
კენჭისყრის ჩატარება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 60; მუხლი 64; მუხლი 65)
კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღის (2 ოქტომბერი) 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.
ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:
კენჭისყრის შენობაში შესვლისას ამომრჩეველი ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელთან გადის მარკირების შემოწმების პროცედურას.
ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი:
← არეგულირებს კენჭისყრის შენობაში შემომსვლელი ამომრჩევლების ნაკადს;
← სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
← ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს, აქვს თუ არა ამომრჩეველს მარკირება;
ყურადღება!
თუ მარკირების შესამოწმებელმა სპეციალურმა ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მისი ვინაობა მიეთითება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
← მიუთითებს ამომრჩეველს მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო და ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;
ყურადღება!
თუ შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან ორი ამომრჩეველი დგას, ნაკადის მომწესრიგებელი დროებით შეაყოვნებს კენჭისყრის შენობაში მორიგი ამომრჩევლის შესვლას.
ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორთან გადის რეგისტრაციას.
ამომრჩეველთა რეგისტრატორი:
← სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
ყურადღება!
თუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები არ მოიძებნა საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამომრჩეველი მოძებნოს ელექტრონულ სიებში და მიაწოდოს ინფორმაცია იმ უბნის შესახებ, რომელშიც ის არის რეგისტრირებული. საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არარსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი უნდა დაუკავშირდეს საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს ცხელ ხაზს ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ამომრჩეველი, რომელსაც ერთიან სიაში მინიჭებული აქვს სტატუსი „იმყოფება უცხოეთში“ ან „საკონსულო აღრიცხვაზეა“ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ზოგადი წესით.
ამომრჩეველი, რომელსაც ერთიან სიაში მინიჭებული აქვს სტატუსი „რეგისტრირებულია საზღვარგარეთ“ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს საზღვარგარეთ შექმნილ შესაბამის საარჩევნო უბანში.
← ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობას. ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს, თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად, სრულად ემთხვევა ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემთაგან 3 მაინც:
✓ სახელი;
✓ გვარი;
✓ დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
✓ მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მოიცავს აგრეთვე საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს);
← ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათის და ამომრჩევლის სახის ერთმანეთთან შესაბამისობას;
ყურადღება!
თუ ამომრჩევლის შესახებ მონაცემების შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ქვემოთ განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.
თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, ამომრჩეველთა რეგისტრატორს უფლება აქვს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე ჩაწეროს თავისი განსაკუთრებული აზრი.
აღნიშნულ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს ხელმოწერით.
← ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემების შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს მის მარკირებას (მარკირება არ გამოიყენება პენიტენციურ დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ);
ყურადღება!
მარკირება კეთდება მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე, თუ აღნიშნული მოქმედების შესრულება შეუძლებელია - მარჯვენა ხელის სხვა თითებზე, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, იმავე წესით მარცხენა ხელზე;
მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მას საარჩევნო ბიულეტენი არ გადაეცემა.
← ხელს აწერს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღებას;
ყურადღება!
თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველმა, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, ხელი უნდა მოაწეროს იმავე გრაფაში. აღნიშნულის თაობაზე ამომრჩეველთა რეგისტრატორმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის ერთიან სიაში რიგითი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით).
← საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას ხელს აწერს მის უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ამოწმებს რეგისტრატორის ბეჭდით.
ყურადღება!
ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციის გადაცემის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია გადაითვალოს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების და მის მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობები (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით) და შედეგები აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს; მონაცემებს შორის ტოლობის არარსებობის შემთხვევაში უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება.
ამომრჩეველი შედის კენჭისყრის კაბინაში და ავსებს საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს. საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება.
ყურადღება!
თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების დამოუკიდებლად შევსება, მას უფლება აქვს, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი (შესაბამისი საარჩევნო უბნის სხვა ამომრჩეველი), გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.
თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები ან სპეციალური კონვერტი, მათ ეს უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარის დავალებით ამომრჩეველთა რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები /სპეციალური კონვერტი ახლით. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოაჭრის კუთხეს, დააწერს „გაფუჭებულია“ და ხელს მოაწერს. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ ბიულეტენს ცალკე ინახავს.
ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველის მითითებით დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და ათავსებს მასში საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს.
საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი სპეციალური კონვერტი აქვს, ხსნის საარჩევნო ყუთის ჭრილს და უთითებს ამომრჩეველს, სპეციალური კონვერტი მოათავსოს საარჩევნო ყუთში.
ამომრჩეველი სპეციალურ კონვერტს აგდებს საარჩევნო ყუთში.
ყურადღება!
საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება. დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს, დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების მოთავსებას.
სპეციალური კონვერტის საარჩევნო ყუთში ჩაგდების შემდეგ ამომრჩეველი ტოვებს საარჩევნო უბანს.
„ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურა
(საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილება)
ამომრჩეველი, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის, გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების (მარკირება, საარჩევნო ბიულეტენის მიღებისას ხელის მოწერა, საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების საარჩევნო ყუთში მოთავსება) დამოუკიდებლად შესრულებას, კენჭისყრაში მონაწილეობს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:
← ამომრჩეველი არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურებს;
← ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენის გადაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და ხელმოწერით ადასტურებს;
← ამომრჩეველს უფლება აქვს, დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა;
← აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს სპეციალურ კონვერტში ათავსებს და კონვერტს საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი, რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებაში.
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 59)
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.
საუბნო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში წესრიგის დამრღვევი გააძევოს იმ შენობიდან, სადაც კომისიაა განთავსებული. დამრღვევის გაძევების შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. ფაქტთან დაკავშირებით სათანადო აღნიშვნა კეთდება ჩანაწერთა წიგნში. თუ დამრღვევი პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას, კომისიის თავმჯდომარე მიმართავს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.
ყურადღება!
დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.
თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობით პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.
გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისათვის ან დაცვისათვის. ასეთი აუცილებლობის აღმოფხვრისთანავე პოლიციის მუშაკებმა უნდა დატოვონ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერება
კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება. თუ რაიმე გარემოება აფერხებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ შეატყობინოს საოლქო საარჩევნო კომისიას და დაელოდოს შესაბამის მითითებებს.
კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა აღრიცხვა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 65.6)
რეკომენდებულია!
ამომრჩეველთა რეგისტრატორებმა კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად 10:00, 12:00, 15:00 და 17:00 საათებზე, ასევე ფუნქციის დროებით გადაცემის შემთხვევაში, გადაითვალონ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა (მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით) და მათ მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით). გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის დადგენა შესაძლებელია კომისიის თავმჯდომარისგან მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობასთან რეგისტრატორთან დარჩენილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის შედარებით.
ამომრჩეველთა რეგისტრატორებმა დათვლილი მონაცემები სისწორის გადამოწმების მიზნით უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს:
[pic]
თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (მასში ასახული მონაცემების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში გათვალისწინების მიზნით).
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ამომრჩეველთა სიებში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას 12:00 და 17:00 საათის მდგომარეობით უთითებს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და აცნობებს საოლქო საარჩევნო კომისიას.
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 64.5; მუხლი 65.3; მუხლი 66)
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა.
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, სურვილისამებრ, უფლება აქვთ, დააკვირდნენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურას. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადასცემს:
← დალუქულ გადასატან საარჩევნო ყუთს, რომელშიც მოთავსებულია საკონტროლო ფურცელი;
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;
← სპეციალურ კონვერტებს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების შესაბამისად);
← ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს;
← გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქს.
კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისთვის გადაცემული ბიულეტენებისა და სპეციალურ კონვერტების რაოდენობა, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო.
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი:
← სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
← ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობას.
ყურადღება!
მარკირება არ გამოიყენება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა მიმართ.
← ხელს აწერს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღებას;
ყურადღება!
თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველმა, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, ხელი უნდა მოაწეროს იმავე გრაფაში. აღნიშნულის თაობაზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რიგითი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით).
← ამომრჩეველი ფარულობის პრინციპის დაცვით ავსებს საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს;
ყურადღება!
თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება, მას უფლება აქვს, დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.
თუ ამომრჩეველს ან გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი ახლით.
← ამომრჩეველი იღებს სპეციალურ კონვერტს და ათავსებს მასში საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს;
← გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი, მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი სპეციალური კონვერტი აქვს, ხსნის გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილს და უთითებს ამომრჩეველს, სპეციალური კონვერტი მოათავსოს მასში.
ყურადღება!
თუ დაირღვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, გადასატანი ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს, შეადგინონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით და ხელი მოაწერონ თანმხლებ პირებთან ერთად.
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა გადასცენ გამოუყენებელი/გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები.
ყურადღება!
კომისიის მდივანი ამოწმებს გადასატანი ყუთის სიაში არსებული ხელმოწერების, გამოუყენებელი ან/და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობის სისწორეს. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში გადასატანი ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით.
ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემები გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებში.
კომისიის მდივანს ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა გადასატანი ყუთის სიაში, გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე საარჩევნო უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების დრო შეაქვს ჩანაწერთა წიგნში.
კომისიის თავმჯდომარე გამოუყენებელ/გაფუჭებულ ბიულეტენებსა და კონვერტებს აჭრის კუთხეს, აწერს გაფუჭებულია და ხელმოწერით ადასტურებს.
თავი III. საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება
საარჩევნო უბნის დახურვა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 65.8)
კენჭისყრის პროცედურა სრულდება და კენჭისყრის შენობა იკეტება 20:00 საათზე.
ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს და მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში უთითებს რიგში მდგომი ამომრჩევლების რაოდენობას. როგორც კი ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, კენჭისყრა დასრულებულად ცხადდება, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთის ჭრილს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა პირმა, ხმების დათვლისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების გარდა, დატოვოს საარჩევნო უბანი.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 26-ე და 27-ე გვერდზე შეაქვს ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი (მათი ამრჩევი/დამნიშნავი სუბიექტების მითითებით), ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა სხვა პირის სახელი, გვარი (მათი წარმდგენი ორგანიზაციის ან საარჩევნო სუბიექტის მითითებით) და ხელმოწერით ამოწმებინებს მათ.
ყურადღება!
კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ, კენჭისყრის შენობაში შესვლისა და კენჭისყრის შენობის დატოვების უფლება აქვთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს.
მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ, წილისყრის ჩატარებამდე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაავალოს ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს, გადაითვალონ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა (მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით) და მათ მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით).
ამომრჩეველთა რეგისტრატორებმა დათვლილი მონაცემები სისწორის გადამოწმების მიზნით უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს:
[pic]
ყურადღება!
თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ხელახლა უნდა გადაითვალოს და დააზუსტოს რაოდენობები. თუ მონაცემებს შორის კვლავ სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (მიზეზის მითითებით).
ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული მონაცემები გათვალისწინებული და ასახული უნდა იქნეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისას.
ზემოთ აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, რეკომენდებულია, რეგისტრატორებმა დათვალონ აგრეთვე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული მონაცემები ყველა სახის სიაში. კომისიის თავმჯდომარე მონაცემებს აწვდის საოლქო საარჩევნო კომისიას.
საარჩევნო უბნის მოწყობა ხმების დათვლის პროცედურისთვის
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 67.1,2; მუხლი 68.3)
კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით შეარჩევს ხუთ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს ორ მეთვალყურეს. თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან ორ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს კომისიის თავმჯდომარე.
მთვლელების გამოსავლენად კომისიის თავმჯდომარე:
← კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთნაირ ფურცლებს;
← ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „პირველი მთვლელი“, „მეორე მთვლელი“, „მესამე მთვლელი“, „მეოთხე მთვლელი“, „მეხუთე მთვლელი“;
← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;
← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა და ათავსებს მაგიდაზე.
წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს. წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას).
კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან წილისყრით გამოავლენს არაუმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში.
ყურადღება!
წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც არიან წილისყრით გამოვლენილი მთვლელები.
კომისიის თავმჯდომარე და მთვლელები ხმების დათვლის პროცედურისთვის ამზადებენ საარჩევნო უბანს, ისე, რომ:
← კომისიის თავმჯდომარემ შეძლოს ყველა მთვლელის დანახვა;
← წილისყრით გამოვლენილმა ორმა წარმომადგენელმა და ორმა დამკვირვებელმა ადგილი დაიკავონ მთვლელების გვერდით (ერთი მეთვალყურე დგება მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე - მესამე მთვლელთან);
← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა მაგიდისგან (მთვლელებისგან) ორი მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ ბიულეტენების დათვლის და დახარისხების პროცესის დანახვა.
კომისიის თავმჯდომარემ მთვლელების მაგიდასთან უნდა მიიტანოს:
← ამომრჩეველთა ერთიანი სია, ამომრჩეველთა სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები;
← გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები;
← ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები;
← შესადარებლად შენახული საკონტროლო ფურცელი.
საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 67.3)
მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას:
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით;
← ამომრჩეველთა სპეციალური სიის მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შედეგები (რეგისტრატორების მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით) დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
ამომრჩეველთა სიების, გაფუჭებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 67.4,5,51,9)
კომისიის მდივანი გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს ჩამოაჭრის კუთხეს, შემდეგ ცალ-ცალკე პაკეტებში ათავსებს:
← ამომრჩეველთა ერთიან სიას;
← ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;
← გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს;
← რეგისტრატორების ბეჭდებს.
თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო დოკუმენტაციის სახე და რაოდენობა. პაკეტები ილუქება, დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე.
აღნიშნული პროცედურების დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს იმ შემთხვევების რაოდენობას, რომლებიც ეხება ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში/ ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შეუსაბამობას, აგრეთვე კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას (მონაცემები შეაქვს ჩანაწერთა წიგნში). კომისიის მდივანი ლუქავს აღნიშნულ დოკუმენტებს, დალუქულ პაკეტზე უთითებს საარჩევნო უბნის დასახელებას, ნომერს, დოკუმენტების სახეობას და აწერს ხელს.
ყურადღება!
საარჩევნო დოკუმენტაციისა და საარჩევნო ინვენტარის დალუქვისთვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 68.1,2,4)
კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას.
ყურადღება!
თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიას). წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებასთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
მთვლელები გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, რის შემდეგაც:
← ამოწმებენ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას;
← გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ საკონტროლო ფურცელს უდარებენ კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს;
← თუ დარღვევა არ გამოვლინდა, კომისიის თავმჯდომარე მიუთითებს მთვლელებს, დროებით დააბრუნონ სპეციალური კონვერტები გადასატან საარჩევნო ყუთში.
ყურადღება!
თუ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ან საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად და დაეწერება „ბათილია“. დოკუმენტაცია საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 68.1,2,5)
კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას.
ყურადღება!
თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიას). წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებასთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
მთვლელები:
← ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს და საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ მაგიდაზე;
← ამოწმებენ ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს.
ყურადღება!
თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება და დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას.
თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები ერთმანეთში ურევენ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს და იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.
საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე ლუქავს საკონტროლო ფურცლებს. დალუქულ პაკეტზე უთითებს საარჩევნო უბნის დასახელებას, ნომერს, დოკუმენტების სახეობას და აწერს ხელს.
საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 69.1,3,5)
პირველი მთვლელი:
← სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენებს;
← ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობას;
← აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა;
← ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას-მესამე მთვლელს, მესამე სახისას-მეოთხე მთვლელს;
← ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს, საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებსა და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებს გადასცემს მეხუთე მთვლელს;
← სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე.
მთვლელები ცალ-ცალკე აწყობენ:
← ბიულეტენებს, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;
← ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს;
← საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს.
შენიშვნა!
თუ სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა ერთზე მეტი ერთი და იმავე სახეობის საარჩევნო ბიულეტენი, ან საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის მიზნებისთვის, მთვლელებმა ასეთი საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს უნდა დააწერონ ბათილად ცნობის შესაბამისი საფუძველი („მეტი ბიულეტენი“, „კონვერტის გარეშე“).
დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა
ბათილად, თუ:
← სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშის;
← სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა ერთზე მეტი ერთი და იმავე სახეობის საარჩევნო ბიულეტენი;
← საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;
← საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერით ან/და რეგისტრატორის ბეჭდით;
← შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
← საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის (ასეთი ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება, მათი რაოდენობა არ მიეთითება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში და აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში).
საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს და კენჭისყრით წყვეტს საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. ნამდვილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს კომისიის თავმჯდომარე დებს ნამდვილი ბიულეტენების დასტაში (საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმის მიხედვით), ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს − ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტაში.
საარჩევნო ბიულეტენების დათვლა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 69.8,9)
საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, დაითვალონ:
← ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები;
← თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმები.
ყურადღება!
საარჩევნო სუბიექტისთვის კუთვნილი ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.
კომისიის თავმჯდომარე აცხადებს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას და კომისიის მდივანთან ერთად ამოწმებს მონაცემების სისწორეს. მიღებული შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების შესაბამის სადემონსტრაციო ოქმში.
საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 69.6,9)
საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, ცალ-ცალკე პაკეტებად დალუქონ:
← ბათილი საარჩევნო ბიულეტენები (მათ ეწერება „ბათილია“);
← საარჩევნო სუბიექტების კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დასტები.
ყურადღება!
თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე უნდა დაეწეროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, სუბიექტის მონაცემები (დასახელება/სახელი და გვარი) და საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. ბათილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე უნდა დაეწეროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახეობა და რაოდენობა. დალუქულ პაკეტებს ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე.
აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 70-71)
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში ბეჭდური ფორმით ასახულია შემდეგი ინფორმაცია:
← არჩევნების დასახელება და კენჭისყრის თარიღი;
← საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;
← საარჩევნო უბნის ნომერი;
← გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე;
← N1 გრაფაში - ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;
← N2 გრაფაში - მიღებულ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
← საარჩევნო სუბიექტების დასახელება (რიგითი ნომრების მითითებით);
← ოქმის შედგენის წელი და თვე.
ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, კომისიის მდივანი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების შესაბამის შემაჯამებელ ოქმს და შეაქვს შემდეგი მონაცემები:
← N3 გრაფაში - სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;
← N4 გრაფაში - არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ყველა სახის (ერთიანი, /სპეციალური/გადასატანი საარჩევნო ყუთის სია) ამომრჩეველთა სიებში 12 საათსა და 17 საათზე;
← N5 გრაფაში - არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში, ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
← N6 გრაფაში - ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
← საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.
ყურადღება!
N3, N4, N5, N6 გრაფებში, ასევე სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის გრაფებში მოცემულ ოთხდანაყოფიანი უჯრებიდან მეოთხე (ბოლო) უჯრაში მდივანმა უნდა შეიტანოს ერთეულების თანრიგის ციფრი, მესამე უჯრაში - ათეულების თანრიგის ციფრი, მეორე უჯრაში - ასეულების თანრიგის ციფრი, პირველ უჯრაში - ათასეულების თანრიგის ციფრი;
იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემების გრაფაში დარჩება ცარიელი უჯრა/უჯრები, სავალდებულოა კომისიის მდივანმა ცარიელ უჯრაში/უჯრებში შეიტანოს სიმბოლო „X“.
[pic]
← რეგისტრატორების ბეჭდებისა და კომისიის ბეჭდის ნომრები.
საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში სპეციალურად განკუთვნილ გრაფაში აღინიშნება მონაცემი, რომელსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი, რასაც ადასტურებს ხელმოწერით). განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ასევე უნდა აღინიშნოს მათი შედგენის თარიღი და დრო (საათი და წუთი). კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით. კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში.
ყურადღება!
აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება.
თუ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის N3, N4, N5, N6 გრაფებში, ასევე კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის გრაფებში მონაცემების შეტანისას შეცდომა იქნა დაშვებული, შეცდომის გამოსასწორებლად კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ კეთდება ჩანაწერი „შესწორებულია“ და დგება შესწორების ოქმი.
კომისიის მდივანი შესწორების ოქმს ადგენს კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, რომელშიც შეაქვს შემდეგი მონაცემები:
← საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;
← საარჩევნო უბნის ნომერი;
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი გრაფის ნომერი, რომელშიც შედის შესწორება; რიცხვი რომელიც უნდა გასწორდეს ამ გრაფაში და ის რიცხვი, რომელიც უნდა ეწეროს მის ნაცვლად;
← საარჩევნო სუბიექტის დასახელება/კანდიდატის სახელი და გვარი, რომლის გასწვრივ მონაცემებში შედის შესწორება;
← რიცხვი რომელიც უნდა გასწორდეს ამ გრაფაში და ის რიცხვი, რომელიც უნდა ეწეროს მის ნაცვლად.
საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი. კომისიის მდივანი შესწორების ოქმს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. შესწორების ოქმი დაერთვება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდის დალუქვისა და მასზე კომისიის ყველა წევრის მიერ ხელის მოწერის შემდეგ აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა.
თუ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა რეგისტრატორების ბეჭდების ნომრების, კომისიის ბეჭდის ნომრის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის თარიღის/დროის შეტანისას, ან არ მოხდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმება კომისიის სპეციალური ბეჭდით და ასეთი ფორმით გაიცა მისი ფოტოასლი, კომისიის მდივანმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საჯაროობა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 2.ჰ5; მუხლი 8.14; მუხლი 71.8)
კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლები გამოაკრას საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების და შესწორების ოქმის/ოქმების (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლებს, კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით (არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლები უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. ფოტოასლების მიღებას მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან/შესწორების ოქმთან დაკავშირებული კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაიცემა მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.
სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვა, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქვა, საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიისთვის
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 62.11; მუხლი 71.12,13)
ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი და ჩანაწერთა წიგნი იხურება კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის ხელმოწერებით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
კომისია ლუქავს:
← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს და განცხადებებს/საჩივრებს;
← საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს (კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქულ პაკეტს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი).
ყურადღება!
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და სარეგისტრაციო ჟურნალი არ ილუქება.
კომისიის უფლებამოსილი პირები საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო ინვენტარს და საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას, რომელშიც მოთავსებულია დალუქული საარჩევნო დოკუმენტაცია და მისგან განცალკევებით:
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესწორების ოქმს/ოქმებს (არსებობის შემთხვევაში) და განსხვავებულ აზრს (არსებობის შემთხვევაში);
← სარეგისტრაციო ჟურნალს და საუბნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← განცხადებების/საჩივრების და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქულ კონვერტს.
საარჩევნო ინვენტარის და საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით დგება მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები, რის შემდეგაც თითოეულს გადაეცემა აქტის თითო ეგზემპლარი.
ნაწილი IV. კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები
თავი I. კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 61.5; მუხლი 62.10; მუხლი 72.1; მუხლი 73).
პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საუბნო საარჩევნო კომისიაში და დამკვირვებელს უფლება აქვს:
← განცხადება/საჩივარი გადასცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს (დანართი №1);
← კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები შეიტანოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (მე-10 და მომდევნო გვერდებზე).
ყურადღება!
არავის არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შეიტანოს პრეტენზია, შენიშვნა ან საჩივარი.
კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით).
საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილ უნდა იქნეს დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე, ხოლო განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში გაატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული დოკუმენტაციის ნაწილში, ასევე ჩანაწერთა წიგნში და განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას, რომელშიც აღინიშნება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. ცნობას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს (დანართი №2).
ყურადღება!
თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა დააფიქსირეს (აღმოაჩინეს) დარღვევა საჩივრის რეგისტრაციისას, ამ საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე ხარვეზის დადგენის წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 72.2; მუხლი 74.2,3,4,5; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება)
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მის შესავსებად, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:
← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;
← განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;
← საარჩევნო უბნის ნომერს;
← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.
განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით ან წარადგინოს ახალი განცხადება (რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც მას დაუდგინდა ხარვეზი). კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს ჩანაწერს „ხარვეზი“. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი ხელმძღვანელი პირი.
ყურადღება!
ხარვეზის შევსების ვადა დგინდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევსების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ვადას ერთპიროვნულად ადგენს განცხადების/ საჩივრის მიმღები პირი.
ხარვეზის შევსების შემთხვევაში კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სარეგისტრაციო ჟურნალში წერს „შევსებულია“ და უთითებს ხარვეზის შევსების ზუსტ დროსა და თარიღს. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი ხელმძღვანელი პირი.
ყურადღება!
დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი არ განიხილება.
თავი II. კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 72.3; მუხლი 73.3; მუხლი 74.5; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება)
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისია ვალდებულია განცხადებაზე/საჩივარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში კომისიის მდივანი წერს „დარღვევა აღმოფხვრილია“ და უთითებს ზუსტ დროს.
იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საარჩევნო უბნის გახსნიდან (07:00 საათიდან) საარჩევნო ყუთის გახსნამდე გამოვლენილი დარღვევები დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად).
იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევებს, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 4 დღის ვადაში).
წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და საუბნო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:
← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
← განცხადებაში/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და ჩადენის დრო;
← განცხადება/საჩივარი შეტანილი იქნა კანონით დადგენილი ვადისა და წესის დარღვევით;
← დადგენილ ვადაში არ შეივსო წარდგენილი განცხადების/საჩივრის ხარვეზი.
დანართი №1 - საუბნო საარჩევნო კომისიაში წარსადგენი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები
განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:
← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;
← განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
← საარჩევნო უბნის ნომერი*;
← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
← დარღვევის არსი და ჩადენის დრო**;
← დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;
← დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;
← განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;
← განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;[1]
← სხვა დამატებითი ინფორმაცია.
დანართი №2
№ „……“…………………… საარჩევნო ოლქი
№ „……“……………………. საუბნო საარჩევნო კომისია
ცნობა
განცხადების/საჩივრის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარების შესახებ
განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი: ....................................................................................
განცხადების/საჩივრის მიღების დრო: ............................................................................................
განცხადების/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: ..................................................................
კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი: ....................................
/ხელმოწერა/
დანართი N3 - საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი
1. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომასთან დაკავშირებული უფლებამოსილებანი:
▪ იწვევთ საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;
▪ უძღვებით საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას.
1. ადმინისტრაციული ფუნქციები:
▪ უფლება გაქვთ, დავალება მისცეთ კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს და კომისიის სხვა წევრებს;
▪ უფლება გაქვთ, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეთ განკარგულება;
▪ იღებთ და თქვენი რეზოლუციით ანაწილებთ საუბნო საარჩევნო კომისიაში შემოსულ საარჩევნო საბუთებს და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შემოსულ კორესპონდენციას;
▪ პასუხისმგებელი ხართ საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის, ინვენტარის და სხვა მასალების მიღებისთვის, შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის.
▪ საჯაროობის უზრუნველსაყოფად გაითვალისწინეთ, რომ საარჩევნო უბანზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:
□ კომისიის საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და სხვა რეკვიზიტები;
□ საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობას;
□ საუბნო საარჩევნო კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები;
□ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია ფოტოსურათების გარეშე), ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის და უზუსტობების გასაჩივრების წესი და ვადები.
ყურადღება!
კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა გადმოგეცემათ დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსია - საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია − კედლის სია.
საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოხსნათ და იმავე ადგილას დაზუსტებული ვერსია გამოაკრათ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი კენჭისყრის წინა დღეს
(1 ოქტომბერი)
1. კენჭისყრის შენობის მოწყობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებანი:
▪ პასუხისმგებლობა გეკისრებათ კენჭისყრის შენობის მოწყობისთვის. გაითვალისწინეთ:
□ უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისათვის და განთავსდეს მაგიდები რეგისტრატორთა რაოდენობის შესაბამისად.
□ კენჭისყრის შენობაში ყოველი 500 ამომრჩევლისთვის უნდა მოეწყოს არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა (საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნას შშმ ამომრჩევლებისთვის ადაპტირებული კენჭისყრის კაბინა).
□ თვალსაჩინო ადგილას უნდა დაიდგას გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი.
□ საარჩევნო ყუთთან ახლოს უნდა დაიდგას მაგიდა სპეციალური კონვერტებისთვის.
□ უნდა გამოიყოს ადგილი ფოტოვიდეოგადაღებისთვის (მიზანშეწონილია გამოიკრას წარწერა - ფოტოვიდეოგადაღების ადგილი).
▪ კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:
□ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
□ ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
□ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
□ პარტიული სიები;
□ კანდიდატთა სიები;
□ ხმის მიცემის ინსტრუქცია და ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;
□ ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;
□ კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმები;
□ თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება აღნიშნულის შესახებ კენჭისყრის შენობასა და ფარული კენჭისყრის კაბინებში.
2. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებანი:
გახსოვდეთ: საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიებს (სამაგიდო სია), საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. მიღებისას შეადარეთ გადმოცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებს. გადაამოწმეთ, რომ საარჩევნო ბიულეტენებზე მითითებული იყოს თქვენი საარჩევნო უბნისა და საარჩევნო ოლქის ნომრები.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი
კენჭისყრის დღეს (2 ოქტომბერი)
07:00-08:00 საათი
□ 07:00 საათზე გახსენით საარჩევნო უბანი, ტელეფონით შეატყობინეთ საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო უბნის გახსნისა და კომისიის წევრთა კვორუმის (9 წევრი) თაობაზე.
_____________________________________________________________________________________________
□ გადაეცით კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, სარეგისტრაციო ჟურნალი, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და სადემონსტრაციო ოქმები (იკვრება თვალსაჩინო ადგილას).
_____________________________________________________________________________________________
□ შეამოწმეთ კენჭისყრის შენობაში მყოფი უფლებამოსილი პირების სააკრედიტაციო მოწმობები (ძალაშია პირადობის მოწმობასთან ერთად). გახსოვდეთ, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირებს.
_____________________________________________________________________________________________
□ ყველას დასანახად შეამოწმეთ იმ პაკეტის მთლიანობა, რომელშიც მოთავსებულია კომისიის სპეციალური ბეჭედი და რეგისტრატორების ბეჭდები და გახსენით ისინი. კომისიის მდივანს ბეჭდების ნომრები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-9 გვერდზე.
_____________________________________________________________________________________________
□ ჩაატარეთ წილისყრა კომისიის წევრებს შორის ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების გამოსავლენად.
გახსოვდეთ, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის გამოსავლენად ჩასატარებელ წილისყრაში არ მონაწილეობენ პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები.
_____________________________________________________________________________________________
□ ჩაატარეთ წილისყრა კომისიის წევრებს შორის გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად (წილისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები).
გახსოვდეთ, თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას.
გახსოვდეთ, რომ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები.
_____________________________________________________________________________________________
□ ჩაატარეთ მორიგი წილისყრა კომისიის წევრთა შორის დარჩენილი ფუნქციების (ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრები) გასანაწილებლად. კომისიის მდივანს წილისყრის შედეგები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.
_____________________________________________________________________________________________
□ გამოაცხადეთ ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კომისიის მდივანს მონაცემები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში (სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდგომ).
_____________________________________________________________________________________________
□ გამოაცხადეთ მიღებული საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების რაოდენობები. კომისიის მდივანს მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა შეაქვს სადემონსტრაციო ოქმებში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე.
_____________________________________________________________________________________________
□ შეამოწმეთ, რომ საარჩევნო ყუთები იყოს ცარიელი. ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები დალუქეთ ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით. კომისიის მდივანს საარჩევნო ყუთის ლუქის ნომრები და დალუქვის დრო შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.
_____________________________________________________________________________________________
□ თითოეულ ამომრჩეველთა რეგისტრატორს გადაეცით: 300-ამომრჩევლიანი სია (ამომრჩეველთა სპეციალური სია გადაეცით ერთ-ერთ რეგისტრატორს), შესაბამისი სახეობის საარჩევნო ბიულეტენების თითო ბლოკნოტი, მარკირების სითხე, რეგისტრატორის ბეჭედი. კომისიის მდივანს რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.
გაითვალისწინეთ!
✓ რეგისტრატორების მაგიდასთან უნდა გამოიკრას რეგისტრატორების მაგიდაზე განლაგებული სიების შესაბამისად ამომრჩეველთა გვარების ანბანური თანამიმდევრობა (მაგ.: „ა“ – „დ“) და ამომრჩეველთა ნომრების თანმიმდევრობა (მაგ.: „1“ – „300“).
✓ რეგისტრატორებმა უნდა გადაამოწმონ ბლოკნოტში საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის სიზუსტე, რის შემდეგაც ხელი რეგისტრატორებთან ერთად ხელი უნდა მოაწეროთ საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტის თავფურცელზე არსებულ მიღება-ჩაბარების აქტზე.
✓ იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორის ბეჭდები საჭირო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა ან ბეჭედი დაზიანდა, შეამცირეთ რეგისტრატორების რაოდენობა.
✓ ერთ-ერთი რეგისტრატორის მაგიდაზე განათავსეთ გამადიდებელი ლინზა მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის, ასევე, უსინათლო ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
_____________________________________________________________________________________________
□ ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელს გადაეცით მარკირების შესამოწმებელი ულტრაიისფერი ფარანი.
_____________________________________________________________________________________________
□ საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველს გადაეცით სპეციალური კონვერტები და ძირითადი საარჩევნო ყუთი.
_____________________________________________________________________________________________
□ კომისიის წევრებისათვის მასალების გადაცემის შემდეგ რეკომენდებულია, კენჭისყრის დაწყებამდე, კომისიის მდივანთან ერთად შეავსოთ საკონტროლო ფურცლის თვითკოპირებადი ფორმა (გარდა პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემებისა). ყურადღება მიაქციეთ, რომ საკონტროლო ფურცელს კომისიის ყველა დამსწრე წევრმა მოაწეროს ხელი.
_____________________________________________________________________________________________
08:00 საათიდან
□ საკონტროლო ფურცლის შევსების მიზნებისთვის გაითვალისწინეთ: პირველი ამომრჩევლის მიერ რეგისტრაციის გავლისა და საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღების შემდეგ, კომისიის მდივანმა პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) უნდა შეიტანოს საკონტროლო ფურცელში და აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი მოაწერინოს ამომრჩეველს. კომისიის მდივანს პირველი ამომრჩევლის მონაცემები ასევე შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.
საკონტროლო ფურცლის ერთი ეგზემპლარი ჩააგდეთ ძირითად საარჩევნო ყუთში, მეორე ეგზემპლარი − გადასატან საარჩევნო ყუთში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მესამე ეგზემპლარი შეინახეთ.
_____________________________________________________________________________________________
□ პირველი ამომრჩევლის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ტელეფონით შეატყობინეთ საოლქო საარჩევნო კომისიას ძირითადი საარჩევნო ყუთის და გადასატანი საარჩევნო ყუთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დალუქვის, საკონტროლო ფურცლის/ფურცლების შესაბამის საარჩევნო ყუთში/ყუთებში მოთავსების და კენჭისყრის დაწყების შესახებ.
_____________________________________________________________________________________________
ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისას გაითვალისწინეთ:
▪ თუ მარკირების შესამოწმებელმა სპეციალურმა ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა. კომისიის მდივანს ამომრჩევლის ვინაობა შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.
▪ ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს, თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად სრულად ემთხვევა სიაში არსებულ მონაცემთაგან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი) სამი მაინც.
▪ თუ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამომრჩევლის სახე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, მან უნდა მოგმართოთ თქვენ აღნიშნული შეუსაბამობის დადასტურების თაობაზე.
ყურადღება!
✓ თუ დაადასტურებთ შეუსაბამობას, მიუთითეთ კომისიის მდივანს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი (ამომრჩევლის სახელის, გვარის და ამომრჩეველთა სიაში მისი რიგითი ნომრის მითითებით). ეს ჩანაწერი კომისიის მდივანთან ერთად დაადასტურეთ ხელმოწერებით. კომისიის მდივანმა ჩანაწერთა წიგნს უნდა დაურთოს მისი ხელმოწერით დადასტურებული ამომრჩევლის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი.
✓ თუ არ დაადასტურებთ შეუსაბამობას, ამომრჩეველთა რეგისტრატორს უფლება აქვს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ჩაწეროს თავისი განსაკუთრებული აზრი. კომისიის მდივანმა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში უნდა გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი (ამომრჩევლის სახელის, გვარის და ამომრჩეველთა სიაში მისი რიგითი ნომრის მითითებით). ეს ჩანაწერი რეგისტრატორმა და კომისიის მდივანმა უნდა დაადასტურონ ხელმოწერებით. კომისიის მდივანმა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს უნდა დაურთოს მისი ხელმოწერით დადასტურებული ამომრჩევლის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი.
✓ ზემოაღნიშნული პროცედურების შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მიეცით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
▪ თუ ამომრჩეველი უარს აცხადებს მარკირების პროცედურის გავლაზე, მას არ მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
▪ თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველს, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, უნდა მიეთითოს, ხელი მოაწეროს იმავე გრაფაში. ამასთან, მიუთითეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, აღნიშნულის თაობაზე დაწეროს ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის სახელის, გვარის და ამომრჩეველთა სიაში მისი რიგითი ნომრის მითითებით).
▪ თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მიეცით მითითება ამომრჩეველთა რეგისტრატორს, რომ ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი ახლით. გაფუჭებულ ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოაჭერით კუთხე, დააწერეთ „გაფუჭებულია“, ხელი მოაწერეთ და ცალკე შეინახეთ.
▪ თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება, ყურადღება მიაქციეთ, რომ კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად არ იქნას მიწვეული საარჩევნო კომისიის წევრი, კანდიდატი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი და დამკვირვებელი. ამომრჩევლისთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლია ნებისმიერ პირს, გარდა ზემოთ აღნიშნული პირებისა.
▪ თუ ამომრჩეველი ფიზიკური მდგომარეობის გამო (ზედა კიდურების არქონა) ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას, ამ შემთხვევაში შეახსენეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, რომ ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენის გადაცემისას შესაბამისი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ გააკეთოს ჩანაწერი „ფიზიკური მდგომარეობა“ და აღნიშნული ჩანაწერი ხელმოწერით დაადასტუროს.
▪ ამომრჩეველი, რომელსაც ერთიან სიაში მინიჭებული აქვს სტატუსი „იმყოფება უცხოეთში“ ან „საკონსულო აღრიცხვაზეა“, კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ზოგადი წესით.
_____________________________________________________________________________________________
09:00 საათიდან
□ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის ჩატარება დაავალეთ წილისყრით გამოვლენილ კომისიის 2 წევრს და გადაეცით მათ:
□ გადასატანი საარჩევნო ყუთის სია;
□ ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული საჭირო რაოდენობის შესაბამისი სახეობის საარჩევნო ბიულეტენები;
□ სპეციალური კონვერტები (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების შესაბამისად);
□ დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთი, რომელშიც მოთავსებული უნდა იყოს საკონტროლო ფურცელი;
□ გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქი (გადასატანი საარჩევნო ყუთი ილუქება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის დასრულების შემდგომ).
კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისთვის გადაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო.
_____________________________________________________________________________________________
10:00, 12:00, 15:00 და 17:00 საათზე
სთხოვეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორებს, კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად გადაითვალონ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერებისა და მათ მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობები (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით). გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის დადგენა შესაძლებელია კომისიის თავმჯდომარისგან მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობასთან რეგისტრატორთან დარჩენილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის შედარებით. გადაამოწმეთ მონაცემთა სისწორე შემდეგი ფორმულით:
[pic]
თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება, ხოლო მასში ასახული მონაცემები გაითვალისწინოთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსებისას.
დააჯამეთ თითოეული რეგისტრატორისგან 10:00, 12:00, 15:00, 17:00 საათზე მიღებული ხელმოწერების რაოდენობა მათ მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით და მონაცემი დაუყოვნებლივ გააგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms-ით) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებულ ნომერზე.
12:00 და 17:00 საათზე ამომრჩეველთა სიებში დათვლილი კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში.
რეკომენდაცია!
რეგისტრატორებისგან მიღებული მონაცემების აღრიცხვის მიზნით შესაძლებელია გამოიყენოთ ნიმუშის სახით წარმოდგენილი ცხრილი (დანართი N1).
_____________________________________________________________________________________________
20:00 საათამდე
გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა. გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბანში დაბრუნებისთანავე მიუთითეთ კომისიის მდივანს შეამოწმოს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ხელმოწერების, გამოუყენებელი ან/და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების რაოდენობის სისწორე. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით. ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემები გაითვალისწინეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსებისას.
გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოაჭერით კუთხე, დააწერეთ გაფუჭებულია და ხელი მოაწერეთ. კომისიის მდივანს, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე საარჩევნო უბანში საარჩევნო ყუთის დაბრუნების დრო შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.
_____________________________________________________________________________________________
20:00 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე
□ 20:00 საათზე კენჭისყრა დასრულებულად გამოაცხადეთ. დაავალეთ კომისიის ერთ-ერთ წევრს, დაითვალოს რიგში მდგომი ამომრჩევლების რაოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კომისიის მდივანს აღნიშნული მონაცემი შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე. კენჭისყრის დასრულების შემდეგ დახურეთ საარჩევნო უბნის კარი და დალუქეთ საარჩევნო ყუთის ჭრილი.
_____________________________________________________________________________________________
□ მიუთითეთ კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 26-ე და 27-ე გვერდებზე შეიტანოს ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების მონაცემები.
_____________________________________________________________________________________________
□ მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ, წილისყრის ჩატარებამდე, დაავალოთ ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს, დაითვალოს გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით გაცემული ბიულეტენების გათვალისწინებით), გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა მათ ხელთ არსებულ ერთიან და სპეციალურ სიებში (მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით) და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით).
გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის დადგენა შესაძლებელია კომისიის თავმჯდომარისგან მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობასთან რეგისტრატორთან დარჩენილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის შედარებით.
გადაამოწმეთ მონაცემთა სისწორე შემდეგი ფორმულით:
თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, დაავალეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, ხელახლა გადაითვალოს და დააზუსტოს რაოდენობები. თუ მონაცემებს შორის სხვაობა კვლავ გამოვლინდა, სთხოვეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, დაწეროს ახსნა-განმარტება, ხოლო მასში ასახული მონაცემები გაითვალისწინეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსებისას.
_____________________________________________________________________________________________
□ ზემოთ აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ დაავალეთ რეგისტრატორებს დაითვალონ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული მონაცემები (ქალების რაოდენობა) ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში. მონაცემები მიაწოდეთ საოლქო საარჩევნო კომისიას.
_____________________________________________________________________________________________
□ ხმის დათვლის პროცედურის დაწყების მიზნით, კომისიის წევრებს შორის ჩაატარეთ წილისყრა ხუთი მთვლელის გამოსავლენად. კომისიის მდივანს წილისყრის შედეგები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.
_____________________________________________________________________________________________
□ ჩაატარეთ წილისყრა საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან არაუმეტეს 2 წარმომადგენლის გამოსავლენად, რომლებიც მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში. გახსოვდეთ, წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც არიან წილისყრით გამოვლენილი მთვლელები. კომისიის მდივანს წილისყრის შედეგები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.
_____________________________________________________________________________________________
□ თუ დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით ვერ შეარჩევენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის მეთვალყურე პირებს, დამკვირვებელთა შორის ჩაატარეთ წილისყრა 2 მეთვალყურის გამოსავლენად. კომისიის მდივანს შესაბამისი მონაცემები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.
_____________________________________________________________________________________________
□ მიუთითეთ მთვლელებს, დაითვალონ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამომრჩეველთა სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კომისიის მდივანს მთვლელების მიერ დათვლილი ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა, ამომრჩეველთა რეგისტრატორების მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და სადემონსტრაციო ოქმებში.
_____________________________________________________________________________________________
□ მიუთითეთ კომისიის მდივანს, ცალ-ცალკე პაკეტებში ჩაალაგოს ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამაგიდო ვერსიები, გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენები. კომისიის მდივანმა პაკეტში მოთავსებამდე გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს უნდა ჩამოაჭრას კუთხე.
_____________________________________________________________________________________________
□ მიუთითეთ მთვლელებს ცალ-ცალკე დალუქონ ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების სამაგიდო ვერსიები, ასევე გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების პაკეტები და ამომრჩეველთა რეგისტრატორების ბეჭდები.
დალუქვის ზოლზე ხელი მოაწერეთ მთვლელებთან ერთად. პაკეტზე მიუთითეთ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, საარჩევნო დოკუმენტაციის სახე.
გახსოვდეთ!
პასუხისმგებელი ხართ საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის დადგენილი წესის შესაბამისად დალუქვაზე.
_____________________________________________________________________________________________
საარჩევნო ყუთის გახსნა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსება
□ შეამოწმეთ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ლუქების მთლიანობა.
_____________________________________________________________________________________________
□ პირველ რიგში, გახსენით გადასატანი საარჩევნო ყუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მთვლელები ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და ადგენენ მის და კომისიაში შედარების მიზნით შენახული საკონტროლო ფურცლის იდენტურობას.
_____________________________________________________________________________________________
□ გახსენით ძირითადი საარჩევნო ყუთი. მთვლელები ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და ადგენენ მის და კომისიაში შედარების მიზნით შენახული საკონტროლო ფურცლის იდენტურობას.
______________________________________________________________________________________________
□ გახსენით გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მთვლელები ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და ადგენენ მის და კომისიაში შედარების მიზნით შენახული საკონტროლო ფურცლის იდენტურობას.
______________________________________________________________________________________________
□ თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელებმა ერთმანეთში უნდა შეურიონ გადასატანი, ძირითადი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილი სპეციალური კონვერტები.
_____________________________________________________________________________________________
□ დალუქეთ საკონტროლო ფურცლები. დალუქულ პაკეტზე მიუთითეთ საარჩევნო უბნის დასახელება, ნომერი, დოკუმენტების სახეობა და ხელი მოაწერეთ.
______________________________________________________________________________________________
□ მიუთითეთ მთვლელებს, დაახარისხონ საარჩევნო ბიულეტენები.
გაითვალისწინეთ!
✓ პირველი მთვლელი: სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს; ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობას; აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა; ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას - მესამე მთვლელს; მესამე სახისას - მეოთხე მთვლელს; ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს, საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებსა და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებს გადასცემს მეხუთე მთვლელს; სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე.
✓ მთვლელები: ცალ-ცალკე აწყობენ ბიულეტენებს, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად; დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებს; ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს; საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს.
_____________________________________________________________________________________________
□ კომისიასთან ერთად სათითაოდ უყარეთ კენჭი საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
_____________________________________________________________________________________________
□ მიუთითეთ მთვლელებს, დაითვალონ ბათილი საარჩევნო ბიულეტენები და თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმები/საარჩევნო ბიულეტენები.
_____________________________________________________________________________________________
□ გამოაცხადეთ თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა და კომისიის მდივანთან ერთად შეამოწმეთ მონაცემების სისწორე. კომისიის მდივანმა მიღებული შედეგები უნდა შეიტანოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში.
_____________________________________________________________________________________________
□ მიუთითეთ მთვლელებს, შეკრან და დალუქონ: ბათილი საარჩევნო ბიულეტენები (ცალკე ილუქება სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენები, ასეთის არსებობის შემთხვევაში), თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენები.
თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე მიუთითეთ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, საარჩევნო სუბიექტის მონაცემები (დასახელება, სახელი და გვარი) და საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.
ბათილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტებზე უნდა მიეთითოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახეობა და რაოდენობა.
პაკეტების დალუქვის ზოლზე ხელი მოაწერეთ მთვლელებთან ერთად.
გახსოვდეთ!
პასუხისმგებელი ხართ საარჩევნო დოკუმენტაციის დადგენილი წესის შესაბამისად დალუქვაზე.
_____________________________________________________________________________________________
□ კომისიის მდივანი თქვენთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული მონაცემები.
კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანზე. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები უნდა დაამოწმოთ კომისიის სპეციალური ბეჭდით.
კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში გასული დოკუმენტაციის ნაწილში.
გაითვალისწინეთ!
საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.
აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და შესწორების ოქმის შედგენის წესი იხილეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაში - ნაწილი III, თავი III, ქვეთავი „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა“.
_____________________________________________________________________________________________
□ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლების გაცემისას (მოთხოვნის შემთხვევაში) კომისიის მდივანთან ერთად ხელი მოაწერეთ და დაამოწმეთ კომისიის სპეციალური ბეჭდით. ფოტოასლების მიმღები პირი ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს მის მიღებას.
გაითვალისწინეთ! კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან/შესწორების ოქმებთან დაკავშირებული კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.
_____________________________________________________________________________________________
□ ცალ-ცალკე პაკეტებად დალუქეთ კომისიის სპეციალური ბეჭედი (კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქულ პაკეტს კომისიის ყველა წევრი აწერს ხელს); კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად.
გახსოვდეთ! პასუხისმგებელი ხართ საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის დადგენილი წესის შესაბამისად დალუქვაზე. სარეგისტრაციო ჟურნალი და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები არ ილუქება.
_____________________________________________________________________________________________
□ დალუქული საარჩევნო დოკუმენტაცია დიდ ყუთში/ტომარაში მოათავსეთ და მიიტანეთ საოლქო საარჩევნო კომისიაში. ყუთისგან/ტომრისგან განცალკევებით წაიღეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, შესწორების ოქმებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სარეგისტრაციო ჟურნალი, კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისა და განცხადება-საჩივრების დალუქული პაკეტი.
გაითვალისწინეთ!
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია განცხადებაზე/საჩივარზე (ასეთის არსებობისას) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და აღმოფხვრას არსებული დარღვევა.
კენჭისყრის დღის განცხადებასთან/საჩივართან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარის მიერ განსახორციელებელი უფლებამოსილებები დეტალურად იხილეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის IV ნაწილში.
|დანართი N1 |
|რეგისტრატორებისგან მიღებული მონაცემები ასახეთ ცხრილში |
|გადაამოწმეთ მონაცემები |რეგისტრატორი |გააგზავნეთ |
| | |SMS-ით |
| |
დანართი N4 - საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს
(2 ოქტომბერი)
07:00-08:00 საათი
□ საარჩევნო უბნის გახსნისას კომისიის თავმჯდომარისგან მიიღეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, სარეგისტრაციო ჟურნალი, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და სადემონსტრაციო ოქმები. კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმები საარჩევნო უბანში თვალსაჩინო ადგილას გამოაკარით.
____________________________________________________________________________________________
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის პირველ გვერდზე შეიტანეთ საარჩევნო უბნის გახსნისას კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი (მათი ამრჩევი/დამნიშნავი სუბიექტების მითითებით), ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა სხვა პირის სახელი და გვარი (მათი წარმდგენი ორგანიზაციის ან საარჩევნო სუბიექტის მითითებით) და ხელმოწერით დაამოწმებინეთ მათ.
კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მეორე ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მე-10 და მომდევნო გვერდებზე შეიტანეთ საარჩევნო უბნის გახსნის შემდგომ კენჭისყრის შენობაში გამოცხადებული კომისიის წევრის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირების მონაცემები, მათი საარჩევნო უბანში შემოსვლის დროის მითითებით და ხელმოწერით დაამოწმებინეთ მათ.
____________________________________________________________________________________________
□ კომისიის თავმჯდომარის მიერ კომისიის სპეციალური ბეჭდის და რეგისტრატორების ბეჭდების დალუქული პაკეტების გახსნის შემდეგ, აღნიშნული ბეჭდების ნომრები მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-9 გვერდზე.
____________________________________________________________________________________________
□ კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გასანაწილებლად ჩატარებული წილისყრის შედეგები შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.
გაითვალისწინეთ!
✓ თუ კომისიის წევრი უარს განაცხადებს წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, მისი მონაცემები უნდა შეიტანოთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 25-ე გვერდზე.
✓ კომისიის წევრთა წილისყრით დადგენილი ფუნქციების სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა შეიტანოთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე.
____________________________________________________________________________________________
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში შეიტანეთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არსებული ამომრჩევლების რაოდენობა. სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა სადემონსტრაციო ოქმებსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდგომ.
____________________________________________________________________________________________
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში შეიტანეთ მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.
____________________________________________________________________________________________
□ საარჩევნო ყუთების დალუქვის დრო და საარჩევნო ყუთების ლუქების ინდივიდუალური ნომრები მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.
____________________________________________________________________________________________
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე მიუთითეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორებისთვის გადაცემული ბეჭდების ნომრები.
________________________________________________________________________________________________
□ რეკომენდებულია, კენჭისყრის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარესთან ერთად შეავსოთ საკონტროლო ფურცლის თვითკოპირებადი ფორმა (გარდა პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემებისა). ყურადღება მიაქციეთ, რომ საკონტროლო ფურცელს კომისიის ყველა დამსწრე წევრმა მოაწეროს ხელი.
________________________________________________________________________________________________
08:00 საათიდან
□ საარჩევნო უბანზე მოსული პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) შეიტანეთ საკონტროლო ფურცელში და ხელი მოაწერინეთ მას. პირველი ამომრჩევლის მონაცემები შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.
________________________________________________________________________________________________
ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისას გაითვალისწინეთ:
▪ თუ მარკირების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მისი ვინაობა უნდა მიუთითოთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.
▪ თუ ამომრჩევლის სახე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 29-31 გვერდებზე უნდა შეიტანოთ შესაბამისი მონაცემები და დაადასტუროთ ხელმოწერით. ჩანაწერთა წიგნს უნდა დაურთოთ თქვენ მიერ ხელმოწერით დადასტურებული ამომრჩევლის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი.
______________________________________________________________________________________________
09:00 საათიდან
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე აღნიშნეთ, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს და მიუთითეთ გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო.
________________________________________________________________________________________________
12:00 საათი
□ ამომრჩეველთა სიებში რეგისტრატორების მიერ დათვლილი კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა შეიტანეთ ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში.
________________________________________________________________________________________________
17:00 საათი
□ ამომრჩეველთა სიებში რეგისტრატორების მიერ დათვლილი კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა შეიტანეთ ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში.
________________________________________________________________________________________________
20:00 საათამდე
□ გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბანში დაბრუნებისთანავე შეამოწმეთ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ხელმოწერების, გამოუყენებელი ან/და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების რაოდენობის სისწორე. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით. ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემები გაითვალისწინეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსებისას.
კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეიტანეთ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე საარჩევნო უბანში საარჩევნო ყუთის დაბრუნების დრო.
________________________________________________________________________________________________
20:00 საათიდან ყუთის გახსნამდე
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე მიუთითეთ 20:00 საათისთვის რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
____________________________________________________________________________________________
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 26-ე და 27-ე გვერდზე შეიტანეთ ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი (მათი ამრჩევი/დამნიშნავი სუბიექტების მითითებით), ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა სხვა პირის სახელი, გვარი (მათი წარმდგენი ორგანიზაციის ან საარჩევნო სუბიექტის მითითებით) და ხელმოწერით დაამოწმებინეთ მათ.
____________________________________________________________________________________________
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე აღნიშნეთ:
□ კომისიის წევრებს შორის მთვლელების ფუნქციების წილისყრით გადანაწილების შედეგები;
□ წილისყრით გამოვლენილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მონაცემები, რომლებიც მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში;
□ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის მეთვალყურეობისათვის დამკვირვებელთაგან გამოვლენილი მეთვალყურეების მონაცემები.
გაითვალისწინეთ!
თუ კომისიის წევრი ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი უარს განაცხადებს წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, მისი მონაცემები უნდა შეიტანოთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 25-ე გვერდზე.
____________________________________________________________________________________________
□ მთვლელების მიერ დათვლილი ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა, ამომრჩეველთა რეგისტრატორების მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და სადემონსტრაციო ოქმებში.
____________________________________________________________________________________________
□ ცალ-ცალკე პაკეტებში ჩაალაგეთ ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების (ასეთების არსებობის შემთხვევაში) სამაგიდო ვერსიები, გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები. პაკეტში მოთავსებამდე გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს ჩამოაჭერით კუთხე.
____________________________________________________________________________________________
□ აღრიცხეთ იმ შემთხვევების რაოდენობა, რომლებიც ეხება ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში/ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შეუსაბამობას. აღნიშნული მონაცემი, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლის რაოდენობა შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 31-ე გვერდზე. დალუქეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი. დალუქულ პაკეტზე მიუთითეთ საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, დოკუმენტის სახეობა და დალუქვის ზოლზე მოაწერეთ ხელი.
საარჩევნო ყუთის გახსნა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა
____________________________________________________________________________________________
□ მთვლელების მიერ ბათილი საარჩევნო ბიულეტენებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობების დათვლის შემდგომ, კომისიის თავმჯდომარესთან ერთად შეამოწმეთ მონაცემების სისწორე. მიღებული შედეგები მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და შესაბამის კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში (სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში).
____________________________________________________________________________________________
□ კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეავსეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული მონაცემები.
კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანზე. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები უნდა დაამოწმოთ კომისიის სპეციალური ბეჭდით.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმები გაატარეთ რეგისტრაციაში სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში.
გაითვალისწინეთ!
საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.
აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და შესწორების ოქმის შედგენის წესი იხილეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაში - ნაწილი III, თავი III, ქვეთავი „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა“.
_____________________________________________________________________________________________
□ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლების გაცემისას (მოთხოვნის შემთხვევაში) კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ხელი მოაწერეთ და დაამოწმეთ კომისიის სპეციალური ბეჭდით. გაცემული ფოტოასლები გაატარეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. მიმღებ პირს ხელმოწერით დაადასტურებინეთ შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის მიღება.
გაითვალისწინეთ! კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან/შესწორების ოქმებთან დაკავშირებული კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.
____________________________________________________________________________________________
□ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისა და ფოტოასლების გაცემის შემდეგ დახურეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი და სარეგისტრაციო ჟურნალი, დაამოწმეთ თქვენი და კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერებით და საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
____________________________________________________________________________________________
გაითვალისწინეთ!
სარეგისტრაციო ჟურნალში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 21-ე - 24-ე გვერდებზე რეგისტრაციაში უნდა გაატაროთ კენჭისყრის დღეს შემოსული ყველა განცხადება/საჩივარი და განმცხადებელ/მომჩივანს გადასცეთ ცნობა, რომელშიც აღინიშნება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. ცნობა უნდა დაადასტუროთ ხელმოწერით.
კენჭისყრის დღის განცხადებასთან/საჩივართან დაკავშირებით კომისიის მდივნის მიერ განსახორციელებელი უფლებამოსილებები დეტალურად იხილეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის IV ნაწილში.
დანართი N5 - ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები
▪ არეგულირეთ კენჭისყრის შენობაში შემომსვლელ ამომრჩეველთა ნაკადი.
▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
▪ ულტრაიისფერი ფარნით შეამოწმეთ, აქვს თუ არა ამომრჩეველს მარკირება, და მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ამომრჩეველს მარკირება არ აქვს, მიეცით მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
▪ თვალყური ადევნეთ, რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან. თუ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორი ამომრჩეველი დგას, დროებით შეაყოვნეთ კენჭისყრის შენობაში მორიგი ამომრჩევლის შესვლა.
▪ მიუთითეთ ამომრჩეველს, მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო და ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში.
გაითვალისწინეთ!
✓ თუ ამომრჩეველს არ აღმოაჩნდება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, აუხსენით მას, რომ იგი ვერ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას.
✓ თუ ულტრაიისფერი ფარნით მარკირების შემოწმებისას გამოვლინდება, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა. ამომრჩევლის ვინაობა აცნობეთ კომისიის თავმჯდომარეს.
✓ ამომრჩეველი, რომელიც „ფიზიკური მდგომარეობის“, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის, გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას არ გადის მარკირების შემოწმების პროცედურას.
დანართი N6 - ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები
▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
▪ შეამოწმეთ, არის თუ არა ამომრჩეველი შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში და შეადარეთ ამომრჩევლის პირადი ნომერი ამომრჩეველთა სიაში არსებულ ნომერს.
▪ შეამოწმეთ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობა.
ყურადღება!
✓ თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად, სრულად ემთხვევა სიაში არსებულ მონაცემთაგან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი) სამი მაინც, ამომრჩეველი იღებს მონაწილეობს კენჭისყრაში.
✓ თუ ამომრჩევლის სახეს და წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში/ ამომრჩეველთა სიაში არსებულ ფოტოსურათს ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნევთ, აღნიშნული შეუსაბამობის დადასტურების თაობაზე მიმართეთ კომისიის თავმჯდომარეს და დაელოდეთ მის მითითებებს. თუ კომისიის თავმჯდომარე შეუსაბამობას არ დაადასტურებს, უფლება გაქვთ, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში მიუთითოთ თქვენი განსაკუთრებული აზრი, რასაც კომისიის მდივანთან ერთად ამოწმებთ ხელმოწერით. ამომრჩევლის სახის წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში/ამომრჩეველთა სიაში არსებულ ფოტოსურათთან შეუსაბამოდ მიჩნევის მიუხედავად, ამომრჩეველი იღებს მონაწილეობს კენჭისყრაში.
▪ ამომრჩეველს გაუკეთეთ მარკირება მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე, თუ აღნიშნული მოქმედების შესრულება შეუძლებელია - მარჯვენა ხელის სხვა თითებზე, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, იმავე წესით მარცხენა ხელზე.
გაითვალისწინეთ! თუ ამომრჩეველი უარს აცხადებს მარკირებაზე, მას არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და არ უნდა გადასცეთ საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
▪ ხელი მოაწერეთ ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ.
▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, ამომრჩეველთა სიაში თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით დაადასტუროს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღება.
გაითვალისწინეთ!
თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველს, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, უნდა მიუთითოთ ხელი მოაწეროს იმავე გრაფაში. ამასთან, აღნიშნულის თაობაზე უნდა დაწეროთ ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის სახელის, გვარის და სიაში მისი რიგითი ნომრის აღნიშვნით).
▪ საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას ხელი მოაწერეთ ბიულეტენის/ბიულეტენების უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და დაამოწმეთ რეგისტრატორის ბეჭდით.
▪ გადაეცით ამომრჩეველს თქვენ მიერ ხელმოწერილი და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
ყურადღება!
თუ თქვენ ან ამომრჩეველს გაგიფუჭდებათ საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები, ეს დაუყოვნებლივ აცნობეთ კომისიის თავმჯდომარეს და ამომრჩეველს გადაეცით ახალი (თქვენ მიერ ხელმოწერილი და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული) საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
▪ მიუთითეთ ამომრჩეველს, შევიდეს კენჭისყრის კაბინაში.
გაითვალისწინეთ!
✓ ამომრჩეველი, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას, არ გადის მარკირების პროცედურას. ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ უნდა გააკეთოთ ჩანაწერი „ფიზიკური მდგომარეობა“ და აღნიშნული დაადასტუროთ ხელმოწერით.
✓ რეკომენდებულია 10:00, 12:00, 15:00 და 17:00 საათებზე, კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად, კომისიის თავმჯდომარის დავალებით გადაითვალოთ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების, თქვენ მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობები და მონაცემები აცნობოთ კომისიის თავმჯდომარეს. გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის დადგენა შესაძლებელია კომისიის თავმჯდომარისგან მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობასთან რეგისტრატორთან დარჩენილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის შედარებით.
თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, დაუყოვნებლივ უნდა დაწეროთ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კვლავ უნდა განახორციელოთ მონაცემთა სისწორის გადამოწმება.
ზემოაღნიშნულ მონაცემთა სისწორის გადამოწმება ასევე უნდა განახორციელოთ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციის დროებით გადაცემის შემთხვევაში.
✓ ამომრჩეველი, რომელსაც ერთიან სიაში მინიჭებული აქვს სტატუსი „იმყოფება უცხოეთში“ ან „საკონსულო აღრიცხვაზეა“ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ზოგადი წესით.
დანართი N7 - გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები
▪ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე.
▪ კენჭისყრის დღის 9 საათიდან კომისიის თავმჯდომარემ უნდა გადმოგცეთ:
✓ გადასატანი საარჩევნო ყუთის სია;
✓ ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული საჭირო რაოდენობის შესაბამისი სახეობის საარჩევნო ბიულეტენები;
✓ სპეციალური კონვერტები (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების შესაბამისად);
✓ დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთი, რომელშიც მოთავსებული უნდა იყოს საკონტროლო ფურცელი;
✓ გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქი (გადასატანი საარჩევნო ყუთი ილუქება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის დასრულების შემდგომ).
▪ ამომრჩეველთან მისვლისას სთხოვეთ მას, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
▪ შეადარეთ ამომრჩევლის პირადი ნომერი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებულ პირად ნომერს.
▪ შეამოწმეთ წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობა.
ყურადღება!
თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან და სქესთან ერთად, სრულად ემთხვევა სიაში არსებულ მონაცემთაგან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი) სამი მაინც, ამომრჩეველი იღებს მონაწილეობს კენჭისყრაში.
▪ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ხელმოწერით დაადასტურეთ საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემა.
▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით დაადასტუროს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღება.
ყურადღება!
თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველს, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, უნდა მიუთითოთ ხელი მოაწეროს იმავე გრაფაში. ამასთან, აღნიშნულის თაობაზე უნდა დაწეროთ ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის სახელის, გვარის და სიაში მისი რიგითი ნომრის აღნიშვნით).
▪ ამომრჩეველს გადაეცით ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
▪ ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის/ბიულეტენების შევსების შემდეგ მიუთითეთ აიღოს სპეციალური კონვერტი და მოათავსოს მასში საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, მოათავსოს სპეციალური კონვერტი გადასატან საარჩევნო ყუთში.
▪ კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი იმგვარად დალუქეთ, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა.
▪ კენჭისყრის დღის არაუგვიანეს 20 საათისა გადასატანი საარჩევნო ყუთი დააბრუნეთ საარჩევნო უბანზე.
▪ კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ კომისიის მდივანს გადაეცით გამოუყენებელი/ გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური კონვერტები და კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გაითვალისწინეთ!
✓ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა მიმართ მარკირება არ გამოიყენება.
✓ „ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ გააკეთეთ ჩანაწერი „ფიზიკური მდგომარეობა“ და აღნიშნული ხელმოწერით დაადასტურეთ.
✓ „ფიზიკური მდგომარეობის“ მქონე ამომრჩევლის (აგრეთვე იმ ამომრჩევლის, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის შევსება) ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს ავსებს, სპეციალურ კონვერტში ათავსებს და კონვერტს გადასატან საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისადა დამკვირვებლისა).
✓ თუ დაირღვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ კომისიის თავმჯდომარეს, შეადგინეთ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით და ხელი მოაწერინეთ თანმხლებ პირებს.
დანართი N8 - საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები
▪ მუდმივად უნდა იმყოფებოდეთ საარჩევნო ყუთთან.
▪ უნდა აკონტროლოთ საარჩევნო ყუთი და სპეციალური კონვერტები.
▪ დახურული უნდა გქონდეთ საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.
▪ კენჭისყრის კაბინიდან ამომრჩევლის გამოსვლის შემდეგ მიუთითეთ მას, განცალკევებით მდგარი მაგიდიდან დამოუკიდებლად აიღოს ერთი სპეციალური კონვერტი და მოათავსოს მასში გადაკეცილი საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
განუმარტეთ ამომრჩეველს, ხმის მიცემის შემდეგ გამოყენებული კალმისტარი დატოვოს კენჭისყრის შენობაში განთავსებულ სპეციალურ კონტეინერში.
▪ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი სპეციალური კონვერტი აქვს, უნდა გახსნათ საარჩევნო ყუთის ჭრილი და მიუთითოთ ამომრჩეველს სპეციალური კონვერტი მოათავსოს საარჩევნო ყუთში.
▪ სპეციალური კონვერტის საარჩევნო ყუთში მოთავსების შემდეგ სთხოვეთ ამომრჩეველს, დატოვოს საარჩევნო უბანი.
გაითვალისწინეთ!
✓ მხოლოდ ამომრჩეველს აქვს უფლება, საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენების მოათავსოს სპეციალურ კონვერტში. გამონაკლისია „ფიზიკური მდგომარეობის“ მქონე ამომრჩეველი, რომლის ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს სპეციალურ კონვერტში ათავსებს და კონვერტს საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი, რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებაში.
✓ საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება.
✓ საარჩევნო კომისიის წევრს არ აქვს უფლება, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
✓ უფლება გაქვთ, სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის/ბიულეტენების მოთავსებამდე ამომრჩეველს მოსთხოვოთ გიჩვენოთ, რომ მას ხელში დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი (ისე რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობა) და ერთი სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.
დანართი N9 - ფოტოვიდეოგადაღება საარჩევნო უბანზე
(მომზადებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილების მიხედვით)
კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით დაუშვებელია:
← კენჭისყრის კაბინის ფოტოვიდეოგადაღება, რათა არ გამჟღავნდეს ამომრჩევლის არჩევანი;
← ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსიის და სხვა ისეთი ინფორმაციისა ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას.
კენჭისყრის პროცესის ხელშეუშლელად მიმდინარეობის უზრუნველყოფის მიზნით:
← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ;
← საარჩევნო კომისიის წევრებმა ინტერვიუ უნდა მისცენ კენჭისყრის პროცესში მათ მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე.
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:
← ამომრჩეველს − ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში;
← საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებს;
← საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში (ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს);
← შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს (ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების არაუმეტეს 2 წარმომადგენელს);
← შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებს (ერთი და იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს);
← ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს (ერთი და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს) (მათ შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი)).
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით:
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი.
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით:
← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაიღონ საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცესი იმ პერიოდში, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) აძლევენ ხმას, რის შემდეგაც ფოტოვიდეოგადამღები აპარატები გატანილი უნდა იქნეს კენჭისყრის შენობიდან.
← ერთსა და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ერთხელ, არაუმეტეს 10 წუთისა ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს ნებისმიერი ადგილიდან, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფით.
← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს (მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ ფოტოვიდეოგადაღება აწარმოონ 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში) შეუძლიათ კენჭისყრის დღეს მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსებული სტაციონარული ფოტოვიდეოგადამღები აპარატის მეშვეობით. ამ ადგილიდან უნდა ჩანდეს საარჩევნო ყუთი.
-----------------------
* აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არის განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველი, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში − მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
** აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა არის ხარვეზის დადგენის გარეშე განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
*** აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არ შეიძლება გახდე სგანცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი, მაგრამ შეიძლება გახდეს მხარის საჩივრის განხილვაზე დაბარების შეუძლებლობის საფუძველი.
-----------------------
I
II
III
IV
V
VI
I
II
III
IV
V
VI
გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა
გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა
ნიმუში
გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა
გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა
I
I
I
I
I
I
I
I
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
II
II
II
II
II
II
II
II
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
III
III
III
III
III
III
III
III
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
დარღვევებზე რეაგირება
დარღვევებზე რეაგირება
დარღვევებზე რეაგირება
დარღვევებზე რეაგირება
დარღვევებზე რეაგირება
დარღვევებზე რეაგირება
დარღვევებზე რეაგირება