ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.04.2010 ბოლო ცვლილება 26.04.2010
ნომერი
№29/2010
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.014542
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 46, 23/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.542

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №29/2010

2010 წლის 22 აპრილი

 ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (გარდა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ პარტიულ სიაში შეყვანილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათი და ფოტოსურათი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ უნდა იქნეს 2 ეგზემპლარად.

    მუხლი 2.

თუ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში, მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ პარტიულ სიაში შეყვანილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათი და ფოტოსურათი ცესკოში და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ უნდა იქნეს თითო ეგზემპლარად.

    მუხლი 3.

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნებისას – პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატისა და თბილისის მერობის კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისია, რომელიც მისი წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, თბილისის მერს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები, ასევე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატისა და თბილისის მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში, ასევე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატისა და თბილისის მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა და პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.

    მუხლი 4

1. ამ დადგენილების პირველის მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

 2. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისია საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, თბილისის მერობის კანდიდატს, პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს.

3. თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმუმზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და შესაბამისი საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას პარტიული სიისა და წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს.

    მუხლი 5.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სა­სა­მართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მი­სამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდა­რული დღის ვადაში.

    მუხლი 6.

 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი            გ. მჭედლიძე