„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №32/2006
2006 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიისა და თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად, პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა (გარდა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა), შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას შესაბამისი პარტიული სიის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.
მუხლი 2. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული/სარეზერვო სიის შემოწმების შედეგად, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას, პარტიული სიიდან ამოიღება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი/სარეზერვო კანდიდატი, მის ადგილს დაიკავებს შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი ან სარეზერვო კანდიდატი რიგითობის მიხედვით და ა.შ. ანალოგიური წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატი კანონით დადგენილ ვადაში თავად განაცხადებს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე.
მუხლი 3. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმა ფორმდება საქარ-თველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.
მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1ა ) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №32/2006
2006 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიისა და თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად, პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა (გარდა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა), შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას შესაბამისი პარტიული სიის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.🔗
მუხლი 2. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული/სარეზერვო სიის შემოწმების შედეგად, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას, პარტიული სიიდან ამოიღება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი/სარეზერვო კანდიდატი, მის ადგილს დაიკავებს შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი ან სარეზერვო კანდიდატი რიგითობის მიხედვით და ა.შ. ანალოგიური წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატი კანონით დადგენილ ვადაში თავად განაცხადებს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე.🔗
მუხლი 3. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმა ფორმდება საქარ-თველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.
მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1ა🔗
) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.09.2006.
- როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"?
- „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ" მიღებულია 11.09.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №32/2006. სარეგისტრაციო კოდი — 010.250.000.15.008.009.230.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.09.2006-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ", №32/2006, 11.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.15.008.009.230 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/89170/