საოლქო და საუბნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.226
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №53/2003
2003 წლი ს 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების საფუძველზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
ნება დაერთოთ საარჩევნო კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტებს, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 25 იანვრის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის, საარჩევნო ოლქსა და საარჩევნო უბანში კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნისას გამოიყენონ დასანიშნი პირის ნებისმიერი სურათიანი დოკუმენტის ფოტოსურათის ქსეროასლი.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საოლქო და საუბნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საოლქო და საუბნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2003.
- როდის იქნა მიღებული „საოლქო და საუბნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ“?
- „საოლქო და საუბნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 09.12.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №53/2003. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.13.007.006.226.
- სად არის „საოლქო და საუბნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საოლქო და საუბნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ“, №53/2003, 09.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.226 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57046/