ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების პროცედურის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13/2014
სარეგისტრაციო კოდი
010240000.15.008.016130
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №13/2014

2014 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის, რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაცია.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ორი მესამედი მაინც.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.04.2014.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 03.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №13/2014. სარეგისტრაციო კოდი — 010240000.15.008.016130.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების პროცედურის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, №13/2014, 03.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016130 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2309063/