ზოგიერთი სარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.281
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №66/2003
2003 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, 2004 წლის 4 იანვრის საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დღეს, მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
საარჩევნო უბნებში, სადაც მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები, კენჭისყრის დღედ განისაზღვროს 2004 წლის 2 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, რომელსაც უშუალოდ დაადგენენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები.
მუხლი 2
საარჩევნო ყუთის გახსნა და ხმების დათვლის პროცედურები განხორციელდეს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მათ შესაბამის საარჩევნო ოლქებში ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამებისას.
მუხლი 3
თუ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ვერ მოესწრო ამ საარჩევნო უბნებიდან საარჩევნო დოკუმენტაციის/ხმის დათვლის შედეგების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, აღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია პირდაპირ გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამებამდე და შესაბამისად, ცესკოს მიერ განხორციელდება აღნიშნულ საარჩევნო უბნებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შეჯამება.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზურაბ ჭიაბერაშვილი
კომისიის თავმჯდომარე
დიმიტრი ქიტოშვილი
კომისიის მდივანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი სარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი სარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2003.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი სარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- „ზოგიერთი სარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 30.12.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №66/2003. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.13.007.006.281.
- სად არის „ზოგიერთი სარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი სარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ“, №66/2003, 30.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.281 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57292/