ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№75/2015
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016239
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №75/2015

2015 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
რეგისტრირებული პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი (შემდეგში – „საარჩევნო სუბიექტი“) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისა და შესაბამის საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის უფლებას კარგავს, თუ იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში სადაც რიგგარეშე/შუალედური არჩევნები იმართება:

1. საარჩევნო სუბიექტმა არ წარადგინა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატი;

2. შესაბამისმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატი;

3. გაუქმდა შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი და რეგისტრირებული საკრებულოს წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატის ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი პროცედურების შესაბამისად, უფლებამოსილება უწყდებათ ამავე მუხლით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2015.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 28.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №75/2015. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.15.008.016239.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, №75/2015, 28.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016239 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3130288/