ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.09.2012 ბოლო ცვლილება 16.01.2026
ნომერი
№42/2012
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №42/2012

2012 წ ლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტის; მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის; 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1 . კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით:

1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე.

2. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის კაბინის ფოტოვიდეოგადაღება.

3. კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია.

მუხლი 2 . კენჭისყრის დღეს, დილის 7 საათიდან პირველი ამომრჩევლის საარჩევნო უბანში მოსვლამდე და საარჩევნო უბანში ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე, რაც გულისხმობს:

1. ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის შენობაში უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი;

2. მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისათვის ფოტოვიდეოგადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან.

მუ ხლი 3 . კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში,კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე, რაც გულისხმობს:

1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებრივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბნებში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) აძლევენ ხმას, რის შემდგომაც, ფოტოვიდეოგადამღები აპარატები უნდა გატანილ იქნას კენჭისყრის შენობიდან.

2. ერთიდაიგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია დაიკავოს კენჭისყრის შენობაში გამოყოფილი სპეციალური ადგილი.

3. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება იმდაგვარად, რომ სტაციონალური ვიდეოგადამღები აპარატი იმყოფებოდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე. ადგილი იმდაგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი.

4. იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს ფოტოვიდეოგადაღების წარმოების უფლებას.

მუხლი 4. ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია, ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ, ინფორმაცია რის შესახებაც აღინიშნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

მუხლი 5. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ.ხარატიშვილი

კომისიის მდივანი       გ.მჭედლიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 24.09.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №42/2012. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016060.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.01.2026-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, №42/2012, 24.09.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016060 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1748403/