,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.831
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №31/2008
2008 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 69-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ საკითხზე ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ კანონით დადგენილ ვადაში დამკვირვებელთა სიის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში, ამ კომისიის მდივანი კანონით დადგენილი წესით გაატარებს რეგისტრაციაში დამკვირვებლებს და გადასცემს მათ დამკვირვებლის მოწმობას. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლება აქვთ დააკვირდნენ არჩევნებს ამ ოლქის ნებისმიერ საარჩევნო უბანზე საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით. ამავდროულად ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას შეუძლია კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინოს დამკვირვებელთა სია, რომელებიც დააკვირდებიან არჩევნებს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ნებისმიერ საარჩევნო ოლქსა და უბანში.
„საქართველოს ორგანული კანონის“ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 62-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განცხადება/საჩივრის ავტორს უფლება აქვს საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი შეავსოს ანალოგიური საჩივრის შეტანის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები ან/და წარადგინოს განცხადება, სადაც მიეთითება ის მონაცემები, რომლის გამოც დაუდგინდა ხარვეზი.
ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ ხარვეზის შემვსები პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.
საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელიც შეიცავს განცხადება/საჩივრის ხარვეზის დადგენისა და მისი შევსების შესახებ სათანადო ინფორმაციას, იხურება კომისიის მდივნისა და წევრების ხელმოწერით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ეს ჟურნალი საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა განცხადება/საჩივრებთან ერთად.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე