სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №42/2017 |
|
2017 წლის 8 სექტემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (გარდა ქალაქ თბილისისა) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ პარტიულ სიაში შეყვანილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ან მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად, სააღრიცხვო ბარათი და ფოტოსურათი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ უნდა იქნეს 2 ეგზემპლარად.
|
| მუხლი 2 |
თუ ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ პარტიულ სიაში შეყვანილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათი და ფოტოსურათი ცესკოში და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ უნდა იქნეს თითო ეგზემპლარად.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.09.2017.
- როდის იქნა მიღებული „სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- „სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 08.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №42/2017. სარეგისტრაციო კოდი — 010210010.15.008.016356.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.09.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, №42/2017, 08.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016356 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3800155/