,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.011.741
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №20/2008
2008 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის შემდგომ საარჩევნო ბლოკების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დღიდან ამ ბლოკში შემავალი სუბიექტები ვალდებულნი არიან შეაჩერონ თავიანთი საარჩევნო კამპანიის ფონდების საქმიანობა და ისარგებლონ მხოლოდ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო კამპანიის ფონდით.
საარჩევნო სუბიექტებმა, რომლებიც გაწევრიანებული არიან საარჩევნო ბლოკებში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას, თავიანთი საკუთარი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშების წარმოდგენასთან ერთად, საარჩევნო კომისიას ასევე წარუდგინონ ბანკის მიერ გაცემული ცნობა, მათი ფონდების ანგარიშებზე საფინანსო ოპერაციების მოქმედების შეჩერების შესახებ.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე““?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.04.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე““?
- „,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე““ მიღებულია 10.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №20/2008. სარეგისტრაციო კოდი — 430.210.000.22.022.011.741.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე““?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე““, №20/2008, 10.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.011.741 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/77014/