,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33/2008
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.15.008.011.833
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 16/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.833

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №33/2008

2008 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და №28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 13 მაისის №35 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

№28 დუშეთის საარჩევნო ოლქის №54 საარჩევნო უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის, ამავე ოლქის №41 ბარისახოს საარჩევნო უბანში 2008 წლის 21 მაისის 23 საათამდე გადაუცემლობის შემთხვევაში, №41 ბარისახოს საუბნო საარჩევნო კომისია ამ უბნის შედეგებს შეაჯამებს მასზე მიმაგრებული №54 საარჩევნო უბნის შედეგების გაუთვალისწინებლად.

მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                     ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                               გ. მჭედლიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე““?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.05.2008.
როდის იქნა მიღებული „,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე““?
„,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე““ მიღებულია 14.05.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №33/2008. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.15.008.011.833.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე““?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.05.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე““, №33/2008, 14.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.833 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/77710/