საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 100%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 93%
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №20/2020 |
|
2020 წლის 24 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”მე-14 მუხლის მე-3პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების ა და 77–ე მუხლის მე-5 პუნქტის
საფუძველზე,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი,დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
📎 დანართები (1)
დანართი 1 ცვ_ით.doc DOC ⬇
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია
დამტკიცებულია ცესკოს 2020 წლის 24 აგვისტოს N20/2020 დადგენილებით
წარმოდგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სასწავლო მიზნებისთვის. სახელმძღვანელო ინსტრუქცია მომზადებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ცესკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ცესკოს 2020 წლის 23 ივლისის N16/2020 დადგენილების საფუძველზე. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრული სახით გაცნობის მიზნით, იხილეთ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ცესკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
სარჩევი
ნაწილი I. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი 5
თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება 6
საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა 6
საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები 6
საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები 7
საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები 8
საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში 9
თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი 9
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება 9
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა 10
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი 11
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 12
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი 12
ნაწილი II. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში 14
თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება და კომისიის პირველი სხდომის ორგანიზება 15
საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი 15
საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა 15
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/ კომისიის მდივნის არჩევის წესი 15
თავი II. ამომრჩეველთა სიების შედგენის, გამოქვეყნებისა და მონაცემთა გადამოწმების წესი 16
ამომრჩეველთა ერთიანი სია 16
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი 17
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება 17
ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 18
ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებთან/ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი 18
ამომრჩეველთა სპეციალური სია 19
ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სია - საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი 20
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი 22
თავი III. მზადება კენჭისყრის დღისთვის 23
საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის 23
კენჭისყრის შენობის მოწყობა 25
ნაწილი III. საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია 26
თავი I. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია 27
დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია 27
დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა 29
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია 30
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია 31
თავი II. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენა/რეგისტრაცია 33
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატების წარდგენა 33
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია 33
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიების შემოწმება 34
მხარდამჭერთა სიების შემოწმება 35
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია 37
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმა/საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება 39
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება 39
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა 39
ნაწილი IV. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდში 41
თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაცია/კომუნიკაცია 42
თავი II. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში 42
დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება 42
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა 44
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება 44
თავი III. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 45
კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 45
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა 46
ნაწილი V. საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/ საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები 47
თავი I. საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 48
თავი II. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის წარდგენა და რეგისტრაცია 49
განცხადება/საჩივრის შემდგენი პირები და მათი უფლებები საუბნო და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში 49
საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია 49
ხარვეზის დადგენის წინაპირობები და განუხილველად დატოვების საფუძვლების შემოწმება 50
თავი III. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის განხილვა 52
თავი IV. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვა 54
თავი V. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა და წესი 54
ნაწილი VI. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები 55
თავი I. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატისა და მერობის კანდიდატის წარდგენა/რეგისტრაცია 56
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია 56
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიების შემოწმება 57
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია 58
თავი II. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 59
არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 59
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა 60
ნაწილი I საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება
საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 19; მუხლი 20)
საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან:
← 5 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია (5 წლის ვადით);
← 6 წევრს ნიშნავენ პარტიები (ეს წევრები ინიშნებიან არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდებათ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე);
← 1 წევრს ირჩევს ცესკო (აირჩევა არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე).
ყურადღება!
პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა (31 ოქტომბერი), გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. ამის თაობაზე პარტიამ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21; მუხლი 1102; მუხლი 196.7; ცესკოს 2020 წლის 10 ივლისის №52/2020 და 53/2020 განკარგულებები)
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია (იხ. დანართი N1) მის სამოქმედო ტერიტორიაზე სრულად ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის:
← საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;
← განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;
← დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
← განკარგულებით ანიჭებს ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს;
← განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
← საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, ადგენს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
← განკარგულებით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
← უზრუნველყოფს ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია (იხ. დანართი N1) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ნაწილობრივ, მათ შორის:
4 საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას;
4 ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მონაწილეობს საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტებაში;
4 დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
4 საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, დამკვირვებლების რეგისტრაციისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის მიზნით იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას;
4 იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს, გარდა იმ განცხადებების/საჩივრებისა, რომლითაც მოთხოვნილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა (შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს და უგზავნის სამართალდარღვევის განმხილველ უფლებამოსილ ორგანოს);
4 ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაგზავნას;
4 დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებიდან იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
4 უზრუნველყოფს ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას.
საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები
(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 8; მუხლი 20; მუხლი 22; მუხლი 25.21; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი ‒ მუხლი 2; მუხლი 4; მუხლი 9.4; საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი ‒ მუხლი 1)
საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:
← კომისიის თავმჯდომარე;
← თავმჯდომარის მოადგილე;
← კომისიის მდივანი.
კომისიის თავმჯდომარე:
← უძღვება კომისიის სხდომას;
← განკარგავს კომისიის ფინანსურ სახსრებს;
← საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს - დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;
← განკარგულებით იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს და განსაზღვრავს პირველი სხდომების დღის წესრიგს;
← საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე (სხდომის მიმდინარეობისას სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია);
← ბრძანებით განსაზღვრავს საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობას;
← საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრუ- ლი საფუძვლის არსებობისას, ამავე კოდექსისა და „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ცესკოს 2012 წლის 2 მარტის N8/2012 დადგენილების შესაბამისად, გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
თავმჯდომარის მოადგილე:
← ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
კომისიის მდივანი:
← ანაწილებს კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კორესპონდენციას;
← ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს, ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს;
← განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
← განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
← განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს.
საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 30.1.ბ; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 4; მუხლი 7)
საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:
← კომისიის განკარგულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;
← კომისიის თავმჯდომარის ბრძანება;
← კომისიის მდივნის განკარგულება;
← კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები.
საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 45.4.ა; მუხლი 45.9-10; მუხლი 46.4)
როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია იღებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებიდან იმ შენობა-ნაგებობების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), აგრეთვე ინფორმაციას სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების თაობაზე. ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ ინფორმაციას უგზავნის ცესკოს და შესაბამის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ‒ ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცესკოს.
როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ გადაცემული წინასაარჩევნო კამპანიისთვის (აგიტაციისთვის) გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის გასაჯაროებას მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, აგრეთვე ამ შენობა-ნაგებობების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდებიან, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).
საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა მიმართვაზე თანხმობად ჩაითვლება.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა.
თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9; მუხლი 10)
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან მისი მოადგილის მოთხოვნით იწვევს კომისიის სხდომას.
კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს განცხადებას სხდომის მოწვევის შესახებ, სხდომის თარიღის, ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.
თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ:
← ცესკოს წევრებსა და ცესკოს წარმომადგენლებს;
← ცესკოს აპარატის და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს;
← ცესკოს მდივნის ან/და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;
← საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში;
← ცესკოს მდივნის ან/და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს;
← ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს ორ დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად;
← კონკრეტული საკითხის/საკითხების განსახილველად მოწვეულ დაინტერესებულ მხარეებს (რომლებიც დღის წესრიგით გათვალისწინებულ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომას).
კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირებს, კომისიის სხდომისთვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეოგადაღება, ცესკოს 2017 წლის 21 აგვისტოს N33/2017 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება დამრღვევი პირის (მათ შორის, კომისიის წევრის) კომისიის სხდომიდან გაძევების შესახებ, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევებასაც. თუ დამრღვევი პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას, კომისიის თავმჯდომარე მიმართავს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.
ყურადღება!
საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის თაობაზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი (თანამდებობის პირი) და დაუყოვნებლივ აგზავნის შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმების შესახებ (საქართველოს საარჩევნო კოდექსი - მუხლი 911; მუხლი 93.1).
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.3; მუხლი 42.5; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9; მუხლი 10)
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი დავალებით - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის (12 წევრი) უმრავლესობა (კომისიის არანაკლებ 7 წევრი). კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.
კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
საარჩევნო კომისიის წევრებს ან/და კომისიის თანამშრომლებს, როგორც განსახილველ საკითხზე მომხსენებლებს, სხდომაზე გამოსვლისათვის ეძლევათ არაუმეტეს 10 წუთისა და საჭიროებისამებრ, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება დაემატოთ არაუმეტეს 5 წუთისა.
კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ, სხდომაზე დასწრების უფლების მქონე და განსახილველი საკითხის განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ პირებს შეიძლება მიეცეთ დრო, რომელიც უნდა იყოს გონივრული და ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ერთსა და იმავე საკითხზე, ერთსა და იმავე პირის მიმართ, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებისამებრ, დამატებითი დროის გამოყოფის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.
ყურადღება!
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს აქვს უფლება, შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომაზე მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.
სხდომაზე საკითხის განხილვის პროცესში მხარეებისათვის და მხარის მიერ კითხვების დასმა და მასზე პასუხების გაცემა დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.4; მუხლი 8.5; მუხლი 8.6; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7; მუხლი 10)
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საარჩევნო კოდექსით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 4 წევრი).
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა, გარდა საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას (არანაკლებ 7 ხმა) და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გაუქმების, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნის და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას (მიიღება სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით).
კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისია, კომიისის თავმჯდომარე და მდივანი ვალდებული არიან განკარგულება ხელმოწერისთანავე გამოაკრან საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის. ამასთან, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება გადაუგზავნოს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.7-9; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9; მუხლი 10)
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება სხდომის ოქმში. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის მდივანი სხდომის ოქმს აფორმებს სხდომიდან 1 დღის ვადაში, ხოლო ოქმზე უთითებს სხდომის გამართვის თარიღს.
ყურადღება!
კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს.
განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 71.9. 75.8, 77.29; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 11)
საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალები - კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული წერილების სარეგისტრაციო, ასლის გაცემის/დამოწმების სარეგისტრაციო და საკონკურსო განაცხადების აღრიცხვის ჟურნალები, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მდივნის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წლით არჩეულ წევრთაგან ერთ-ერთი, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია კომისიის წევრის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე პერსონალი (გარდა კენჭისყრის დღისა).
ყურადღება!
კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
კომისია კორესპონდენციას/დოკუმენტებს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციას/დოკუმენტებს) იღებს სამუშაო დღის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცესკოს თავმჯდომარის 2019 წლის 22 ნოემბრის N01-168 ბრძანების დანართით N2 განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიების საქმისწარმოების წესის შესაბამისად.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებულ განცხადებებს/ საჩივრებს არ გააჩნია იურიდიული ძალა და არ განიხილება კომისიის მიერ.
ყოველი დღის 18:00 საათზე (გარდა კენჭისყრის დღისა) კომისიის უფლებამოსილი პირი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალებს, თუ სამუშაო დღის განმავლობაში რეგისტრაციაში გატარდა განცხადება/წერილი/საკონკურსო განაცხადი ან სხვა სახის კორესპონდენცია. ამ მიზნით, თითოეული სახის ჟურნალში უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ კეთდება ჩანაწერი „ჟურნალი დაიხურა“, ზუსტი დროს მითითებით, რასაც კომისიის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით. ჟურნალის/ჟურნალების დახურვის შემდეგ იკრძალება მასში რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.
ყურადღება!
ნებისმიერი განცხადება, რომელიც წარედგინება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, ავტომატურად ითვლება ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვად.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტაციას აგზავნის „გასული წერილის“ სახით. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია დაიტოვოს ამ დოკუმენტაციის ასლები.
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიცემა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით).
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს.
კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე.
ნაწილი II საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება და კომისიის პირველი სხდომის ორგანიზება
საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 24.1,2,4)
საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან:
4 6 წევრს ნიშნავენ პარტიები;
4 6 წევრს კონკურსის საფუძველზე ირჩევს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ მას მხარს დაუჭერს, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული 3 წევრი მაინც. არჩევის პროცედურაში არ მონაწილეობს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი). დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში რომელიმე დონის საარჩევნო კომისიის წევრად პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დანიშნული.
საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.23; მუხლი 25.21)
საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (1 ოქტომბერი). პირველი სხდომა მოიწვევა ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, რის თაობაზეც ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე გამოსცემს განკარგულებას და განსაზღვრავს პირველი სხდომების დღის წესრიგს. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ კომისიის არანაკლებ 7 წევრი. სხდომას, კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე, ხელმძღვანელობს კომისიის უხუცესი წევრი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/ კომისიის მდივნის არჩევის წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 25)
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი ირჩევა კომისიის პირველივე სხდომაზე კომისიის წევრთაგან, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კომისიის წევრები.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ/ კომისიის მდივნად ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ/ კომისიის მდივნად დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და ხმა მისცეს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ.
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში, ხოლო ოქმზე მიეთითება სხდომის გამართვის თარიღი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.
თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც კენჭისყრისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.
თავი II. ამომრჩეველთა სიების შედგენის, გამოქვეყნებისა და მონაცემთა გადამოწმების წესი
ამომრჩეველთა ერთიანი სია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31)
ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სხვა შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებაზე.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:
← გვარი, სახელი;
← დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
← მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მოიცავს აგრეთვე საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს);
← საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
← ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);
← ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;
← სქესი;
← ფოტოსურათი (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში).
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.11; მუხლი 34.1)
ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს არაუგვიანეს პირველი შეკრების დღისა (კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღე - 1 ოქტომბერი) გადასცემს ცესკოს მიერ დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია).
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია - ფოტოსურათების გარეშე) და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა (29 ოქტომბერი) გადაეცემა დაზუსტებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები (კედლის სია), ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები (სამაგიდო სია).
ყურადღება!
კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას დაზუსტებული ვერსია უნდა გამოიკრას.
დაუშვებელია სამაგიდო სიის და მისი ასლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.7-71)
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას და ამომრჩეველს უფლება აქვს გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ვერსიას, ხოლო ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (13 ოქტომბერი), მოითხოვონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა.
ყურადღება!
ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხორციელდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.
ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებები შეიტანება როგორც ძირითად ან/და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიაში.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის თაობაზე წარდგენილ განცხადებებს დაუყოვნებლივ გადასცემს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისია ‒ დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.
ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21.მ; მუხლი 26.2; მუხლი 31.8-9)
საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივითა და განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ძირითადი/დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია, განცხადებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წინადადებების (სიებში ცვლილების შეტანის შესახებ - ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (15 ოქტომბერი).
ყურადღება!
ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. მიმართვის შემთხვევაში სააგენტო/სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულები არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებას ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ უგზავნის ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებას, ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ, დაუყოვნებლივ უგზავნის ცესკოს, ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებთან/ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.10)
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს.
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში.
სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა (18 ოქტომბერი), უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიამ სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიამ, ასევე, ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიამ სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ, განკარგულებით უნდა შეიტანოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.
ამომრჩეველთა სპეციალური სია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32; მუხლი 31.12)
საოლქო საარჩევნო კომისია (როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია) კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (28 ოქტომბერი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიებს, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ ვერსიებს.
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ფოტოსურათით ან ფოტოსურათის გარეშე.
საოლქო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყავს:
← საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (საოლქო საარჩევნო კომისიას ეს პირები სიაში შეჰყავს წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (26 ოქტომბერი));
← ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან (ამ პირთა სიას სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი));
← ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი));
← ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი));
← საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არჩევნების დღეს მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა (6 ოქტომბერი), ხოლო სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით - კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი)). სპეციალურ სიაში ასევე შეიტანება ამ კატეგორიის ამომრჩევლის შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყების და დასრულების თარიღები.
სპეციალური სიების შედგენის შემდეგ, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია იმ ამომრჩეველთა მონაცემებს, რომლებიც შეყვანილები არიან სხვა უბნის სპეციალურ სიებში, გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სპეციალურ სიაში შეყვანილი ან სხვა უბნის სპეციალურ სიაში გადაყვანილი ამომრჩეველი უნდა მოძებნოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სამაგიდო და ასევე კედლის სიაში) და მისი გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.
ყურადღება!
სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.
თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (13 ოქტომბერი) ვერ მოასწრო მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან), განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში მისი რეგისტრაციის საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ (ამომრჩევლის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში). ამომრჩეველს უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება დაუყოვნებლივ.
ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სია - საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 200)
ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) წერილობითი ან სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო (როგორც ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას) ან საუბნო საარჩევნო კომისიას.
შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირი ამომრჩევლის განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და განცხადების მიღებას ადასტურებს ხელმოწერით. წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის პირადი ნომერი. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილმა პირმა სარეგისტრაციო ჟურნალში უნდა მიუთითოს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დრო, ტელეფონის ნომერი, ამომრჩევლის სახელი, გვარი, მისი პირადი ნომერი და იმ ადაპტირებული საარჩევნო უბნის ნომერი, სადაც იგი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღებას კომისიის უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.
ყურადღება!
ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში, ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილმა საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მიაწოდოს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე შექმნილმა საუბნო საარჩევნო კომისიამ - დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.
როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული, მათ შორის, ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციისა და, აგრეთვე, მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი), ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას (საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია)).
ყურადღება!
ადაპტირებულ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.
კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა, საოლქო საარჩევნო კომისია როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიას (სამაგიდო სია).
ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმაციას აწვდის იმ საუბნო საარჩევნო კომისიას რომლის უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველიც იქნა შეყვანილი სპეციალურ სიაში. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობის“ აკეთებს ჩანაწერს „ეტლით მოსარგებლეა“. ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32.8; მუხლი 33; მუხლი 34.2.ე)
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.
ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ თუ:
← იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან);
← ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა. ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს.
ყურადღება!
დადგენილი ზღვრული რაოდენობის შევსების შემდეგ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ყოველი ახალი შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.
საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებებს განიხილავს და ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე მეტის შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე მეტის შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ და დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.
საუბნო საარჩევნო კომისიას, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ამომრჩეველთა სპეციალური სიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, შეჰყავს ამომრჩეველი, რომელიც:
← სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
← იმყოფება პატიმრობაში;
← იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში;
← მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;
← არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურე და სპეციალური წოდების მქონე პირი და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;
← მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „გადასატანი ყუთი“ (ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ასევე აღინიშნება ამომრჩევლის შეყვანის მიზეზი) და დადასტურდეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ერთიან ან სპეციალურ სიაში.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.
თავი III. მზადება კენჭისყრის დღისთვის
საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.9-11)
კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით კენჭისყრის დღემდე ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემენ ყველა საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციას და ინვენტარს, კერძოდ:
საარჩევნო დოკუმენტაციას:
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის სია; სამაგიდო სია - კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა);
← ამომრჩეველთა სპეციალურ სიას, ასეთის არსებობის შემთხვევაში (კედლის სია; სამაგიდო სია - კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის სია, სამაგიდო სია) ბლანკებს;
← ამომრჩეველთა ბარათებს;
← საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს;
← სპეციალურ კონვერტებს;
← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);
← საკონტროლო ფურცლებს;
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს და „შესწორების ოქმის“ ფორმებს;
← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმს/ოქმებს.
საარჩევნო ინვენტარს:
← ძირითად და გადასატან გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებს;
← საარჩევნო ყუთების ლუქებს;
← კენჭისყრის კაბინებს;
← მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);
← საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს;
← რეგისტრატორების სპეციალურ ბეჭდებს;
← ასლგადამღებ მანქანას;
← სამელნე ბალიშებს.
სხვა საარჩევნო მასალას:
← პარტიულ სიებს, კანდიდატთა სიას;
← საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას;
← ამონარიდს კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;
← საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს და სხვა.
ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა, რა დროსაც დგება მიღება-ჩაბარების აქტი ორ ცალად.
მიღება-ჩაბარების აქტში აღინიშნება:
← მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები;
← სპეციალური კონვერტების რაოდენობა;
← ბიულეტენთა სახეობა;
← ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით);
← მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა.
მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები. აქტის ერთი ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მეორე გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. მიღება-ჩაბარების აქტი არის საჯარო ინფორმაცია.
ყურადღება!
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების სისწორეს და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობის შესაბამისობას მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებთან. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.
კენჭისყრის შენობის მოწყობა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 58.4; მუხლი 58.5)
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა მოაწყონ კენჭისყრის შენობა. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მოაწყოს:
← ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდები;
← ყოველი 500 ამომრჩევლისთვის არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა, სადაც უნდა იყოს ერთი კალმისტარი;
← მაგიდა სპეციალური კონვერტებისთვის (უნდა იდგეს საარჩევნო ყუთთან ახლოს);
← აწყობილი, დაულუქავი საარჩევნო ყუთები.
კენჭისყრის შენობაში გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილას ისე უნდა იყოს მოთავსებული, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს მასთან და სპეციალური კონვერტის ჩაგდების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვოს საარჩევნო უბანი.
კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
← ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
← პარტიული სიები;
← კანდიდატთა სია;
← ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;
← ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;
← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი/ოქმები.
ყურადღება!
თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.
ნაწილი III საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია
თავი I. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია
დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.2; მუხლი 40)
ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (21 ოქტომბერი), განცხადებით მიმართოს, როგორც ძირითად, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას და წარუდგინოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერი გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით). განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის/ოლქების დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.
ყურადღება!
ორგანიზაციის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.
მოთხოვნის შემთხვევაში, ცესკოს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ, წერილობით აწვდის ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/ დადასტურების მიზნით.
თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია აკმაყოფილებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას არ აქვს უფლება, მას უარი უთხრას რეგისტრაციაზე.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. ასეთ შემთხვევაში კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლება-მოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა არის აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (26 ოქტომბერი) ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს/დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას) უნდა წარუდგინოს საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში/კომისიებში დანიშნული დამკვირვებელთა სია და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
დამკვირვებელთა სიაში უნდა აღინიშნოს:
← დამკვირვებლის ვინაობა (სახელი, გვარი; რეგისტრაციის ადგილი; საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი);
← საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი/უბნები, სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.
საარჩევნო კომისიაში წარდგენილ განცხადებას აგრეთვე უნდა ერთოდეს შესაბამის საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია ელექტრონული ფორმით excel ფორმატში, CD ან სხვა ელექტრონული მატარებლის სახით (ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნის განცხადების დანართის ელექტრონული ფორმის დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №297/2016 განკარგულება).
ყურადღება!
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები განსაზღვრულია ცესკოს 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებით.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.4), გარდა:
4 მოსამართლისა;
4 საარჩევნო კომისიის წევრისა;
4 პროკურატურის თანამდებობის პირისა;
4 საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;
4 სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლისა;
4 პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლისა;
4 “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;
4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;
4 მუნიციპალიტეტის მერისა და მისი მოადგილისა;
4 საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა.
დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 40.9-10)
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა განკარგულებით რეგისტრაციაში გაატაროს დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლების მოწმობები.
მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია დამკვირვებლებზე გასცემს დამკვირვებლის მოწმობას - ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და მდივნის ხელმოწერით დამოწმებულ მოწმობას (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან). დამკვირვებლის მოწმობა იმავდროულად წარმოადგენს დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს, ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/პასპორტთან ერთად.
ყურადღება!
ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილია, კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელოს შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42)
ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:
4 ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი;
4 სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
4 საარჩევნო კომისიის წევრი;
4 ადგილობრივი დამკვირვებელი;
4 პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი.
ყურადღება!
ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლი არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნოს ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებული პირის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, პირს უუქმდება წარმომადგენლის რეგისტრაცია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია.
საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი. ამ მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, ხოლო საოლქო (როგორც ძირითად, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში) და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის თაობაზე, საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიემართოს იმ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერაც იქნა რეგისტრაციაში გატარებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.
იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს განცხადება (შესაბამისი დოკუმენტაცია) და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შესაბამის განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში.
განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის:
← გვარი, სახელი;
← მისამართი;
← საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).
განცხადებას თან უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის წარმომადგენლის სამკერდე ნიშანი, რომელიც ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ან საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.
მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრირებულ წარმომადგენელს გადასცემს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და მდივნის ხელმოწერით დამოწმებულ წარმომადგენლის მოწმობას (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან).
ყურადღება!
საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღის წინა დღისა (30 ოქტომბერი) და კენჭისყრის დღისა (31 ოქტომბერი), დანიშნოს/გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები განსაზღვრულია ცესკოს 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებით.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 44)
რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს უფლება აქვთ წარმომადგენლების აკრედიტაციის მიზნით, განცხადება წარუდგინონ როგორც ძირითად, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (26 ოქტომბერი). პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის. იგი იმავდროულად არ შეიძლება იყოს:
4 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
4 დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი;
4 სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი.
ყურადღება!
იმ შემთხვევაში თუ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის შესახებ განცხადებით მიმართავს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, კომისია იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში დაუყოვნებლივ აგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას.
განცხადებას თან უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები. ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში, განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ ესაჭიროებათ უცხოური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.
საარჩევნო კომისიაში წარდგენილ განცხადებას აგრეთვე უნდა ერთოდეს შესაბამის საარჩევნო კომისიებში დანიშნული წარმომადგენლების სია ელექტრონული ფორმით ე.წ. excel ფორმატში, CD ან სხვა ელექტრონული მატარებლის სახით (ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციისათვის წარსადგენი განცხადების დანართის ელექტრონული ფორმის დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №298/2016 განკარგულება).
ყურადღება!
ორგანიზაციის აკრედიტაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობის და გადამოწმების შესაძლებლობით. მოთხოვნის შემთხვევაში, ცესკოს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი საოლქო საარჩევნო კომისიას წერილობით, დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/ დადასტურების მიზნით.
განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენელს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მას იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.
მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია აკრედიტებულ წარმომადგენელს გადასცემს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და მდივნის ხელმოწერით დამოწმებულ მოწმობას (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან ).
აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ხელმძღვანელობაზე /წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა შესაბამისი პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.
კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა.
თავი II. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენა/რეგისტრაცია
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატების წარდგენა
(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 116.2)
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ‒ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი.
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია
(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 361; მუხლი 116.3-7,9)
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს შეუძლია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57ე დღისა (4 სექტემბერი) განცხადებით მიმართოს როგორც ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
ყურადღება!
იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის:
← სახელი, გვარი;
← დაბადების თარიღი;
← პროფესია;
← თანამდებობა (საქმიანობა);
← სამუშაო ადგილი;
← რეგისტრაციის ადგილი;
← პარტიულობა;
← საქართველოში ცხოვრების ვადა;
← წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა (არა ნაკლებ 5 წევრი) და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ყურადღება!
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი.
განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს:
4 საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე;
4 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
4 უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
4 2 ფოტოსურათი.
იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, როგორც დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისევე ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.
თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. შესწორებული საბუთები არა უგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
ყურადღება!
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია, შესწორებულ დოკუმენტაციას, დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიების შემოწმება
(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 115.7-11; 116; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №11/2014)
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50ე დღისა (11 სექტემბერი) საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს:
4 ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა (1 ცალად);
4 სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად);
4 კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.
ყურადღება!
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩ ეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელე ბული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლა მენტის წევრად.
მხარდამჭერთა სიები საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება საინიცი ატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, დალუქული დოკუმენტაციის ლუქზე ხელს აწერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამშრომელი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლი.
ყურადღება!
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით.
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია. ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს საინიციატივო ჯგუფის მიერ დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი მხარდამჭერთა სიები. შემოწმების შესახებ დასკვნას, როგორც ძირითადი, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია წარუდგენს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ.
მხარდამჭერთა სიების შემოწმება
(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 38; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №11/2014)
მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს. კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შემოწმება სრულდება მისი წარდგენი დან 3 დღეში.
მხარდამჭერთა სიების შემოწმების დროს საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამისილი თანამშრომელი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ლუქის მთლი ანობას და ხსნის ლუქს, რის შემდგომაც ითვლება წარმოდგენილი ხელმოწერების რაოდენობა. თუ ხელმოწერების რაოდენობა აკმაყოფილებს დადგენილ მინიმალურ ოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამისილი თანამშრომლის მიერ თანმიმდევრობით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერები.
მხარდამჭერთა ხელმოწერები შესრულებული უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულებით დამტკიცებული ნიმუშის ბლანკზე. ბლანკს აქვს განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ყოველი პარტიისთვის/კანდიდატისთვის სხვადასხვაა და აღნიშნულია ბლანკის ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში. შესაბამის საარჩევნო კომისიაში, მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები ხელმომწერთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება და არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს.
ყურადღება!
თუ დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე შესრულებული ხელმოწერების გამოკლებით, დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველს უარი ეთქმევა საარჩევნო რეგისტრაციაზე.
მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:
4 მითითებულია მხარდამჭერი ამომრჩევლის: მხოლოდ სახელი; მხოლოდ გვარი; გვარი და მხოლოდ სახელის ინიციალი; სახელი და მხოლოდ გვარის ინიციალი; მხოლოდ ინიციალები;
4 სრულად არ არის მითითებული დაბადების რიცხვი და თვე (აღინიშნება ორნიშნა რიცხვით) და წელი (აღინიშნება ოთხ ნიშნა რიცხვით);
4 სრულად არ არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი 11- ნიშნა ნომერი;
4 სრულად არ არის მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.,10.09.2014), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის//საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს;
4 ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის//საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში;
4 არ ფიქსირდება ამომრჩევლის ხელმოწერა.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი უფლებამოსილია შერჩევითობის პრინციპით მხარდამჭერთა მონაცემები გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში, ამასთან საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვალდებულია ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმებისას, მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული მონაცემების გარდა, დამატებით ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი.
მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ასევე მიიჩნევა ბათილად თუ:
4 ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი (რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა);
4 ხელმომწერი პირი შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;
4 საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი.
ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის:
4 სახელი, გვარი;
4 პირადი ნომერი;
4 საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
4 ხელმოწერა;
4 ბლანკის შევსების თარიღი (რომელიც უნდა ემთხვეოდეს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს).
თუ შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, გაბათილებული ნაწილი უბრუნდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად.
საოლქო საარჩევნო კომისია, იმავე წესის დაცვით, კვლავ ამოწმებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს. თუ ხარვეზის შევსების მიუხედავად მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და კანდიდატს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30ე დღისა (1 ოქტომბერი) და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში აძლევს შესაბამის მოწმობას.
მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს გადასცემს მოწმობას ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და თავმჯდომარის ხელმოწერით დამოწმებულ მოწმობას (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან).
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია
(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 116.1,2,8; 117)
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ყოველ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი. პარტია/საარჩევნო ბლოკი ვალდებულია მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30ე დღისა (1 ოქტომბერი) წარუდგინოს ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიას.
განცხადება დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელით, ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერით და თან უნდა ერთოდეს:
← პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი - ორ ცალად;
← საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი - ორ ცალად;
← პარლამენტის წევრობის კანდიდატის ფოტოსურათი - ორ ცალად;
← უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა - ერთ ცალად;
← ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა - ერთ ცალად.
განცხადებაში უნდა აღინიშნოს კანდიდატის:
4 სახელი, გვარი;
4 დაბადების თარიღი;
4 პროფესია;
4 თანამდებობა (საქმიანობა);
4 სამუშაო ადგილი;
4 რეგისტრაციის ადგილი;
4 პარტიულობა;
4 საქართველოში ცხოვრების ვადა.
აღნიშნული დოკუმენტების თითო ეგზემპლარი და კომისიის მიერ დამოწმებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის ასლი, განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს ამოწმებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 25ე დღისა (6 ოქტომბერი):
4 საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს, თუ წარდგენილი საბუთები აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;
4 წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითება აუცილებელია).
განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის განესაზღვრება 3 დღე. შესწორებული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს შესწორებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე20 დღისა (11 ოქტომბერი):
← თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას კანდიდატისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს და მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მისი გადაცემა;
← თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.
მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს გადასცემს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და თავმჯდომარის ხელმოწერით დამოწმებულ მოწმობას (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან).
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმა/საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება
(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 116.12; 117.5; 118)
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს, ხოლო რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციას გაუუქმებს, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ან სახეზეა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველები, მათ შორის:
4 არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;
4 საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
4 საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარმა კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება;
4 საინიციატივო ჯგუფის მიერ არ იქნა წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია ან მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი ვადების დარღვევით;
4 საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;
4 გაუქმდა კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაცია;
4 მაჟორიტარი კანდიდატის პირადი განცხადების საფუძველზე;
4 თუ პირი გარდაიცვალა.
ყურადღება!
წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ დადასტურდა ამომრჩევლის მოსყიდვის (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 47) ფაქტი.
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 120)
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, აგრეთვე მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 დღისა (19 ოქტომბერი), უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა
(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 381.1)
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს ანიჭებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30ე დღეს (1 ოქტომბერი), ცესკოს მიერ საარჩევნო სუბიექტებისთვის ნომრების მინიჭების საკითხზე შესაბამისი სხდომის გამართვის შემდეგ. წილისყრის პროცედურები ტარდება საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.
წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე:
4 ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან;
4 ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით;
4 ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა;
4 კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ;
4 წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა (6 ოქტომბერი).
ნაწილი IV საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდში
თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაცია/კომუნიკაცია
კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიიდან იღებს სხვადასხვა სახის სავალდებულო ინფორმაციას, მათ შორის:
← საარჩევნო უბნის გახსნისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის შესახებ;
← საარჩევნო ყუთის/ყუთების დალუქვის, პირველი ამომრჩევლის მიერ რეგისტრაციის გავლის, საარჩევნო ყუთში/ყუთებში საკონტროლო ფურცლების მოთავსებისა და კენჭისყრის დაწყების შესახებ;
← 10:00, 12:00, 15:00, 17:00 საათის მდგომარეობით, ასევე კენჭისყრის დასრულების შემდეგ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობის შესახებ და გენდერულ მონაცემებს.
ყურადღება!
ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობასა და გენდერულ მონაცემებს საოლქო საარჩევნო კომისია აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
თავი II. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში
დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას და მისგან განცალკევებით:
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესწორების ოქმს/ოქმებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← სარეგისტრაციო ჟურნალს და კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← განცხადებების/საჩივრებისა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქულ კონვერტს.
რეკომენდებულია, საარჩევნო დოკუმენტაციის[1] მიღება/დახარისხება მიმდინარეობდეს ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით.
ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი აკონტროლებს საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პირების ნაკადს და აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებაზე პასუხისმგებელ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებისთვის პასუხისმგებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები იბარებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (შესწორების ოქმებსა და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) და ამოწმებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილ მონაცემებს და რეკვიზიტებს.
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს შესწორების ოქმებთან და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, გადასცემენ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (შესწორების ოქმებთან და ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
ყურადღება!
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში და დედნებს, თანდართულ საბუთებთან ერთად დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში;
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებებს ან/და შესწორების ოქმებს შედგენისთანავე ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში და აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.
საუბნო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრი აკეთებს ჩანაწერს მასალის მიღების შესახებ და გასცემს მიღება-ჩაბარების აქტს.
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა
(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 26.2.დ1)
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას, საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმს.
შესწორების ოქმის შედგენის მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა იმ წევრს, რომელიც ესწრებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენას.
საუბნო საარჩევნო კომისია კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით ადგენს შესწორების ოქმს, რომელშიც აღინიშნება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის/ მონაცემების შესწორება და მისი შედგენის თარიღი და დრო.
შესწორების ოქმს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, დაესმება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში და დაერთვება კენჭისყრის შედეგების იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც შეტანილი მონაცემი/მონაცემები შესწორდა.
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება
(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 8.4; მუხლი 8.9; მუხლი 21.ე; მუხლი 124.2)
ძირითადი სარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/ საჩივარი შეტანილია საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია გადაამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის სისწორე.
ამ მიზნით ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია იკვლევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არსებულ მონაცემებს და მათ საფუძველზე იღებს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებას საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შეცვლის შესახებ.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებების არარსებობის შემთხვევაში, ან თუ ახსნა-განმარტებების შესწავლა არ იძლევა შემაჯამებელი ოქმის მონაცემების სისწორის დადგენის შესაძლებლობას, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ 2/3-ით იღებს განკარგულებას საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის შესახებ.
საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ძირითადმა საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენების დათვლას, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს ხელახლა დათვლის პროცესზე მათი წარმომადგენლების დასწრება.
თუ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ეხება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლას, ზემოთ აღნიშნულ პროცედურას, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ახორციელებს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია. გადათვლასთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმების თაობაზე დგება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი, რომელიც ეგზავნება ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას შემდგომი რეაგირებისათვის.
საარჩევნო დოკუმენტაციის გახსნისას საოლქო საარჩევნო კომისიამ სასურველია დაიცვას საარჩევნო დოკუმენტაციის გადათვლის შემდეგი თანამიმდევრობა:
4 ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობა;
4 ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
4 თითოეული კანდიდატისათვის მიცემული ხმების (საარჩევნო ბიულეტენების) რაოდენობა.
შემოწმების შედეგად, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში მონაცემები. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შეცვლის შესახებ მიიღება განკარგულებით სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ 2/3-ით.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
თავი III. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75, მუხლი 124)
საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-11 დღისა (11 ნოემბერი) ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს შემაჯამებელ ოქმში შესატანი მონაცემები, მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში.
საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს. ოქმები დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება და ოქმებს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. ამასთან, განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75.7-9)
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
მოთხოვნის შემთხვევაში დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია გასცემს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლებს, რომელსაც ბეჭდავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
ყურადღება!
კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნაწილი V საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები
თავი I. საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის N8/2012 დადგენილებით დამტკიცებული საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/ საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციით (შემდგომში ‒ ინსტრუქცია), საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის N2/2012 დადგენილებით დამტკიცებული საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით[2].
საოლქო სარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:
← განცხადება/საჩივარი[3];
← საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით საკითხის შესწავლის შესახებ.
საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებთან, მათ შორის კენჭისყრის დღის განც- ხადების/საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული და საკუთარი ინიციატივით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ქვემოთ მოცემულ სქემაში ნაჩვენები ეტაპების შესაბამისად.
თავი II. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის წარდგენა და რეგისტრაცია
განცხადება/საჩივრის შემდგენი პირები და მათი უფლებები საუბნო და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 72; მუხლი 73)
კენჭისყრის დღის განცხადებასთან/საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწყება დაინტერესებული მხარის (უფლებამოსილი პირის) მიერ განცხადების/საჩივრის წარდგენის შემთხვევაში.
არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლებს/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელებს უფლება აქვთ კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი/გამოვლენილი დარღვევების შესახებ განცხადებით/საჩივრით მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.
იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საარჩევნო უბნის გახსნიდან (07:00 საათიდან) საარჩევნო ყუთის გახსნამდე გამოვლენილი დარღვევები დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად).
იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილ დარღვევებს, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 2 დღის ვადაში).
საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 72; მუხლი 73; მუხლი 77; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 11)
საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.
საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი, ან საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირი შემდეგი წესის დაცვით:
← სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს განმცხადებლის ვინაობას;
← განცხადების/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები ხელს აწერენ ჩანაწერის გასწვრივ;
← განცხადების/საჩივრის მიღების დადასტურების მიზნით, განმცხადებელს გადასცემს საკუთარი ხელმოწერით დამოწმებულ წერილობით ცნობას (იხ. დანართი №3).
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი განცხადების/ საჩივრის რეგისტრაციისას ვალდებულია დარწმუნდეს, რომ განცხადება/საჩივარი შეიცავს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ყველა საჭირო რეკვიზიტს (იხ. დანართი №2).
ყურადღება!
კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში.
თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი არ იბარებს განცხადებას/საჩივარს, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დაუკავშირდეს ცესკოს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე: 032-251 00 51.
ხარვეზის დადგენის წინაპირობები და განუხილველად დატოვების საფუძვლების შემოწმება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 74; მუხლი 77.191)
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:
← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;
← განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;
← საარჩევნო უბნის ნომერს;
← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.
ასეთ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს განუსაზღვროს გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ეს ვადა უნდა იყოს გონივრული, რომ წარმდგენმა სუბიექტმა შეძლოს მითითებული ხარვეზის გამოსწორება.
შენიშვნა:
ხარვეზის შევსების გონივრული ვადა დგინდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის/კომისიის უფლებამოსილი პირისა და განცხადების/საჩივრის წარმდგენი პირის შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევსების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ვადას ერთპიროვნულად ადგენს საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი.
სარეგისტრაციო ჟურნალში ხარვეზის ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/ საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი.
განცხადების/საჩივრის წარმდგენს დადგენილ ვადაში უფლება აქვს გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები ან/და წარადგინოს განცხადება, სადაც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.
ხარვეზის შევსების შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი, სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული განცხადების/საჩივრის გასწვრივ აკეთებს ჩანაწერს ”შევსებულია”, ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერს განცხადების/საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ყურადღება!
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში „გასული წერილის სახით“ გზავნის ყველა განცხადებას/საჩივარს.
აღსანიშნავია, რომ ხარვეზის დადგენა არ ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე/ საჩივარზე, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც განცხადება/საჩივარი შეიცავს განუხილველად დატოვების ქვემოთ მოცემულ საფუძვლებს:
← დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი;
← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
← განცხადებაში/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო.
განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, თუ:
← არსებობს საოლქო საარჩევნო კომისიის ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;
← არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
← სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
← ზემდგომ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე განცხადება/საჩივართან დაკავშირებით.
განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაცია, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მხარეს.
განმცხადებელს/მომჩივანს განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შეიძლება ეცნობოს როგორც წერილობით, ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით).
← განმცხადებლი/მომჩივანი ინფორმირებულად ითვლება, თუ ინფორმირება დასტურდება:
← განმცხადებლის/მომჩივანის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;
← შეტყობინების ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით გაგზავნის დადასტურებით.
← განმცხადებელი/მომჩივანი ასევე ინფორმირებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან განცხადებაში/საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება.
განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემის თაობაზე განმცხადებლის/მომჩივნის ინფორმირებასთან დაკავშირებით დგება შეტყობინების აქტი (დანართი N4). საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით შეტყობინების აქტს ადგენს და ხელს აწერს კომისიის ერთ-ერთი წევრი.
ყურადღება!
თუ მხარესთან დასაკავშირებლად განცხადებაში/საჩივარში არ არის მითითებული ტექნიკური საშუალების შესახებ მონაცემი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება მისი გამოცემისთანავე გამოიკვრება საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში და აღნიშნულ შემთხვევაში მხარე ინფორმირებულად ითვლება.
თავი III. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის განხილვა
კენჭისყრის პროცედურებთან, ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ განცხადებებს/საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებას/საჩივარს, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოცემულია განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 8.13).
საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით და ვადებში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.
მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში. ამასთან, მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.
საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა. თუ საჩივრის ავტორია:
← საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას;
← საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;
← საარჩევნო კომისიის წევრი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ პირადად მას ეცნობება.
საჩივრის განხილვისათვის მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.
მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარება დასტურდება:
← მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;
← ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში − შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.
ყურადღება!
მხარე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).
მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარებისას დგება აქტი (იხ. დანართი №5), რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს. საოლქო საარჩევნო კომისიაში აქტს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
მხარეს უფლება აქვს:
← საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით;
← ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით.
წარმომადგენელი ვალდებულია საარჩევნო კომისიაში წარადგინოს კანონით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი:
← მოქალაქეების წარმომადგენლობა დასტურდება მათ მიერ გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტით;
← ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლობა დასტურდება წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით;
← პარტიის, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლობა დასტურდება მისი ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული მინდობილობით;
← ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება მარწმუნებლის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული დოკუმენტით (მინდობილობა/ორდერი).
ყურადღება!
თუ წარმომადგენელი არ წარადგენს შესაბამისი წესით დამოწმებულ წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთს, მას არ მიეცემა განცხადების/საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება და გადაწყვეტილება მიიღება მისი პოზიციის გაუთვალისწინებლად.
განცხადების/საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს განცხადება/საჩივარზე (უკან გაითხოვოს განცხადება/საჩივარი).
უარი განცხადებაზე/საჩივარზე განცხადებული უნდა იქნეს წერილობით, საოლქო საარჩევნო კომისია წერილობით უარს დაურთავს განცხადებას/საჩივარს. ზეპირი მოსმენის დროს განმცხადებელი/მომჩივანი უფლებამოსილია განცხადება/საჩივარზე უარი განაცხადოს აგრეთვე ზეპირადაც, რაც აისახება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმში.
ყურადღება!
განცხადების/საჩივრის უკან გამოთხოვის (უარი განცხადება/საჩივარზე) შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ გამოსცემს განკარგულებას განცხადების/ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
თავი IV. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვა
საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან (გარდა კენჭისყრის დღისა) დაკავშირებული განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია, განცხადების/საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება და განცხადების/საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ერთიანი წესით, რომელიც მოცემულია კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე წარდგენილ განცხადებებთან/საჩივრებთან მიმართებით.
საოლქო საარჩევნო კომისია არ ადგენს ხარვეზს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების გამო (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილ განცხადებებზე/საჩივრებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას განცხადება/საჩივარი ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი.
საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების გამო წარდგენილ საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
თავი V. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა და წესი
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები, გარდა ქვემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებებისა, მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, როგორიცაა ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის გამო) შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 2 კალენდარული დღის ვადაში.
ნაწილი VI მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები
თავი I. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატისა და მერობის კანდიდატის წარდგენა/რეგისტრაცია
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი - 361; მუხლი 141; მუხლი 144; მუხლი 154.5)
მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი კანდიდატის წარდგენისა და საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე დღისა (14 სექტემბერი), მიმართავს იმ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმართება მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ყურადღება!
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი.
საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების შეტანის შემდეგ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:
4 სახელი, გვარი;
4 დაბადების თარიღი;
4 პროფესია;
4 თანამდებობა (საქმიანობა);
4 სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი”);
4 რეგისტრაციის ადგილი;
4 პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, თუ უპარტიოა მიეთითება „უპარტიო”);
4 საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
4 საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება, სადაც პირი წარდგენილია კანდიდატად;
4 წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა (არანაკლებ 5 წევრი) და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტლეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, თან უნდა ერთოდეს კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, ორი ფოტოსურათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შესახებ.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიების შემოწმება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 14.1.ჰ; მუხლი 38; მუხლი 141; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილება)
კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა (21 სექტემბერი). ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია განკარგულებით. მხარდამჭერთა სიები საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც დასტურდება, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის, ისე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ლუქზე ხელმოწერების დატანებით.
კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შემოწმება სრულდება მისი წარდგენიდან 3 დღეში. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.
საკრებულოს წევრობის კანდიდატის/მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიების შემოწმებიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
4 საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატს, თუ კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
4 წერილობით აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით).
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საბუთების სრულყოფისათვის ეძლევა 2 დღის ვადა.
შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი/მერობის კანდიდატის მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსითა და ცესკოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
საკრებულოს წევრობის/მერობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (1 ოქტომბერი) და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში აძლევს შესაბამის მოწმობას.
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 144; მუხლი 145 მუხლი 167)
საკრებულოების შუალედურ და მერის რიგგარეშე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (1 ოქტომბერი) უფლება აქვს წარადგინოს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი და მერობის კანდიდატი.
მერობის კანდიდატის წარსადგენად მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი სათანადო განცხადებით მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერებით, უნდა ერთოდეს:
4 კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;
4 ორი ფოტოსურათი;
4 კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
4 უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი სათანადო განცხადებით მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადება დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით და უნდა ერთოდეს:
4 კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
4 უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
4 2 ფოტოსურათი;
4 კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად).
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს, თუ წარდგენილი საბუთები აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითება აუცილებელია).
კანდიდატის წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საბუთების სრულყოფისათვის ეძლევა 2 დღის ვადა. შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში (მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 23-ე დღისა (8 ოქტომბერი)), ხოლო მერობის კანდიდატის მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში (მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 24-ე დღისა (7 ოქტომბერი)).
თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
საკრებულოს წევრობის/მერობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში აძლევს შესაბამის მოწმობას.
ყურადღება! იმ საკითხებზე, რომელიც გათვალისწინებული არ არის აღნიშნულ თავში, ვრცელდება სახელმძღვანელო ინსტრუქციის მე-3 ნაწილის მე-2 თავში გაწერილი რეგულაციები.
თავი II. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21; მუხლი 75; მუხლი 149; მუხლი 169)
საარჩევნო ოლქებში, სადაც იმართება საკრებულოს შუალედური ან/და მერის რიგგარეშე არჩევნები, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგებს აჯამებს ის საოლქო საარჩევნო კომისია, რომლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებშიც იმართება აღნიშნული არჩევნები.
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა (11 ნოემბერი) თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს საარჩევნო ოლქში გამართული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს, რომელსაც (რომელთაც) არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.
საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგად არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში სხვებზე მეტი ხმას მიიღებს (არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა). თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული საოლქო საარჩევნო კომისიაში.
მერის რიგგარეშე არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს (არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა). თუ არჩევნების პირველ ტურში მერი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს.
არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შესახებ.
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75, მუხლი 150)
საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის.
საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს.
ყურადღება!
მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ფოტოასლი გადაეცემა შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიას.
შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
ყურადღება!
კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი N1
|სამოქმედო ტერიტორია/მაჟორიტარული საარჩევნო |ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის |დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ნომერი და |
|ოლქის № |ნომერი და სახელწოდება |სახელწოდება |
|№1 |№1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია |№4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№2 |№2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№3 |№3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№4 |№5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№5 |№6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№6 |№8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია |№7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№7 |№9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№8 |№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№9 |№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია |№11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია |
|№10 |№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია |№15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№11 |№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისია |№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№12 |№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია |№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№13 |№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია |№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№14 |№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისია |№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია |
|№15 |№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია |№30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№16 |№35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია |№33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№17 |№37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია |№36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№18 |№40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია |№41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№19 |№44 ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისია |№43 ონის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№20 |№56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია |№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№21 |№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისია |№49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№22 |№58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისია |№53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№23 |№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№24 |№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია |№61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№25 |№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისია |№68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისია |
|№26 |№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია |№66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№27 |№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№28 |№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№29 |№81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№30 |№83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია |№80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია |
დანართი N2
საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები
განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:[4]
← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;
← განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
← საარჩევნო უბნის ნომერი*;
← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
← დარღვევის არსი და ჩადენის დრო**;
← დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;
← დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;
← განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;
← განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;
← სხვა დამატებითი ინფორმაცია.
დანართი N3
№ „……“…………… საოლქო საარჩევნო კომისია
ცნობა
განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ
განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი: .......................................................................... განცხადების/საჩივრის მიღების დრო: ............................................................................... განცხადების/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: ............................................................... კომისიის მდივანი/საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირი: ....................................
/ხელმოწერა/
დანართი N4
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით
განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაციის
მხარისათვის შეტყობინების
ა ქ ტ ი
ქ. ------------------- „----“ „----------“ 20-- წ.
აქტის შემდგენი --------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, თანამდებობა)
შევადგინე ეს აქტი მასზე, რომ -----------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მხარის ვინაობა, იმ ტექნიკური საშუალების დასახელება და ნომერი, რომლიდანაც და რომელზეც მოხდა მხარესთან
დაკავშირება და შედეგი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საჩივრის დასახელება, რომელიც დარჩა განუხილველი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საჩივრის განუხილველად დატოვების დრო, თარიღი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს აქტი, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ვადასტურებთ:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი წევრის/ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომლის ხელმოწერა)
აქტის შედგენის დრო -----------------------------------------
რიცხვი/თვე/წელი
დანართი N5
მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების
ა ქ ტ ი
ქ. ------------------- „----“ „----------“ 20-- წ.
აქტის შემდგენი ----------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, თანამდებობა)
შევადგინე ეს აქტი მასზედ, რომ -----------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(დასაბარებელი მხარის ვინაობა, იმ ტექნიკური საშუალების დასახელება და ნომერი, რომლიდანაც და რომელზეც მოხდა მხარესთან დაკავშირება, და შედეგი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საჩივრის განხილვის დრო და ადგილი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საჩივრის დასახელება, რომლის გამოც ხდება დაბარება)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გამოუცხადებლობის შემთხვევაში მხარეს განემარტა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის 25-ე და 31-ე პუნქტების შინაარსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს აქტი, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ვადასტურებთ:
----------------------------------------------------------------
(აქტის შემდგენის ხელმოწერა)
--------------------------------------------------------------------
(საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ცესკოს განყოფილების უფროსის ხელმოწერა)
აქტის შედგენის დრო -----------------------------------------
რიცხვი/თვე/წელი
-----------------------
[1] საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური კონვერტი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, საკონტროლო ფურცელი, სარეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნაგანმარტება.
[2] საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიები იყენებენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI, VII, XIII თავის საფუძველზე).
[3] განცხადება არის უფლების მოპოვებაზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემით/ქმედების განხორციელებით დაინტერესებული მხარის მიერ შეტანილი წერილობითი მოთხოვნა ან ზეპირი განცხადება, ხოლო საჩივარი ‒ დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამის საუბნო/საოლქო საარჩევნო კომისიაში დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ან საუბნო/საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.
*აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არის განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველი, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში − მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
**აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა არის ხარვეზის დადგენის გარეშე განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
***აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არ შეიძლება გახდეს განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი, მაგრამ შეიძლება გახდეს მხარის საჩივრის განხილვაზე დაბარების შეუძლებლობის საფუძველი.
-----------------------
[pic]
განცხადების/საჩივრის წარდგენა
საკუთარი ინიციატივა
განუხილველად დატოვება
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი
არსებითი განხილვა
ხარვეზის დადგენა
განუხილველად დატოვების საფუძვლების შემოწმება
რეგისტრაცია