ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №41/2013 |
|
2013 წლის 11 ოქტომბერი ქ.თბილისი |
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მიმდინარეობს დამისამართების პროცესი და სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში ბევრ ქუჩას შეეცვალა სახელწოდება ან ექსპლუატაციაში შევიდა ახალი საცხოვრებელი ფართი, რომლებსაც მიენიჭა შესაბამისი მისამართი, ხოლო საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების ვადა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დასრულდა არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა (7 სექტემბერი), რაც შეუძლებელს ხდის საარჩევნო უბნების საზღვრებში აისახოს, აღნიშნული ვადის შემდეგ შექმნილი, ახალი მისამართები, რითაც ამ მისამართებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს ეზღუდება ხმის მიცემის უფლება,
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების ახალ ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2013 წლის 14 ოქტომბრისა. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.10.2013.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
- „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 11.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №41/2013. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016108.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.10.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“, №41/2013, 11.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016108 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2045532/