საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №15/2023 |
|
2023 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 767 მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
მუხლი 1.
საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა |
იმ საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები, სადაც კენჭისყრის დღეს არ იქნება განთავსებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი, ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ციფრულ ფორმატში უნდა იქნეს გადაყვანილი ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით და ვადაში. |
მუხლი 2.
საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის ადგილი |
1. იმ საარჩევნო უბნის ნამდვილი და ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, სადაც არ იქნება გამოყენებული ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული აპარატი, საარჩევნო ბიულეტენების გაციფრულების მიზნით, ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, დალუქულ მდგომარეობაში განთავსდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ წინასწარ შერჩეულ შენობაში.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შენობაში საარჩევნო ბიულეტენების მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები/თანამშრომლები. 3. საარჩევნო ბიულეტენების გაციფრულებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით გათვალისწინებული ხელახლა დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული საარჩევნო ბიულეტენები განთავსდება საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში. |
მუხლი 3.
საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე უფლებამოსილი პირი/პირები |
საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის მიზნით დალუქული პაკეტების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას, ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების ინტერნეტსივრცეში განთავსებას და საარჩევნო ბიულეტენების კვლავ შეფუთვას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელი/თანამშრომლები. |
მუხლი 4.
საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის, საარჩევნო ბიულეტენების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებისა და განთავსების ვადა |
1. საარჩევნო ბიულეტენები ციფრულ ფორმატში გადაყვანილი უნდა იქნეს და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების ყველა ვერსია ინტერნეტსივრცეში უნდა განთავსდეს საარჩევნო უბნების მიხედვით, კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში.
2. ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენები ინტერნეტსივრცეში განთავსდება შესაბამის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის განმავლობაში. |
მუხლი 5.
ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების გაცნობა |
ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების ინტერნეტსივრცეში გაცნობა და ჩამოტვირთვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. |
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 7 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- „საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 20.02.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №15/2023. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.15.008.016666.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.01.2026-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ“, №15/2023, 20.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016666 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5724994/