ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16/2010
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.014419
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 31/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.419

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №16/2010

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოსა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნებისათვის:

1. შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრები, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ამავე ვადაში იმართება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, ემთხვევა ამ არჩევნებისათვის შესაქმნელ საარჩევნო უბნების საზღვრებს.

2. არჩეული/დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და საუბნო საარჩევნო კომისიები ასრულებენ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ასარჩევი/დასანიშნი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების/კომისიების ფუნქციებს.

3. არჩეული/დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები და საოლქო საარჩევნო კომისიები ასრულებენ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ასარჩევ/დასანიშნ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების/კომისიების ფუნქციებს.

4.  ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი ასრულებს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის შესაქმნელი ფინანსური მონიტორინგის ჯგუფის ფუნქციებს.

    მუხლი 2

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოსა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც იმავდროულად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, შეუძლიათ ისარგებლონ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის გახსნილი საარჩევნო კამპანიის ფონდით და არ გახსნან პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის დამატებითი საარჩევნო კამპანიის ფონდი, რის შესახებაც წერილობით უნდა აცნობონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

    მუხლი 3

პარტია, რომელიც არა არის რეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რეგისტრაციისათვის ესაჭიროება კანონმდებლობით დადგენილი რაოდენობის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება და კომისიაში წარმოდგენა, თუ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან ერთად მონაწილეობს პარლამენტის შუალედურ არჩევნებშიც, შეუძლია რეგისტრაციისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარმოუდგინოს მხოლოდ ერთი არჩევნებისათვის მხარდამჭერთა კანონით დადგენილი რაოდენობის ხელმოწერები.

    მუხლი 4

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 კალენ­დარული დღის ვადაში.

    მუხლი 5

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე  ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე