“ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25/2006
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.15.008.009.191
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 05/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.009.191

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №25/2006

2006 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის, ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები:

1. შეყვანილ იქნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის მიხედვით.

2. არჩევნებში მონაწილეობენ სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის საფუძველზე.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                              გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი                                                                                         გ. მჭედლიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.09.2006.
როდის იქნა მიღებული “ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”?
“ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ” მიღებულია 04.09.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №25/2006. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.15.008.009.191.
რამდენი მუხლისგან შედგება “ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის “ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.09.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”, №25/2006, 04.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.009.191 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66280/