საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.08.2017 ბოლო ცვლილება 16.01.2026
ნომერი
№33/2017
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.016347
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №33/2017

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის 25-ე პუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ, საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.
მუხლი 2
საარჩევნო კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღება ხორციელდება შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

1. საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს:

ა) თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მოწმობა, რის გარეშეც არ დაიშვება კომისიის სხდომაზე;

ბ) უფლება არ აქვს ფოტოვიდეოგადაღებისას ჩაერიოს კომისიის სხდომის მიმდინარეობაში ან/და ხელი შეუშალოს კომისიის მუშაობას;

გ) უფლება აქვს საარჩევნო კომისიის სხდომაზე, კომისიის სხდომის დაწყებიდან/გახსნიდან 5 წუთის განმავლობაში, აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება ნებისმიერი ადგილიდან, რის შემდეგაც ის ვალდებულია დაიკავოს შესაბამისი კომისიის/სხდომის თავმჯდომარის მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილი და ამ ადგილიდან აწარმოოს სხდომის ფოტოვიდეოგადაღება;

დ) უფლება აქვს აწარმოოს ინფორმაციისა და მასალის ფოტოვიდეოგადაღება გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობის დროს, სხდომათა დარბაზში დაუშვებელია ინტერვიუები. ინტერვიუები დასაშვებია სხდომის დაწყებამდე ან სხდომის დასრულების შემდგომ, საარჩევნო კომისიებში ამისათვის კომისიის/სხდომის თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე ისე, რომ ამით არ შეფერხდეს საარჩევნო კომისიის საქმიანობა.

მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
როდის იქნა მიღებული „საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია“?
„საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია“ მიღებულია 21.08.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №33/2017. სარეგისტრაციო კოდი — 010210010.15.008.016347.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.01.2026-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია“, №33/2017, 21.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016347 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3785491/