ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნების პროცესში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.04.2015 ბოლო ცვლილება 16.09.2015
ნომერი
№25/2015
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016189
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

დადგენილება №25/2015

2015 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნების პროცესში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის წესის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მორიგი არჩევნების დროს რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს, მიუხედავად იმისა, ეს სუბიექტი იღებს თუ არა მონაწილეობას საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, საქართველოს პარლამენტის მომდევნო საერთო  არჩევნებამდე  შეუნარჩუნდება ის რიგითი ნომერი, რომელიც მას მიენიჭა ბოლო თვითმმართველობის ორგანოების საერთო  არჩევნების დროს. 
მუხლი 2
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ რიგით ნომერზე, რომლითაც იგი მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო საერთო  არჩევნებში, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს საკრებულოს შუალედური არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე  დღისა და ასეთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამავე ვადაში, წილისყრაში მონაწილეობის გზით, იმ პირობით, რომ წილისყრაში არ გათამაშდება ის რიგითი ნომერი, რომლის გამოყენებაზეც საარჩევნო სუბიექტმა უარი განაცხადა.
მუხლი 3
პარტია/საარჩევნო ბლოკი, რომელიც მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში და არ აქვს მინიჭებული რიგითი ნომერი, ამ ნომრის მისაღებად მონაწილეობას მიიღებს წილისყრაში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 145-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ  ვადაში, იმის გათვალისწინებით, რომ წილისყრაში არ მონაწილეობენ მხოლოდ  ის რიგითი ნომრები, რომლებიც უკვე მინიჭებული აქვთ საარჩევნო სუბიექტებს.
მუხლი 4
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს რიგითი ნომრები მიენიჭებათ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. წილი ეყრება ცესკოს მიერ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული ბოლო რიგითი ნომრის მომდევნო იმდენ ნომერს, რამდენი მაჟორიტარი კანდიდატიც არის წარდგენილი საინიციატივო ჯგუფების მიერ. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები წილისყრაში მონაწილეობას მიიღებენ საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად.
მუხლი 5
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი