საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დროს რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს, მიუხედავად იმისა, ეს სუბიექტი იღებს თუ არა მონაწილეობას შუალედურ არჩევნებში, საქართველოს პარლამენტის მომდევნო მორიგ არჩევნებამდე უნარჩუნდება ის რიგითი ნომერი, რომელიც მას მიენიჭა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს.
მუხლი 2
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ რიგით ნომერზე, რომლითაც იგი მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა და ასეთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 119-ე მუხლით დადგენილი წესით წილისყრაში მონაწილეობის გზით, იმ პირობით, რომ წილისყრაში არ გათამაშდება ის რიგითი ნომერი, რომლის გამოყენებაზეც საარჩევნო სუბიექტმა უარი განაცხადა.
მუხლი 3
პარტია/საარჩევნო ბლოკი, რომელიც მონაწილეობს შუალედურ არჩევნებში და არ აქვს მინიჭებული რიგითი ნომერი, ამ ნომრის მისაღებად მონაწილეობას მიიღებს წილისყრაში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 119-ე მუხლით დადგენილი წესითა და ვადაში, იმის გათვალისწინებით, რომ წილისყრაში არ მონაწილეობენ ის რიგითი ნომრები, რომლებიც უკვე მინიჭებული აქვთ საარჩევნო სუბიექტებს.
მუხლი 4
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 119-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივი ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს რიგითი ნომრები მიენიჭებათ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30-ე დღეს. წილისყრაში მონაწილეობას მიიღებენ ცესკოს მიერ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული რიგითი ნომრების მომდევნო ზრდადობით რიგითი ნომრები, საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობების შესაბამისად. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები წილისყრაში მონაწილეობას მიიღებენ საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის შესახებ განცხადებების შემოტანის რიგითობის შესაბამისად.
მუხლი 5
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს მდივანი
გიზო მჭედლიძე
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია